სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ასახავდა თბილისურ ამბებს საუკუნის წინანდელი პრესა - დაფარული ამბები დედაქალაქის ცხოვრებიდან
როგორ ასახავდა თბილისურ ამბებს საუკუნის წინანდელი პრესა - დაფარული ამბები დედაქალაქის ცხოვრებიდან

ჟურ­ნა­ლის­ტი ირმა სი­ნა­უ­რი­ძე-მა­ყაშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა TV"-ზე სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტით ბრუნ­დე­ბა (ადრე დი­ლის გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი იყო და ასე­ვე ჰქონ­და სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა - "თბი­ლი­სი­უ­რი ამ­ბე­ბი"). ახლა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სე­რი­ას გვთა­ვა­ზობს, რი­თაც, რო­გორც ამ­ბობს, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს გვპირ­დე­ბა...

ეს ქალ­ბა­ტო­ნი თბი­ლის­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ამ ქა­ლაქ­ში მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სოს ეძებს, რო­გორც მის წარ­სულ­ში, ისე აწ­მყო­ში...

ირმა:

- "თბი­ლი­სუ­რი ამ­ბე­ბი" რა­ღაც ჩემი ბრენ­დი მგო­ნია, შვი­ლი­ვით ვუფრ­თხილ­დე­ბი და მიყ­ვარს. მას­ზე მუ­შა­ო­ბა 2003 წელს, "იმედ­ში" და­ვი­წყე და საკ­მა­ოდ რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მა იყო. ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ თბი­ლი­სის წარ­სუ­ლით ვცხოვ­რობ, თუმ­ცა მა­ნამ­დე სხვა პრო­ექ­ტებ­ზეც მი­მუ­შა­ვია ("მე ვალი დამ­რჩა სა­ქარ­თვე­ლო­ში" თბი­ლის­ში მო­ღა­ვა­წე უცხო­ე­ლებ­ზე იყო და გა­და­ცე­მა "და­სა­ვი­წყებ­ლად არ მე­მე­ტე­ბი") - მოკ­ლედ, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ შე­ვე­ჩე­ხე თბი­ლი­სის წარ­სულს, ადა­მი­ა­ნებს და ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემს გულ­ში დიდი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა. გული მწყდე­ბა, რომ ბევ­რი რამ და­ფა­რუ­ლია, არ არის ცნო­ბი­ლი და და­ვი­წყე­ბის მტვე­რი ეყ­რე­ბა. ამ ქა­ლაქ­ში მუდ­მი­ვად დავ­დი­ვარ და წარ­სულს, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს, ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ებს და­ვე­ძებ, რომ­ლე­ბიც თბი­ლისს და თბი­ლი­სე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

- მოკ­ლედ, ამ­ჯე­რად რას სთა­ვა­ზობთ "პა­ლიტ­რა ტვ"-ს მა­ყუ­რე­ბელს?

- 26-წუ­თი­ან დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს. ყო­ველ კვი­რა ეს იქ­ნე­ბა უცხო ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლე­ბიც ფარ­თო წრის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. ეს არის მა­გა­ლი­თად, ახა­ლი კუ­თხით და­ნა­ხუ­ლი ფი­როს­მა­ნი (უფრო ჩემი თვა­ლით) და იმ მა­სა­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რაც შე­მორ­ჩე­ნი­ლია. ფილ­მი მა­გა­ლი­თად, ძვე­ლი თბი­ლი­სის სას­ტუმ­რო ბიზ­ნეს­სა და სა­ერ­თოდ, სას­ტუმ­რო­ებ­ზე, რო­მე­ლიც მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა.

ახლა ჟურ­ნა­ლის­ტის იმ ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ეპი­ზო­დებს გთა­ვა­ზობთ, რო­მე­ლიც მას, ამ ქა­ლაქ­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­უ­კე­თე­ბია:

"სამ­წუ­ხა­როდ, იმ არ­ქი­ტექ­ტორ­თა შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც თბი­ლი­სი "და­ხა­ტეს", იმ­დე­ნად მწი­რია ინ­ფორ­მა­ცია (ან სულ არ არის), დიდი სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, დრო­ის მან­ქა­ნა მქონ­დეს და უკან, წარ­სულ­ში გა­ვემ­გზავ­რო... ის ადა­მი­ა­ნე­ბიც ნელ-ნელა მი­დი­ან, ვი­საც ამ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის თვითმხილ­ვე­ლი ბე­ბი­ე­ბის ან ბა­ბუ­ე­ბის­გან აქვთ ზღა­პა­რი­ვით მო­ყო­ლი­ლი და გო­ნე­ბა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ტფი­ლი­სუ­რი ამ­ბე­ბი... სწო­რედ, ერთ-ერთი მათ­გა­ნის სტუ­მა­რი ცოტა ხნის წინ ფინ­ჯან ყა­ვა­სა და თითო კო­ლოფ სი­გა­რეტ­ზე გახ­ლდით. ძველ ქა­ლაქ­ზე იმ­დე­ნი ვი­ჭო­ვე­რა­ვეთ, რო­გორ გა­ი­პა­რა ოთხი სა­ა­თი - ვერც მივ­ხვდი... ჰოდა, დღეს პირ­ვე­ლად გა­ვი­გე, რომ სახ­ლი, რო­მელ­საც 20 წელ­ზე მე­ტია, ყო­ველ დღე, დღე­ში ცხრა­ჯერ მა­ინც ვუვ­ლი წინ, იტა­ლი­ელ ქვისმთლელს - ან­ჯე­ლო ან­დრე­ო­ლე­ტის თა­ვის­თვის სა­ცხოვ­რებ­ლად აუ­გია და იქ უცხოვ­რია კი­დეც... ან­დრე­ო­ლე­ტის მიერ ქვა­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი სას­წა­უ­ლე­ბი, ნა­ხე­ვა­რი თბი­ლი­სის შე­ნო­ბებს მის­ტი­კურ და ჯა­დოს­ნურ იერს აძ­ლევს, თა­ვის­თვის კი, ისე­თი სადა სახ­ლი აუ­შე­ნე­ბია, გა­მიკ­ვირ­და კი­დეც... ეს სწო­რედ ის ან­დრი­ო­ლე­ტია, რომ­ლის მიერ მარ­მა­რი­ლო­ში გა­მოთ­ლილ­მა ჰარ­მო­ნი­ამ ქაშ­ვე­თის ტა­ძა­რი შე­მო­სა... ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ მისი ნა­სახ­ლა­რის­თვის პა­ტა­რა აბრა მიგ­ვე­მაგ­რე­ბი­ნა... ეს ხომ დიდ თან­ხას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?.. დიახ, ყვე­ლა სახ­ლს, რო­მელ­თა ის­ტო­რი­აც ვი­ცით, რო­მელ­თა ის­ტო­რი­ის გა­გე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, აბ­რე­ბი რომ მი­ვა­მაგ­როთ, ხომ და­ემ­სგავ­სე­ბა თბი­ლი­სი ზღაპ­რე­ბის ქა­ლაქს?! სხვა­თა შო­რის, ახ­ლან­დე­ლი "თი-ბი-სი ბან­კის" სა­თა­ვო ოფი­სის შე­სას­ვლელ­ში, როცა ხა­ზა­რა­ძის უწყე­ბა არე­მონ­ტებ­და, არ ვიცი, უცო­დინ­რო­ბით თუ გა­მიზ­ნუ­ლად, ია­ტა­კი­დან ამო­ტე­ხეს დიდი ოქ­როს­ფე­რი წარ­წე­რა "ან­ჯე­ლო ან­დრე­ო­ლე­ტი", იგი, ხომ თა­ვის ძმას­თან, ედუ­არ­დოს­თან ერ­თად ამ დი­დე­ბუ­ლი შე­ნო­ბის აგე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და... მერე რა, რომ წარ­წე­რა რუ­სუ­ლად იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი?!"

* * *

"გერ­მა­ნელთ, ტფი­ლის­ში, ახა­ლი დიდი ეკ­ლე­სია აა­გეს მი­ხე­ი­ლის ქუ­ჩა­ზე... აკურ­თხეს 1897 წელს," - ასე წე­რია, 1897 წლის გა­ზეთ "ივე­რი­ა­ში". ეს ლუ­თე­რა­ნუ­ლი ეკ­ლე­სია გახ­ლდათ... ულა­მა­ზე­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტებ­მა 1946 წელს გერ­მა­ნელ ტყვე­ებს და­ან­გრე­ვი­ნეს და მის ად­გილ­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი აა­გეს, რომ­ლის ასა­შე­ნებ­ლა­დაც დან­გრე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბი გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ... ამ ეკ­ლე­სი­ის უკა­ნას­კნე­ლი პას­ტო­რი, რი­ჰარდ მა­ი­ე­რი, ალ­ბათ ღმერ­თმა და­ი­ფა­რა, რომ ტაძ­რის მი­წას­თან გას­წო­რე­ბას არ მო­ეს­წრო. იგი 1931 წელს და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ და 35-ში და­უხვრე­ტი­ათ... ფო­რუ­მებ­ში წე­რენ, რომ ეს ეკ­ლე­სია, სამ­წუ­ხა­როდ მხო­ლოდ ძველ ფო­ტო­ებ­ზეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი... თუმ­ცა, მთლად ასე არ არის. ეკ­ლე­სი­ის ნა­წი­ლი, დღემ­დე დგას, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე... იმ ნა­წილ­ში პას­ტო­რებს უცხოვ­რი­ათ... და გიმ­ნა­ზი­ის მაგ­ვა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაც ჰქო­ნი­ათ... ხოლო იქვე ეზო­ში, გერ­მა­ნე­ლე­ბის და მათ შო­რის, ამ ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­თა საფ­ლა­ვე­ბი ყო­ფი­ლა... ამ საფ­ლა­ვე­ბის ქვე­ბის ნა­ტე­ხე­ბი, ათი­ო­დე წლის წინ, თურ­მე კი­დევ იყო გა­ფან­ტუ­ლი ეზო­ში... ახლა იქ, აღა­რა­ფე­რია... მა­ცხოვ­რებ­ლებს, სა­კუჭ­ნა­ო­ე­ბი აქვთ აშე­ნე­ბუ­ლი... კაც­მა რომ გვკი­თხოს, ტო­ლე­რან­ტუ­ლი ერი ვართ... თუმ­ცა, რა... მარო მა­ყაშ­ვი­ლი­სა და იუნ­კე­რე­ბის ძვლებ­ზე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა გვიდ­გას... რაც შე­ე­ხე­ბა გერ­მა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის შე­მორ­ჩე­ნილ ნა­წილს, მე­რის ად­გილ­ზე რომ ვიყო, დავ­ფიქ­რდე­ბო­დი და ვი­ტყო­დი: მე ამის­გან გა­ვა­კე­თებ. ეს ხუმ­რო­ბით! სე­რი­ო­ზუ­ლად კი, შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი და არ და­სა­ვი­წყე­ბე­ლია...

კი­დევ ერთი... რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც შე­ნო­ბის შიგ­ნით გა­და­ვი­ღე... უც­ნა­უ­რი მრგვა­ლი ნა­თე­ბა გა­მოჩ­ნდა... არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ, რა მგო­ნია, არ ვიცი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ფო­ტო­ზე ნა­თე­ბაა, ნა­ბი­ჯე­ბის ხმა იყო... თუმ­ცა შე­ნო­ბა­ში, ჩემ გარ­და არა­ვინ მოძ­რა­ობ­და"...

* * *

"დღეს, მშრალ ხიდ­ზე, მირ­ზო­ე­ვე­ბის ნა­სახ­ლარ­ში შევ­ბო­რი­ალ­დი. სწო­რედ იმ მირ­ზო­ე­ვე­ბის, რო­მელ­თა მე­ე­ზო­ვეც, იე­ზი­დი რა­შიდ ადა­მო­ვი ნი­კა­ლამ სა­უ­კუ­ნე­ებს და­უ­ტო­ვა... მაგ­რამ, ახლა ეს არა­ფერ შუ­ა­შია... მოკ­ლედ, ამ მირ­ზო­ე­ვე­ბის სახ­ლში, ვინ­მე ჰექ­ტორ დე­ლა­ლან­დს, 1881 წელს სას­ტუმ­რო "გრანდ ოტე­ლი" გა­უხ­სნია. 1901 წელს ზა­ფხუ­ლის პი­რას, ამ სას­ტუმ­რო­ში სრო­ლის ხმა გა­ის­მა. მე­ო­რე დღეს მთე­ლი თბი­ლი­სი ლა­პა­რა­კობ­და, რომ "გრანდ ოტელ­ში", ახალ­გაზ­რდა ვაჟ­მა მძი­ნა­რე ქალს რე­ვოლ­ვე­რი ეს­რო­ლა და მერე ვიდ­რე თავს მო­იკ­ლავ­და, სამი წე­რი­ლი და­წე­რა, ერ­თში მოკ­ლუ­ლის ქმარს მი­მარ­თავ­და, მე­ო­რე­ში – ვა­ჟიშ­ვილს, მე­სა­მე კი მას­პინ­ძლი­სად­მი მო­ბო­დი­შე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. ამ ყვე­ლა­ფერს მოკ­ლუ­ლის 5 წლის ვაჟი უყუ­რებ­დაო, - წერ­და, მა­შინ­დე­ლი პრე­სა.…

ეს ქალი, გე­ნი­ა­ლუ­რი ედ­ვარდ მუნ­კის მუზა, დაგ­ნი იუ­ე­ლი გახ­ლდათ, მკვლე­ლი კი, მას­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი... ჭი­ა­თუ­რის მარ­გა­ნე­ცის სა­ბა­დო­ე­ბის მფლო­ბე­ლის ვაჟი, 25 წლის ვლა­დის­ლავ ემე­რი­კი.

დღეს, "გრანდ ოტე­ლის" უძ­ვე­ლე­სი შე­ნო­ბის სა­დარ­ბა­ზო­ში შარ­დის და სიძ­ვე­ლის სუნი ერ­თმა­ნეთ­შია არე­უ­ლი... მხო­ლოდ ფიქ­რში თუ წარ­მო­იდ­გენ, რომ აქ, ერთ-ერთ ნო­მერ­ში, რო­მე­ლიც მდი­ნა­რეს გა­დაჰ­ყუ­რებ­და, ცხოვ­რობ­და ქალი, რომ­ლის სა­ხე­ლი ევ­რო­პა­ში ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და ბო­ჰე­მურ ცხოვ­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და და დღემ­დე, იქ მას­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დის. დაგ­ნი კი, სა­მუ­და­მოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა... იგი კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ნის­ვე­ნებს.

იქ­ნებ, გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, ვინც გრანდ-ოტელს, თა­ვის პირ­ვან­დელ სა­ხეს აღუდ­გენს, ხოლო აქ დატ­რი­ა­ლე­ბულ ამ­ბავს, რა­ღაც ფორ­მით, და­ვი­წყე­ბის მტვერს გა­და­აც­ლის და ყვე­ლას­თვის გა­სა­გებს გახ­დის".

