გარდაცვალების შემდეგ, ჯუნა დავითაშვილის ქონებაზე ნადირობა დაიწყება

გარდაცვალების შემდეგ, ჯუნა დავითაშვილის ქონებაზე ნადირობა დაიწყება

მოსკოვში ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, მას ვაგანკოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცხოვრების ბოლო პერიოდში ჯუნას გვერდით იყო ჟურნალისტი ვიტალი ბროდსკი, რომელმაც ჟურნალ "მოსკოვსკი კომსომოლეცს" ჯუნასთან დაკავშირებით ინტერვიუ მიცა.

- რამდენი ხანი მუშაობდით ჯუნას დამხმარედ?

- წელიწადზე მეტი. რთული ხასიათი ჰქონდა და კომპანიონის შერჩევა უჭირდა. ჩემთან კი უადვილდებოდა, მგონი გარდაცვლილ შვილს ვაგონებდი. ბევრი მსახური გაექცა, ძირითადად მისი ხასიათის გამო, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც 90-იანი წლებიდან მოყოლებული მის გვერდით რჩებოდნენ.

- ვინ უწევდა ყველაზე ხშირად კომპანიონობას?

- სულ თან ახლდნენ ფსევდოყაზახები. როგორც მივხვდი, მისი ძველი ნაცნობები იყვნენ. აღარაფერს ვამბობ პაციენტებზე. ძალიან უყვარდა სტუმრები, უყვარდა ღამით ქეიფების გამართვა. ამისთვის სპეციალური ოთახიც ჰქონდა დიდი მაგიდით.

- ძირითადად, სად იშლებოდა ხოლმე სუფრა?

- ქართულ რესტორნებში. ყველა სვამდა-ჭამდა, ერთმანეთს ესაუბრებოდა. თავად ჯუნა ორ ჭიქაზე მეტს არასოდეს სვამდა. ძირითადად, კონიაკს ეტანებოდა.

- რა უყვარდა ყველაზე მეტად?

- თავისი ძაღლი. როდესაც მოუკვდა, ზუსტად ისეთივე ძაღლი მოუყვანეს. იგივე ჯიშის და შეფერილობის. ძირითადად, მატერიალური არაფერი არ იზიდავდა.

- პაციენტებს სახლში იღებდა?

- დიახ, სახლის პირველ სართულზე. საღამოს შვიდი საათიდან იღებდა პაციენტებს. ამ დროისთვის სადარბაზოში ყოველთვის რიგები იდგა.

- რა აღიზიანებდა ყველაზე მეტად?

- ბევრი რამე. იმდენი, რომ ვერც ჩამოთვლი. ერთი გამოსავალი იყო, თავი ღირსეულად უნდა დაგეჭირა. ბევრი ამბობდა, რომ ის რეალურად არ კურნავდა ხალხს, თუმცა მე თავად მინახავს განკურნების არაერთი შემთხვევა. ჩემი ნაცნობი დიაბეტისგან განკურნა. აუტისტი ბიჭუნა, რომელიც საერთოდ ვერ საუბრობდა, ნახევარი წლის შემდეგ ალაპარაკდა.

- როგორ ფიქრობთ, მის მემკვიდრეობაზე ბრძოლა დაიწყება?

- აბა რა! სასახლე არბატზე ისეთი ქონებაა, ვინ იტყვის უარს?! (ოთხსართულიანი სასახლე თავის დროზე ჯუნას ბრეჟნევმა აჩუქა). ცხოვრებაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მისი მოკვლა სცადეს და ახლა წარმომიდგენია, რა მოხდება. თან სახლში ძალიან მდიდრული ნივთებია. მარტო ნახატებია ისეთი, რომ გიგანტურ თანხებზეა საუბარი.

მომზადებულია mk.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია