ძალიან რთული ვითარება იყო, გზაზე მყოფი მანქანებით სავსეა ზოოპარკი - ზოოპარკის დირექტორი წუხანდელი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს

ძალიან რთული ვითარება იყო, გზაზე მყოფი მანქანებით სავსეა ზოოპარკი - ზოოპარკის დირექტორი წუხანდელი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, მათ დახმარება სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა შესთავაზეს. როგორც ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შესთავაზეს დახმარება პრაღის ზოოპარკმა, რომელიც გამოუშვებს ჯგუფს დასახმარებლად, ასევე დახმარება შესთავაზეს ერევნის ზოოპარკის წარმომადგენლებმა და სხვა ქვეყნებმა. რაც შეეხება ზოოპარკში არსებულ ვითარებას, გურიელიძე ამბობს, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოველები დაიღუპნენ.

"საბედნიეროდ, ნაწილის გადარჩენა მოვახერხეთ. ასევე დაღუპულია 3 თანამშრომელი, ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ვეძებთ ცხოველებს. არ ვიცით ზუსტი რაოდენობა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში არიან სადღაც გასულები, ამიტომაც ვეძებთ. რასაც იპოვნიან, აქ მოიყვანენ, თუმცა ჯერჯერობით ქალაქში ცხოველები არ უპოვიათ. აქ ვიპოვეთ ადგილზე ერთი გარეული ღორი იყო გასული და დავიჭირეთ და დავაბრუნეთ. ასევე ბეჰემოტი, რომელიც გმირთა მოედანზე იყო, მოვიყვანეთ", - განაცხადა გურიელიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ლომებისა და ვეფხვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ასევე, ვერ მოხერხდა მაიმუნების გადარჩენა. ისინი ყველანი დაიხოცნენ, რადგან მათ გამოსვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და დაიხრჩვნენ.

როგორც გურიელიძემ აღნიშნა, ზოოპარკში თანამშრომლები ყოველთვის მორიგეობენ და წუხელ ისიც ზოოპარკში იყო. "მოვხვდით პირდაპირ წყალდიდობაში. შეუძლებელი იყო რამის გაკეთება. ერთადერთი, ძლივს მოვახერხეთ საკუთარი თავის გადარჩენა. მიზეზს ვერ გეტყვით, რამდენადაც ვიცი, მეწყერი ჩამოწვა სადღაც, მდინარე ჩაიკეტა და შემდეგ მდინარემ გაარღვია კალაპოტი. ძალიან რთული ვითარება იყო, გზაზე მყოფი მანქანებით სავსეა ზოოპარკი. ზოგი მანქანა შენობების სახურავებზეა. გალიები დაიტბორა. რაც დაინგრა გალიები, იქიდან ცხოველები გამოვიდნენ და სამწუხაროდ, ეს ნაწილისთვის ძალიან ცუდად დამთავრდა", - განაცხადა გურიელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია