გია ვოლსკის პოსტი "მთის მინისტრის" შესახებ

გია ვოლსკის პოსტი "მთის მინისტრის" შესახებ

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, "პოზიცია სახელმწიფო მინისტრი მთიანი რეგიონის განვითარების საკითხებში" სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან შეიქმნება. ამის შესახებ ვოლსკი Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს.

"პოზიცია "სახელმწიფო მინისტრი მთიანი რეგიონის განვითარების საკითხებში" და არა "მთის მინისტრი", სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან მეტწილად ადმინისტრაციულ სფეროში არსებული რესურსების ხარჯზე შეიქმნება და კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფოს ძალისხმევას მთიანი რეგიონის დემოგრაფიული გადარჩენის, ეკონომიკური, ინფრასტრუქრურული განვითარების საკითხებს. ამ მიმართებით სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს. მთიანი, საზღვრისპირა რეგიონების განვითარებას, იქ მოსახლეობის შენარჩუნებას საგანგებო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ-სტრატეგიული თვალსაზრისითაც", - აცხადებს ვოლსკი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს