”ბეჭდების მბრძანებლის” ლეგენდარული მსახიობი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

”ბეჭდების მბრძანებლის” ლეგენდარული მსახიობი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი კრისტოფერ ლი. მას უკვე დიდი ხანი აწუხებდა გულთან დაკავშირებული პრობლემები.

კრისტოფერ ლის საკმაოდ ნაყოფიერი კარიერა ჰქონდა კინემატოგრაფში. მის ფილმოგრაფიაში 281 კინოსურათია. ლეგენდარულმა მსახიობმა ითამაშა როლები ისეთ საკულტო ფილმებში, როგორიცაა ”ბეჭდების მბრძანებელი”, ”ვარსკვლავური ომები”, ”დრაკულა” და ”ჯეიმს ბონდი”. კინოს გარდა, მსახიობი მოღვაწეობდა თეატრში, ახმოვანებდა ვიდეო-თამაშებს და დაკავებული იყო მუსიკალური კარიერით. კრისტოფერ ლის გამოშვებული აქვს რამდენიმე ათეული მუსიკალური ალბომი მძიმე მეტალის ჟანრში. ქართველი მაყურებელი კი მას, ალბათ, ყველაზე მეტად თეთრი ჯადოქრის, სარუმანის როლით იცნობს, ფენტეზი ტრილოგიაში - ”ბეჭდების მბრძანებელი”.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება