”ჯუნა შემთხვევით არ გარდაცვლილა” - რა კრიმინალურ კვალს ხედავენ ექსტრასენსის სიკვდილში

”ჯუნა შემთხვევით არ გარდაცვლილა” - რა კრიმინალურ კვალს ხედავენ ექსტრასენსის სიკვდილში

რუსეთის დამსახურებული არტისტი სტანისლავ სადალსკი ექსტრასენს ჯუნა დავითაშვილის უეცარ გარდაცვალებაში კრიმინალურ კვალს ხედავს. მსახიობის აზრით, ჯუნა შეიძლება ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილიყო.

”ჯუნა ამბობდა, რომ ვიღაც ხალხი მისი ქონების მოპოვებას ცდილობდა. ის მუდამ საუბრობდა, რომ ყველას მისი სახლის წართმევა სურდა. მას ბევრი ბრილიანტის სამკაული ჰქონდა, ასირიის დედოფლის ნამდვილი ოქროს გვირგვინი, რომელიც სამ კილოს იწონიდა. საინტერესოა, რა დაემართება მის ქონებას, მას არავისთვის არ დაუტოვებია მემკვიდრეობა. ღვიძლმა ძმამ ჯერ კიდევ ათი წლის წინ გაქურდა”, - ყვება მსახიობი სტანისლავ სადალსკი.

"ჯუნა ბევრ ცნობილ და გავლენიან ადამიანს იცნობდა, მის წრეში მოხვედრას ბევრი ცდილობდა, ის ფანტასტიური პიროვნება იყო, სამაგალითოდ კურნავდა ხალხს", - დასძინა სადალსკიმ. სადალსკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საზოგადოებას თავის ბლოგის მეშვეობით შეატყობინა ევგენია დავითაშვილის, ხალხისთვის კი ცნობილი ექსტრასენსის და მკურნალის, ჯუნას გარდაცვალების შესახებ.

ის ფაქტი, რომ ჯუნამ დიდი ქონება დატოვა, რომელზეც ნადირობა დაიწყება, დაადასტურა ჟურნალისტმა ვიტალი ბროდზკიმაც, რომელიც ბოლო წლებში ჯუნას დამხმარე იყო. ჯუნას ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია შვილის გადაცვალებამ. ამის შემდეგ ის თითქმის არ გადიოდა სახლიდან. ჯუნა დავითაშვილს 12 ივნისს ვაგანკოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მომზადებულია www.topnews.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია