ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეები ჩაერთვებიან

ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეები ჩაერთვებიან

ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც ზოოპარკის დასუფთავების კუთხით, ასევე ცხოველების ძებნის კუთხით.

"ყველა სამსახური, რომელიც ჩართულია კრიზისის ლიკვიდაციაში, აკეთებს თავის მაქსიმუმს. როგორც ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, მათ კიდევ დაკარგული ჰყავთ ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. საძიებო ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ და მიმდინარეობს ძიების სამუშაოები. ძალიან ბევრი გამოძახებაა და ყველა გამოძახებაზე არის რეაგირება.

ჩვენ მონადირეების ჯგუფის ჩართვა გვაქვს ორგანიზებული საძიებო სამუშაოებში. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოჰყვება", - განაცხადა ჯანელიძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია