"დაღუპულს ყელი აქვს გამოგლეჯილი" - თვითმხილველები თავდასხმის დეტალებს ყვებიან

"დაღუპულს ყელი აქვს გამოგლეჯილი" - თვითმხილველები თავდასხმის დეტალებს ყვებიან

საწყობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები ვეფხვის მიერ ადამიანზე თავდასხმის ფაქტს იხსენებენ. მათი ინფორმაციით, ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში მუშები საწყობის პირველ სართულს ალაგებდნენ მაშინ, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა.

"7 მუშა იყო შესული დასალაგებლად. იქ არის პატარ-პატარა ოთახები და ერთ-ერთი ოთახიდან გამოვარდა თეთრი ვეფხვი, რომელმაც ერთი ადამიანი დაგლიჯა. დაღუპულს ყელი აქვს გამოგლეჯილი", - აცხადებენ თვითმხილველები. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლამდე მამაკაცია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მტაცებელი ცხოველი ლიკვიდირებულია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია