"ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე პინგვინი იპოვეს

"ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე პინგვინი იპოვეს

კომპანია "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე თანამშრომლებმა პინგვინი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, პინგვინი "ლაგუნა ვერესთან" მდებარე ავტოგასამართ სადგურზე კომპანიის თანამშრომლებმა იპოვეს. მათივე ინფორმაციით, პინგვინი კომპანიამ ზოოპარკს გადასცა.

13 ივნისს მომხდარი წყალდიდობისა და თბილისის ზოოპარკის დატბორვის შედეგად დაკარგული ცხოველების ძიება გრძელდება. ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთრის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია