ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

ვაკისა და საბურთალოს რაიონებში რამდენიმე ადგილზე ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფალიაშვილის ქუჩაზე პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გადამოწმდა ყველა ტერიტორია, სადაც ვეფხვის დაფიქსირების შესახებ მოქალაქეებმა 112-ში დარეკეს.

"შემოწმებული იქნა ყველა ტერიტორია, რომელზეც ითქვა, რომ მტაცებლები შენიშნეს. არსად ეს ფაქტი არ დასტურდება. არის ცრუ ინფორმაცია," - განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა.

თბილისში, რამდენიმე ადგილას, კერძოდ, ვაკეში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე, საბურთალოს ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და საბურთალოს სასაფლაოზე ვეფხვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე:  ტრაგედია ლაგუნა ვერესთან

როგორია 27 წლის ექთნის მდგომარეობა - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი საუნივერსიტეტო კლინიკიდან

როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება პაციენტს, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი დაემართა - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმის დეტალური ინფორმაცია

"კაცი სახტად დარჩა... გაოცებულმა იკითხა, ქალაქგარეთ, ლანდშაფტურ ფერდებზე ამას რატომ უშვებს ქალაქიო?" - რას იხსენებს ცნობილი არქიტექტორი?