სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მიმართავს, კონკრეტული ადამიანების გმირობის ისტორიებზე სიუჟეტები გააკეთონ
ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მიმართავს, კონკრეტული ადამიანების გმირობის ისტორიებზე სიუჟეტები გააკეთონ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მე­დი­ას მი­მარ­თავს, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გმი­რო­ბის ის­ტო­რი­ებ­ზე სი­უ­ჟე­ტე­ბი გა­ა­კე­თონ.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, სა­გან­გე­ბო შტა­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, გუ­შინ და დღეს მან უამ­რა­ვი ის­ტო­რია წა­ი­კი­თხა. "დღე­საც უამ­რა­ვი ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნეთ. მა­გა­ლი­თად, რო­გორ სთა­ვა­ზო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ ბი­ნებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს. ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე მათ ავე­ჯის უფა­სოდ დამ­ზა­დე­ბას სთა­ვა­ზობს. მე ვნა­ხე დღეს და ყვე­ლამ ნა­ხეთ ალ­ბათ ყა­ვარ­ჯნებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა რო­გორ მუ­შა­ობს. მე გუ­შინ მო­ვის­მი­ნე ერთი ის­ტო­რია, რომ ერთ-ერთი პი­ცე­რი­ის მე­პატ­რო­ნე ღა­მის სა­ა­თებ­ში 20 პი­ცით მი­ვი­და ად­გილ­ზე. ეს ის­ტო­რი­ე­ბი არის უპ­რე­ცე­დენ­ტო, უნი­კა­ლუ­რი და ამას სჭირ­დე­ბა სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნა", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჩვენ კი­დევ ერთხელ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ ერ­თმა­ნეთს, რომ ვართ მარ­თლაც ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში მდგო­მი და გა­უ­ტე­ხე­ლი ხალ­ხი.

"ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ გმი­რო­ბის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი. მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი გმი­რი მაშ­ვე­ლი, რო­მელ­მაც გა­და­არ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და სა­კუ­თა­რი თავი გა­წი­რა, რა თქმა უნდა ეს მაშ­ვე­ლი არის გმი­რი და მან გა­მო­ი­ჩი­ნა გმი­რო­ბის მა­გა­ლი­თი. რა თქმა უნდა სა­ხელ­მწი­ფოს­გან ის სა­ჭი­რო­ებს შე­სა­ბა­მის და­ფა­სე­ბას. იმე­დი მაქვს, ბა­ტო­ნო ვახო, თქვენ მი­ხე­დავთ ამ ადა­მი­ა­ნის ოჯახს", - მი­მარ­თა პრე­მი­ერ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რო­გორც არის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, და­ღუ­პუ­ლი მაშ­ვე­ლის ოჯახს 100 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხა გა­მო­ე­ყო­ფა და შემ­დეგ ყო­ველ­თვი­უ­რად დახ­მა­რე­ბა და­ე­ნიშ­ნე­ბა.

"ასე­თი იდეა გაჩ­ნდა და მე მინ­და მივ­მარ­თო მე­დი­ას, ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ ასეთ ის­ტო­რი­ებ­ზე გა­ვა­კე­თოთ სი­უ­ჟე­ტე­ბი, რათა მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ ვუ­თხრათ თუ რო­გო­რი გმი­რე­ბი გვყავს ჩვენს შო­რის. ან თუნ­დაც და­ი­ბეჭ­დოს, გა­მო­ი­ცეს მათი ის­ტო­რი­ე­ბი, მათი გმი­რო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, რომ ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს შე­მო­ვუ­ნა­ხით. ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჩვენ მარ­თლა გმი­რუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნეთ, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის, ახალ­გაზ­რდე­ბის, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით და ამას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი და­ფა­სე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მიმართავს, კონკრეტული ადამიანების გმირობის ისტორიებზე სიუჟეტები გააკეთონ

ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მიმართავს, კონკრეტული ადამიანების გმირობის ისტორიებზე სიუჟეტები გააკეთონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მიმართავს, კონკრეტული ადამიანების გმირობის ისტორიებზე სიუჟეტები გააკეთონ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, გუშინ და დღეს მან უამრავი ისტორია წაიკითხა. "დღესაც უამრავი ისტორია მოვისმინეთ. მაგალითად, როგორ სთავაზობენ ადამიანები საკუთარ ბინებს დაზარალებულებს. ერთ-ერთი მოქალაქე მათ ავეჯის უფასოდ დამზადებას სთავაზობს. მე ვნახე დღეს და ყველამ ნახეთ ალბათ ყავარჯნებზე დაყრდნობილი ახალგაზრდა როგორ მუშაობს. მე გუშინ მოვისმინე ერთი ისტორია, რომ ერთ-ერთი პიცერიის მეპატრონე ღამის საათებში 20 პიცით მივიდა ადგილზე. ეს ისტორიები არის უპრეცედენტო, უნიკალური და ამას სჭირდება სააშკარაოზე გამოტანა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ვართ მართლაც ერთმანეთის გვერდში მდგომი და გაუტეხელი ხალხი.

"ჩვენ მოვისმინეთ გმირობის არაერთი მაგალითი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გმირი მაშველი, რომელმაც გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე და საკუთარი თავი გაწირა, რა თქმა უნდა ეს მაშველი არის გმირი და მან გამოიჩინა გმირობის მაგალითი. რა თქმა უნდა სახელმწიფოსგან ის საჭიროებს შესაბამის დაფასებას. იმედი მაქვს, ბატონო ვახო, თქვენ მიხედავთ ამ ადამიანის ოჯახს", - მიმართა პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, როგორც არის კანონის შესაბამისად, დაღუპული მაშველის ოჯახს 100 ათასი ლარის ოდენობის თანხა გამოეყოფა და შემდეგ ყოველთვიურად დახმარება დაენიშნება.

"ასეთი იდეა გაჩნდა და მე მინდა მივმართო მედიას, ტელევიზიებს, რომ ასეთ ისტორიებზე გავაკეთოთ სიუჟეტები, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრათ თუ როგორი გმირები გვყავს ჩვენს შორის. ან თუნდაც დაიბეჭდოს, გამოიცეს მათი ისტორიები, მათი გმირობის მაგალითები, რომ ჩვენს მომავალ თაობებს შემოვუნახით. ეს რთული პერიოდი ჩვენ მართლა გმირულად გადავიტანეთ, ჩვენი მოსახლეობის, ახალგაზრდების, მოხალისეების მხარდაჭერით და ამას სჭირდება შესაბამისი დაფასება", - განაცხადა პრემიერმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია