მიხეილ სააკაშვილი - მე არ ვარ იმპორტირებული პროდუქტი

მიხეილ სააკაშვილი - მე არ ვარ იმპორტირებული პროდუქტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პოლიტიკაში კარიერის გაკეთებას არ აპირებს. "უნიანის" ცნობით, ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე პოლიტიკური ამბიციები არ გამაჩნია. არ ვაპირებ ქალაქის მერობას ან უკრაინის პოლიტიკაში სხვაგვარად შესვლას. რატომ დავთანმხდი რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას? პირველ რიგში, მე არ ვარ იმპორტირებული პროდუქტი. ვინაიდან მე ჩემი ცხოვრების რვა წელიწადი უკრაინაში გავატარე" - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, 16 წლის ასაკიდან უკრაინაში ცხოვრობდა, მსახურობდა სასაზღვრო ჯარში, საუბრობს უკრაინულ ენაზე და მისი მეგობრების უმრავლესობა უკრაინელია.

"მე ასევე ვიყავი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი. მე შემომთავაზეს ვიცე პრემიერობაც, რაც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა" - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში რეგიონში ჩატარდება აუდიტორული შემოწმებები ყველა დონეზე, ვინაიდან საჭიროა იმის გაგება, "თუ სად მიდის ხალხის ფული". "ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ მოიპარა", - აღნიშნა ოდესის გუბერნატორმა. მისივე თქმით, ოდესა გახდება უკრაინის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი რეგიონი. მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 30 მაისს დანიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა