ჟან ჟაკი - გაკახელებული ფრანგი ფერმერი

ჟან ჟაკი - გაკახელებული ფრანგი ფერმერი

კახეთში, ახმეტის მუნიცი­პალიტეტის სოფელ არგოხში ცხოვრობს და მისი სახელი პატარა ბავშვმაც კი იცის. კახეთში ჩამოსვლამდე, სხვადასხვა დროს შტუდგარდში, ბერლინსა და სტრასბურგში სწავლობდა.

ამჟამად არგოხში ფერმერულ მეურნეობას ეწევა და უძველესი ქართული მეთოდით აცხობს პურს, რომელსაც ვაკეში ყიდის. ფერმერი, რომელიც გარეთ ვაჭრობს და რომლის გამომცხვარი პურიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფრანგი ჟან ჟაკ ჯეიკობსია - საფრანგეთის ქალაქ ბრეტანიდან.

გაკახელებული ფრანგი ფერმერი ყოველ პარასკევს, ღამის ორ საათზე იწყებს ცომის მოზელას. მცირე ხნის დასვენების შემდეგ შეშას ჭრის, ღუმელს ახურებს და პურს ნახშირზე თავად აცხობს. ამბობს, რომ არ იყენებს საფუარს, რაც ჟან ჟაკის პრო­დუქციას სპეციფიკურ არომატს ანიჭებს: "საფუარს არ ვხმარობ, მხოლოდ ხაში, წყალი და ფქვილი. ეს ჯანმრთე­ლობისთვის ძალიან კარგია".

ჟან ჟაკ ჯეიკობსი საფრანგეთში ცხოვრების დროს პურს ალერგიის გამო ვერ ჭამდა. 2005 წელს კი სიღნაღის მუნი­ციპალიტეტის სოფელ მაღაროში სტუმრობის დროს პური გასინჯა და ძალიან მოეწონა. ჯეოკობსი აღნიშნავს, რომ პური, რომელიც დააგემოვნა, "წითელი დოლის" ჯიშის ხორბლის ფქვილით იყო გამომცხვარი, რომელიც ამჟამად თავადაც მოჰყავს.

"პირველად საქართველოში მოვე­დი 2005 წელს. სოფელ მაღაროში სტუმრად ვიყავი, მეგობართან, სადაც პური გავსინჯე. ევროპაში პურს ვერ ვჭამდი, რადგან ალერგიას მაძლევდა. პური სპეციალური ხორბლით იყო გა­მომცხვარი. საქართველოში, უკან 2006 წლის აპრილში დავბრუნდი და ახლა სულ აქ ვარ. სოფელ არგოხის შესახებ კი მეგობრისგან გავიგე და აქ გადავწყ­ვიტე მოსვლა", - ამბობს ჟან ჟაკი.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია