გიფიქრიათ კი იმაზე, როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის საოცნებო და იდეალური საქორწინო ცერემონიალი? ცნობილმა გამოცემამ harpersbazaar.com საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მკითხველებს ზუსტად ამ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, თუ ჯერაც არ დაგიგეგმავთ საკუთარი ქორწილი - მოგვყევით, ჩვენ გირჩევთ რა, როგორ, სად და რატომ.
ვერძისთვის ქორწილის დღე ერთ-ერთი სტრესული, დინამიკური და დაძაბული დღეა. ღმერთმა ნუ ქნას, თვალში უშნოდ გაეჩხიროს ვინმე საქორწინო აურზაურით სრულიად მოცულს. მისთვის საკუთარი ქორწილის ორგანიზება, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ამიტომ ვერძი შეეცდება, ყველაფერი იდეალური იყოს ცერემონიალზე. დიდი ალბათობით, სპეციალურად ცერემონიალისთვის მოიფიქრებს რაიმე, გრანდიოზულ და ექსტრემალური ელემენტებით გაჯერებულ შოუს, რომელზეც დამსწრე საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე ილაპარაკებს.
კურო - ვენერით მართული, საოცრად რომანტიკული და ამავდროულად უზომოდ პრაქტიკული ნიშანია. ის არ ეცდება გარშემო მყოფები გააკვირვოს გრანდიოზული შოუს დადგმით ან ფეიერვერკებით, სამაგიეროდ, მის ქორწილში იქნება უგემრიელესი კერძები, ულამაზესი ლანდშაფტური დიზაინით გაფორმებული საკურთხეველი და მსუბუქი მუსიკა ყველას კმაყოფილს დატოვებს.
ტყუპი - ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის საკუთარი ქორწილი ტყუპისთვის უსაზღვროდ სახალისო თემა იქნება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები გასაოცარი სიმსუბუქით ეკიდებიან ყოველგვარი ტიპის ვალდებულებებს, ამიტომ საქორწინო ცერემონიალზე არ გაგიკვირდეთ, რომ ნეფე ან პატარძალი ტყუპი დააგვიანებს, შესაძლოა, ნიშნობის ბეჭედი დარჩეს სახლში, ან სულაც დაავიწყდეს, რომ იმ დღეს მისი ქორწილია.
კირჩხიბი - ქორწილის თემა, მისთვის საშვილიშვილო და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის რამაა. ის დიდი ხნით ადრე ჩამოწერს ნათესავ-ახლობლების დიდ სიას, ვინც ცერემონიალზე აუცილებლად უნდა დაპატიჟოს და ეცდება ქორწილი მაქსიმალურად ტრადიციულ სტილში, ყველა დეტალის გათვალისწინებით გადაიხადოს. აუცილებლად დაეკითხება რჩევას დედას, მამას, სიდედრ-სიმამრსა და დედამთილ-მამამთილს საიმისოდ, რომ მისი ქორწილის დღეს ყველა კმაყოფილი იყოს დღესასწაულით.
ლომი - მისი ქორწილი მასშტაბური და გრანდიოზული დღესასწაულია, არამხოლოდ ნაცნობ-მეგობრების არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით. ამიტომ ლომი კოლოსალურ თანხებს და რესურსს ხარჯავს ცერემონიალის მოსაწრყობად. იგი ყველაფერ საუკეთესოს შეუკვეთავს დაწყებული სამოსით, დამთავრებული სასმელითა და მუსიკით და ძალიან ბედნიერი იქნება, თუკი მისი ქორწილის შესახებ თაობებსაც ემახსოვრებათ.