სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უახლესი ინფორმაცია ხევსური მწყემსის შესახებ, რომელიც მეწყერის შემდეგ 500 ცხვართან ერთად გაუჩინარდა
უახლესი ინფორმაცია ხევსური მწყემსის შესახებ, რომელიც მეწყერის შემდეგ 500 ცხვართან ერთად გაუჩინარდა

ხევ­სუ­რეთ­ში და­კარ­გუ­ლი მწყემ­სის მო­ძებ­ნა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ნუგ­ზარ ყი­ფი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტექ­ნი­კის შეყ­ვა­ნა, რა­მაც შე­საძ­ლოა, და­მა­ტე­ბით საფრ­თხე გა­მო­იწ­ვი­ოს.

"გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნაა სა­ჭი­რო, რად­გან ტექ­ნი­კის შეყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, მე­წყრის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე დად­გეს და შე­საძ­ლოა და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­ლო­დე­ბით დას­კვნას და დას­კვნის შემ­დეგ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს გა­ვარ­ძე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და ყი­ფი­ან­მა.

პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში, შა­ტი­ლის თე­მის სო­ფელ ხო­ნის­ჭა­ლა­ში, მდი­ნა­რე ან­ზა­კის ხე­ო­ბა­ში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ერთი კვი­რის წინ გა­აქ­ტი­ურ­და. მე­წყრის შე­დე­გად და­ი­კარ­გა ერთი მწყემ­სი, ასე­ვე 500 სული ცხვა­რი და 50 სული სა­ქო­ნე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

უახლესი ინფორმაცია ხევსური მწყემსის შესახებ, რომელიც მეწყერის შემდეგ 500 ცხვართან ერთად გაუჩინარდა

უახლესი ინფორმაცია ხევსური მწყემსის შესახებ, რომელიც მეწყერის შემდეგ 500 ცხვართან ერთად გაუჩინარდა

ხევსურეთში დაკარგული მწყემსის მოძებნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა, სამძებრო სამუშაოების გასაგრძელებლად აუცილებელია ტექნიკის შეყვანა, რამაც შესაძლოა, დამატებით საფრთხე გამოიწვიოს.

"გეოლოგიური დასკვნაა საჭირო, რადგან ტექნიკის შეყვანის შემთხვევაში შესაძლოა, მეწყრის განმეორების საფრთხე დადგეს და შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეიქმნას. აქედან გამომდინარე, ველოდებით დასკვნას და დასკვნის შემდეგ სამძებრო სამუშაოებს გავარძელებთ", - განაცხადა ყიფიანმა.

პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში, მდინარე ანზაკის ხეობაში მეწყრული პროცესები ერთი კვირის წინ გააქტიურდა. მეწყრის შედეგად დაიკარგა ერთი მწყემსი, ასევე 500 სული ცხვარი და 50 სული საქონელი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია