სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ცინდელიანის გაუჩინარების საქმეშიც კუდ-ის თანამშრომლები ფიგურირებენ - წყალქვეშა სასაფლაოს კიდევ ერთი საიდუმლო გამჟღავნდება?!
ცინდელიანის გაუჩინარების საქმეშიც კუდ-ის თანამშრომლები ფიგურირებენ - წყალქვეშა სასაფლაოს კიდევ ერთი საიდუმლო გამჟღავნდება?!

იყო დრო, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის "ტე­რაქ­ტე­ბის მო­წყო­ბა" - გა­ტა­ცე­ბა-წა­მე­ბა-ლიკ­ვი­და­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი და ძლი­ერ­თა ამა ქვეყ­ნი­სა მიზ­ნის მიღ­წე­ვის ერ­თგვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­ლდათ. გა­სულ წელს შს მი­ნის­ტრმა მო­სახ­ლე­ო­ბას ამ­ცნო, რომ უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა საქ­მე­ე­ბის ძი­ე­ბა და­ი­წყო და მათ­ში ყო­ფი­ლი რე­ჟი­მის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლი იკ­ვე­თე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფიც­რის, პა­ა­ტა ქარ­და­ვას საქ­მე გახ­სნეს, რო­მელ­შიც იკ­ვე­თე­ბა შემ­ზა­რა­ვი სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ა­ტა ქარ­და­ვა კუდ-ის აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა და ხურ­ჩის ტე­რაქ­ტში ბრალ­დე­ბულ­მა რო­მან შა­მა­თა­ვამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ერთი გას­რო­ლით მოკ­ლა და ცხე­და­რი ზღვა­ში გა­და­აგ­დო. რო­მან შა­მა­თა­ვა პა­ა­ტა ქარ­და­ვას აფხაზ სე­პა­რა­ტის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ საქ­მე­ში სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კვალ­საც და­ად­გნენ.

ოჯა­ხი დღემ­დე იმედს არ კარ­გავ­და, რომ პა­ა­ტა ქარ­და­ვა შე­საძ­ლოა ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ამი­ტომ შსს-ს ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის თავ­ზარ­დამ­ცე­მი გა­მოდ­გა. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ოფიც­რის ქა­ლიშ­ვი­ლი ქრის­ტი­ნე ქარ­და­ვა ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და:

"2008 წლის 27 აგ­ვის­ტოს მე და მამა ერ­თად გა­ვე­დით ში­ნი­დან. და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე მა­მამ ზუგ­დი­დის ბაზ­რის კარ­თან დამ­ტო­ვა, თვი­თონ სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და და მი­თხრა, საქ­მეს რომ მო­ი­თა­ვებ, და­მი­რე­კე და გა­მო­ვა­ლო. რო­დე­საც და­ვუ­რე­კე, მი­თხრა, რა­ღაც საქ­მე გა­მო­მიჩ­ნდა, შენ ტაქ­სით წადი და მალე მო­ვა­ლო. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გან­გა­ში ავ­ტე­ხეთ, ვი­ნა­ი­დან მა­მას სა­მი­ვე ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და. და­ვი­წყეთ ძებ­ნა, ავაწ­რი­ა­ლეთ სა­მე­გობ­რო წრე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გვი­თხრეს, პა­ა­ტას მან­ქა­ნა კოკი-ხურ­ჩის სა­ზღვარ­ზე იყო, წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და ახლა დარ­ჩე­ლის პო­ლი­ცი­ა­ში­აო.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მა­მას მან­ქა­ნა 27 აგ­ვის­ტოს ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პირ­ველ მა­ის­თან უნა­ხავთ. პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლია და ჩვე­ნე­ბა­შიც თქვა, რომ მან­ქა­ნა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი იდგა სო­ფელ­ში, დან­გრე­ულ შე­ნო­ბას­თან. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ სა­ღა­მოს­ვე წა­ვიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად. თვითმხილ­ველ­თა შო­რის იყო არას­რულ­წლო­ვა­ნი, რომ­ლის აღ­წე­რი­ლო­ბაც მა­მას ჩაც­მუ­ლო­ბა-გა­რეგ­ნო­ბას ემ­თხვე­ო­და. მისი მო­ნა­ყო­ლით, მამა გად­მო­უყ­ვა­ნი­ათ მან­ქა­ნი­დან - აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით არ მოქ­მე­დებ­და, არ ვიცი, ან ნას­ვა­მი იყო, ან გა­თი­შუ­ლი. თა­ვი­სი "მერ­სე­დე­სი­დან" გა­და­უს­ვამთ ჯიპ­ში და თბი­ლი­სის­კენ წა­უყ­ვა­ნი­ათ. რო­გორც ჩანს, შემ­დეგ მა­მას "მერ­სე­დე­სი" კოკი-ხურ­ჩის სა­ზღვრის­კენ წა­მო­იყ­ვა­ნეს, რათა ორი­ენ­ტა­ცია აფხა­ზე­თის­კენ გვქო­ნო­და. მე­სა­მე დღეს საქ­მე გა­ტა­ცე­ბის მუხ­ლით აღიძ­რა.

იყო ვერ­სია, თით­ქოს მამა ჯა­შუ­ში იყო, სამ­შობ­ლოს უღა­ლა­ტა და აფხა­ზეთ­ში გა­იქ­ცა, თუმ­ცა, ეს ვერ და­ა­დას­ტუ­რეს. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ აფხა­ზებს ჰყავ­დათ და ტყვე­ზე უნ­დო­დათ მისი გაც­ვლა. არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ მა­მას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა მის სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მან ისე­თი რამ იცო­და, რაც არ უნდა სცოდ­ნო­და და ამი­ტომ გა­აქ­რეს".

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი და თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი პა­ა­ტა ქარ­და­ვა კუდ-ის მო­ტო­რი­ან ნავ­ში ჩას­ვეს, გა­ვიდ­ნენ ზღვის სიღ­რმე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 10 კი­ლო­მეტრზე. შა­მა­თა­ვამ თა­ვის არე­ში ერთი გას­რო­ლით მოკ­ლა ქარ­და­ვა, ბე­ტო­ნის ნა­ტე­ხი გა­მო­ა­ბა და ცხე­და­რი ზღვა­ში გა­და­აგ­დო. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის შა­მა­თა­ვას თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თი­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის

მუხ­ლე­ბი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

ქარ­და­ვას საქ­მის ანა­ლო­გია ჭუ­ბე­რე­ლი რე­ინ­ჯე­რის, და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბაც. ამ ორ და­ნა­შა­ულს ერ­თნა­ი­რი ხელ­წე­რა აქვს და რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ცინ­დე­ლი­ა­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­შიც კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ. და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ტყეო სამ­მარ­თვე­ლოს რე­ინ­ჯე­რი იყო. 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს ის ქუ­თა­ის­ში მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­ი­ძა­ხეს, ვი­თომ­და თათ­ბირ­ზე, რის შემ­დე­გაც სპეც­რაზ­მე­ლებ­მა მა­მი­სა და მე­გობ­რე­ბის თვალ­წინ გა­ი­ტა­ცეს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ცინდელიანის გაუჩინარების საქმეშიც კუდ-ის თანამშრომლები ფიგურირებენ - წყალქვეშა სასაფლაოს კიდევ ერთი საიდუმლო გამჟღავნდება?!

ცინდელიანის გაუჩინარების საქმეშიც კუდ-ის თანამშრომლები ფიგურირებენ - წყალქვეშა სასაფლაოს კიდევ ერთი საიდუმლო გამჟღავნდება?!

იყო დრო, როდესაც საკუთარი მოქალაქეებისთვის "ტერაქტების მოწყობა" - გატაცება-წამება-ლიკვიდაცია ჩვეულებრივი ამბავი და ძლიერთა ამა ქვეყნისა მიზნის მიღწევის ერთგვარი საშუალება გახლდათ. გასულ წელს შს მინისტრმა მოსახლეობას ამცნო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეების ძიება დაიწყო და მათში ყოფილი რეჟიმის მაღალჩინოსნების დანაშაული იკვეთებოდა. რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა 2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას საქმე გახსნეს, რომელშიც იკვეთება შემზარავი სისტემური დანაშაულებრივი სქემა.

შსს-ს ინფორმაციით, პაატა ქარდავა კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა და ხურჩის ტერაქტში ბრალდებულმა რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღის ერთი გასროლით მოკლა და ცხედარი ზღვაში გადააგდო. რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რომელიც, თავის მხრივ, ამას კატეგორიულად უარყოფდა. არ გამორიცხავენ, რომ სამართალდამცველები ამ საქმეში სხვა მაღალჩინოსნების კვალსაც დაადგნენ.

ოჯახი დღემდე იმედს არ კარგავდა, რომ პაატა ქარდავა შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო, ამიტომ შსს-ს ინფორმაცია მათთვის თავზარდამცემი გამოდგა. გაუჩინარებული ოფიცრის ქალიშვილი ქრისტინე ქარდავა ჩვენთან ინტერვიუში იხსენებდა:

"2008 წლის 27 აგვისტოს მე და მამა ერთად გავედით შინიდან. დაახლოებით 11 საათზე მამამ ზუგდიდის ბაზრის კართან დამტოვა, თვითონ სამსახურში წავიდა და მითხრა, საქმეს რომ მოითავებ, დამირეკე და გამოვალო. როდესაც დავურეკე, მითხრა, რაღაც საქმე გამომიჩნდა, შენ ტაქსით წადი და მალე მოვალო. დღის მეორე ნახევარში განგაში ავტეხეთ, ვინაიდან მამას სამივე ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დავიწყეთ ძებნა, ავაწრიალეთ სამეგობრო წრე, თანამშრომლები. პოლიციელებმა გვითხრეს, პაატას მანქანა კოკი-ხურჩის საზღვარზე იყო, წამოვიყვანეთ და ახლა დარჩელის პოლიციაშიაო.

როგორც შევიტყვეთ, მამას მანქანა 27 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისთან უნახავთ. პატრულის თანამშრომელი ჩვენი მეზობელია და ჩვენებაშიც თქვა, რომ მანქანა ნახევარი საათი იდგა სოფელში, დანგრეულ შენობასთან. ჩემი ოჯახის წევრები იმ საღამოსვე წავიდნენ ინფორმაციის გადასამოწმებლად. თვითმხილველთა შორის იყო არასრულწლოვანი, რომლის აღწერილობაც მამას ჩაცმულობა-გარეგნობას ემთხვეოდა. მისი მონაყოლით, მამა გადმოუყვანიათ მანქანიდან - აშკარად ეტყობოდა, საკუთარი სურვილით არ მოქმედებდა, არ ვიცი, ან ნასვამი იყო, ან გათიშული. თავისი "მერსედესიდან" გადაუსვამთ ჯიპში და თბილისისკენ წაუყვანიათ. როგორც ჩანს, შემდეგ მამას "მერსედესი" კოკი-ხურჩის საზღვრისკენ წამოიყვანეს, რათა ორიენტაცია აფხაზეთისკენ გვქონოდა. მესამე დღეს საქმე გატაცების მუხლით აღიძრა.

იყო ვერსია, თითქოს მამა ჯაშუში იყო, სამშობლოს უღალატა და აფხაზეთში გაიქცა, თუმცა, ეს ვერ დაადასტურეს. გვეუბნებოდნენ, რომ აფხაზებს ჰყავდათ და ტყვეზე უნდოდათ მისი გაცვლა. არ გამოვრიცხავთ, რომ მამას გაუჩინარება მის სადაზვერვო საქმიანობას უკავშირდება, მან ისეთი რამ იცოდა, რაც არ უნდა სცოდნოდა და ამიტომ გააქრეს".

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა კუდ-ის მოტორიან ნავში ჩასვეს, გავიდნენ ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრზე. შამათავამ თავის არეში ერთი გასროლით მოკლა ქარდავა, ბეტონის ნატეხი გამოაბა და ცხედარი ზღვაში გადააგდო. ჩადენილი დანაშაულისათვის შამათავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის

მუხლები აქვს წაყენებული.

ქარდავას საქმის ანალოგია ჭუბერელი რეინჯერის, დავით ცინდელიანის გაუჩინარებაც. ამ ორ დანაშაულს ერთნაირი ხელწერა აქვს და როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ცინდელიანის გაუჩინარების საქმეშიც კუდ-ის თანამშრომლები ფიგურირებენ. დავით ცინდელიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერი იყო. 2008 წლის 16 აგვისტოს ის ქუთაისში მოტყუებით გამოიძახეს, ვითომდა თათბირზე, რის შემდეგაც სპეცრაზმელებმა მამისა და მეგობრების თვალწინ გაიტაცეს.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