წყურვილით, სიცხითა და სქროლვით გათანგულო ინტერნეტ-მგზავრო, გვეწვიე ვირტუალურ ბარში sheav.se-ზე და ჩამოისხი ცივი ლუდი! თუმცა, გახსოვდეს, აქ თვითმომსახურებაა და ქათქათა ქაფით კათხის შევსება საკუთარი ხელით, უფრო სწორედ კი სმარტფონით მოგიწევს.
საიტზე დაგხვდება ლინკი. მოიმარჯვე სმარტფონი და გადადი მოცემულ მისამართზე (ყურადღებით, ამჯერად shemav.se - წერია). ახლა კი, შეხედე ეკრანს და წარმოიდგინე, რომ შენი მობილური კათხაა .ლუდის ჩამოსასხმელად დააჭირე ღილაკს სმარტფონის ეკრანზე და ამოძრავე ტელეფონი, რათა კათხას ადგილმდებარეობა შეუცვალო. კარგად დახარე, ოჰ, ოჰ, ოჰ, ეგრე, ეგრე, სული შეუბერე ქაფს და რაც შეიძლება მეტი ლუდი ჩამოისხი!
გაავსე კათხა? ახლა დახედე მობილურის ეკრანს. ორი გზა გაქვს : პირველი გასაგები და მარტივია. გაუზიარე რომელიმე მეგობარს Facebook-ზე და გააგებინე, რომ ლუდის დალევის დრო მოვიდა.
არის მეორე გზაც, არ არის აუცილებელი იჩქარო. შენ დინჯი, გაწონასწორებული ადამიანი ხარ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს არ იღებ, ჯერ დაფიქრება გჭირდება... ჰოდა, დააჭირე ღილაკს "დაფიქრდი". რა გიშლის ხელს, რომ ახლავე დაურეკო მეგობარს და ვირტუალური ბარიდან ნამდვილ ბარში გადაინაცვლო? არც არაფერი.
"ნაბიჯით წინ!", ყველაფერი უკვე მზადაა,უბრალოდ აირჩიე მეგობარი და გაუგზავნე გამზადებული ტექსტი.
ისე, მართლა, ამ გახსენებაზე, ლუდი ხომ არ დაგველია?
R