"პალიტრა L" პროექტ Liberteens-ის ახალი წიგნის, "წყლის საიდუმლოს" აქციიდან შემოსულ მთლიან თანხას სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს

 "პალიტრა L" პროექტ Liberteens-ის ახალი წიგნის, "წყლის საიდუმლოს" აქციიდან შემოსულ მთლიან თანხას სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს

გამომცემლობა "პალიტრა L" პროექტ Liberteens-ის ახალი წიგნის აქციიდან შემოსულ მთლიან თანხას სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გადარიცხავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"-იდან აცნობეს, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ასევე გაიყიდება Liberteens-ის პროექტის სხვა წიგნებიც, ყოველი წიგნის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 3 ლარი ქველმოქმედებისთვის გადაირიცხება.

"ჩვენი გუნდის ბევრი ფიქრის შემდეგ, თუ როგორ დახმარებოდა გამომცემლობა "პალიტრა L" და მისი პროექტი Liberteens-ი სტიქიით დაზარებულ მოსახლეობას, გადავწყვიტეთ, 20 ივნისს ემი იტერანტას "წყლის საიდუმლოს" 3 ლარიან აქციაზე შემოსული მთლიანი თანხა გადავრიცხოთ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. აქციაზე ასევე გაიყიდება Liberteens-ის პროექტის სხვა წიგნებიც, ყოველი წიგნის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან კი ასევე 3 ლარი გადაირიცხება ქველმოქმედებისათვის. ეს არის დღესდღეობით ყველაზე მასშტაბური თინეიჯერული პროექტი, რომელიც წიგნის გამოსვლის დღეს მუდმივად აყენებს უზარმაზარ რიგს წიგნის მაღაზიებთან. ყველა აქციაზე ათასზე მეტი წიგნი იყიდება. ასე, რომ იმედი გვაქვს, საკმაოდ სოლიდურ თანხას გადავრიცხავთ სტიქიით დაზრალებულთა დასახმარებლად", - აცხადებენ გამომცემლობა "პალიტრა L"-ში.

მათივე ინფორმაციით, აქცია გაიმართება როგორც თბილისში, "ბიბლუსი გალერეაში", მისამართზე ჭავჭავაძის #7, ასევე ქალაქ გორის "ბიბლუსის" მაღაზიაში, მისამართზე სტალინის #9. აქცია თბილისში 19:00 საათზე, გორში კი 17:00 საათზე დაიწყება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია