რამ გამოიწვია თბილისის ქუჩებში ასფალტის ჩავარდნა: "შესაძლებელია, გზის მონაკვეთი მოულოდნელად გამოირეცხოს და ჩავარდეს"

რამ გამოიწვია თბილისის ქუჩებში ასფალტის ჩავარდნა: "შესაძლებელია, გზის მონაკვეთი მოულოდნელად გამოირეცხოს და ჩავარდეს"

გუშინ თბილისის სამ ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. ასფალტის ჩავარდნის მიზეზი გამდინარე წყალი გახდა, რომელმაც ასფალტის ქვეშ მიწა გამორეცხა. გუშინდელი შემთხვევის შედეგად, დაზიანდა ჭავჭავაძის, ხოშტარიასა და მელიქიშვილის ქუჩები.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა გახდა ასფალტის ჩავარდნის მაპროვოცირებელი ფაქტორები. ამ თემაზე რედაქციას გეომორფოლოგი მერაბ გონგაძე ესაუბრა.

"თბილისში ძალიან აგრესიული გრუნტის წყლებია და ეს ახდენს გამორეცხვებს, ამას დაუმატეთ კანალიზაციის წყლებიც და ეს ყველაფერი ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. ძველ უბნებში მიწისქვეშა კომუნიკაციები არის სრულად გამოსაცვლელი, რადგან აქედან ხდება გაჟონვა და შემდეგ ამ გაჟონილ წყალს ემატება ნიაღვრები და ახდენს გამორეცხვას.

აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ გზის გარკვეული მონაკვეთი მოულოდნელად გამოირეცხოს და ჩავარდეს. წარმოიდგინეთ, ჩუღურეთი გერმანელებმა ააშენეს მე-19 საუკუნის ბოლოს და რამდენადაც ვიცი, მას შემდეგ ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა იქ არ გამოცვლილა", - ამბობს მერაბ გონგაძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, ქუჩებზე, სადაც ასფალტი ჩავარდა, გზის სავალი ნაწილი ამ დრომდე შემოსაზღვრულია. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში ამ დროისთვის ავტოტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. სტიქიის შედეგად დაზიანებული და გადაკეტილი გზების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია და თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით საცობებია.

მეტი ინფორმაციისთვის| რა მდგომარეობაა თბილისის გზებზე სტიქიის შემდეგ: გადატვირთული მოძრაობა და ახალი საგზაო-სატრანსპორტო რეჟიმი

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია