სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ღარიბაშვილი ხალხს ბოდიშს უხდის: რა შეცდომა დაუშვა პრემიერმა 2 დღის წინ
ღარიბაშვილი ხალხს ბოდიშს უხდის: რა შეცდომა დაუშვა პრემიერმა 2 დღის წინ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს მოხ­და სა­ში­ნე­ლი, სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტი. რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო თათ­ბირ­ზე გა­ნა­ცხა­და, ეს იყო ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა. ვე­ფხვმა, რო­მე­ლიც ზო­ო­პარ­კი­დან გა­იქ­ცა, ადა­მი­ა­ნი დაგ­ლი­ჯა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა.

"ეს არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი, სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტი. მე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ორი დღის წინ, დღის, ბო­ლოს, რო­დე­საც სა­გან­გე­ბო შტა­ბის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­გან­გე­ბო შტა­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ ან­გა­რიშ­ში მე ვთქვი და გა­ვი­მე­ო­რე ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლი იქნა სა­გან­გე­ბო შტა­ბის მიერ.

თა­ვის მხრივ, სა­გან­გე­ბო შტა­ბი და­ე­ფუძნა ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი აღარ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ქა­ლაქ­ში და რომ საფრ­თხეს არ წარ­მოდ­გე­ნენ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლად თავს, მე მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ამ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია ეყ­რდნო­ბო­და ზო­ო­პარ­კის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და წყა­რო იყო ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია, თვი­თონ დი­რექ­ტო­რი. მან არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­და სა­გან­გე­ბო შტაბს, ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, რომ ეს ცხო­ვე­ლე­ბი აღარ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გა­რეთ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მე მინ­და მოგ­მარ­თოთ შე­კი­თხვე­ბით, თა­ვად გა­ნუ­მარ­ტოთ მო­სახ­ლე­ო­ბას, თუ რა­ტომ მოხ­და ეს. მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ვის­მენ­დით ჩვენ ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რის­გან, მე მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ უნდა დავ­რწმუნ­დეთ თუ რამ­დე­ნი ცხო­ვე­ლი არის გარ­დაც­ვლი­ლი, ნა­პოვ­ნი და ა.შ.

თუ სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს, მე გა­ვა­ლებთ, რომ და­ეხ­მა­როთ და თქვენ თვი­თონ აღ­რი­ცხოთ, და­ად­გი­ნოთ, თუ რამ­დე­ნი მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი არის დარ­ჩე­ნი­ლი ზო­ო­პარკში, რამ­დე­ნი ით­ვლე­ბა და­კარ­გუ­ლად. სა­ნამ არ დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ესა თუ ის ცხო­ვე­ლი არის ან ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი, ან დამ­ხრჩვა­ლი, ან სხვა, არ გა­ავ­რცე­ლოთ ინ­ფორ­მა­ცია, მი­უ­ხე­და­ვად ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძეს გან­მარ­ტე­ბა სთხო­ვა, რო­გორ მოხ­ვდა ის ინ­ფორ­მა­ცია მის ხელ­ში, რო­მე­ლიც 2 დღის წინ გა­ავ­რცე­ლა.

ასე­ვე იხი­ლეთ: მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| "ვე­ძებთ ერთ დათვს, ერთ ვე­ფხვს და ზო­ლე­ბი­ან აფ­თარს" - რას აცხა­დებ­და ზო­ო­პარ­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ტრა­გე­დი­ამ­დე 1 დღით ადრე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ღარიბაშვილი ხალხს ბოდიშს უხდის: რა შეცდომა დაუშვა პრემიერმა 2 დღის წინ

ღარიბაშვილი ხალხს ბოდიშს უხდის: რა შეცდომა დაუშვა პრემიერმა 2 დღის წინ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მოხდა საშინელი, საზარელი ფაქტი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო თათბირზე განაცხადა, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. ვეფხვმა, რომელიც ზოოპარკიდან გაიქცა, ადამიანი დაგლიჯა, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

"ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. მე შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, დღის, ბოლოს, როდესაც საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობდა, საგანგებო შტაბის მიერ მომზადებულ ანგარიშში მე ვთქვი და გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იქნა საგანგებო შტაბის მიერ.

თავის მხრივ, საგანგებო შტაბი დაეფუძნა ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში და რომ საფრთხეს არ წარმოდგენენ მოსახლეობისთვის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ ძალიან შეწუხებულად თავს, მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია, თვითონ დირექტორი. მან არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ გარეთ. ამის მიუხედავად, მე მინდა მოგმართოთ შეკითხვებით, თავად განუმარტოთ მოსახლეობას, თუ რატომ მოხდა ეს. მიუხედავდ იმისა, თუ რა ინფორმაციას მოვისმენდით ჩვენ ზოოპარკის დირექტორისგან, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ თუ რამდენი ცხოველი არის გარდაცვლილი, ნაპოვნი და ა.შ.

თუ სჭირდება დახმარება ზოოპარკის დირექტორს, მე გავალებთ, რომ დაეხმაროთ და თქვენ თვითონ აღრიცხოთ, დაადგინოთ, თუ რამდენი მტაცებელი ცხოველი არის დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი ითვლება დაკარგულად. სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი არის ან ლიკვიდირებული, ან დამხრჩვალი, ან სხვა, არ გაავრცელოთ ინფორმაცია, მიუხედავად ზოოპარკის დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებებისა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მინდია ჯანელიძეს განმარტება სთხოვა, როგორ მოხვდა ის ინფორმაცია მის ხელში, რომელიც 2 დღის წინ გაავრცელა.

ასევე იხილეთ: მინდია ჯანელიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

მეტი ინფორმაციისთვის| "ვეძებთ ერთ დათვს, ერთ ვეფხვს და ზოლებიან აფთარს" - რას აცხადებდა ზოოპარკის ხელმძღვანელობა ტრაგედიამდე 1 დღით ადრე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."