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ ასახავდა თბილისურ ამბებს საუკუნის წინანდელი პრესა - დაფარული ამბები დედაქალაქის ცხოვრებიდან

როგორ ასახავდა თბილისურ ამბებს საუკუნის წინანდელი პრესა - დაფარული ამბები დედაქალაქის ცხოვრებიდან

ჟურნალისტი ირმა სინაურიძე-მაყაშვილი "პალიტრა TV"-ზე საავტორო პროექტით ბრუნდება (ადრე დილის გადაცემის პროდიუსერი იყო და ასევე ჰქონდა საავტორო გადაცემა - "თბილისიური ამბები"). ახლა დოკუმენტური ფილმების სერიას გვთავაზობს, რითაც, როგორც ამბობს, ბევრ საინტერესოს გვპირდება...

ეს ქალბატონი თბილისზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია და ამ ქალაქში მუდმივად საინტერესოს ეძებს, როგორც მის წარსულში, ისე აწმყოში...

ირმა:

- "თბილისური ამბები" რაღაც ჩემი ბრენდი მგონია, შვილივით ვუფრთხილდები და მიყვარს. მასზე მუშაობა 2003 წელს, "იმედში" დავიწყე და საკმაოდ რეიტინგული გადაცემა იყო. ზოგჯერ მგონია, რომ თბილისის წარსულით ვცხოვრობ, თუმცა მანამდე სხვა პროექტებზეც მიმუშავია ("მე ვალი დამრჩა საქართველოში" თბილისში მოღავაწე უცხოელებზე იყო და გადაცემა "დასავიწყებლად არ მემეტები") - მოკლედ, ნებით თუ უნებლიეთ შევეჩეხე თბილისის წარსულს, ადამიანებს და ამ ყველაფერმა ჩემს გულში დიდი ადგილი დაიმკვიდრა. გული მწყდება, რომ ბევრი რამ დაფარულია, არ არის ცნობილი და დავიწყების მტვერი ეყრება. ამ ქალაქში მუდმივად დავდივარ და წარსულს, საინტერესო ამბებს, ადამიანების ისტორიებს დავეძებ, რომლებიც თბილისს და თბილისელობას უკავშირდება.

- მოკლედ, ამჯერად რას სთავაზობთ "პალიტრა ტვ"-ს მაყურებელს?

- 26-წუთიან დოკუმენტურ ფილმებს. ყოველ კვირა ეს იქნება უცხო ფაქტები, რომელებიც ფართო წრისთვის არ არის ცნობილი. ეს არის მაგალითად, ახალი კუთხით დანახული ფიროსმანი (უფრო ჩემი თვალით) და იმ მასალებზე დაფუძნებული, რაც შემორჩენილია. ფილმი მაგალითად, ძველი თბილისის სასტუმრო ბიზნესსა და საერთოდ, სასტუმროებზე, რომელიც მართლა საინტერესო სანახავი იქნება.

ახლა ჟურნალისტის იმ ჩანაწერებიდან ეპიზოდებს გთავაზობთ, რომელიც მას, ამ ქალაქში სხვადასხვა ადგილის მონახულების შემდეგ გაუკეთებია:

"სამწუხაროდ, იმ არქიტექტორთა შესახებ, რომლებმაც თბილისი "დახატეს", იმდენად მწირია ინფორმაცია (ან სულ არ არის), დიდი სურვილი მიჩნდება ხოლმე, დროის მანქანა მქონდეს და უკან, წარსულში გავემგზავრო... ის ადამიანებიც ნელ-ნელა მიდიან, ვისაც ამ მშენებლობების თვითმხილველი ბებიების ან ბაბუებისგან აქვთ ზღაპარივით მოყოლილი და გონებაში ჩარჩენილი ტფილისური ამბები... სწორედ, ერთ-ერთი მათგანის სტუმარი ცოტა ხნის წინ ფინჯან ყავასა და თითო კოლოფ სიგარეტზე გახლდით. ძველ ქალაქზე იმდენი ვიჭოვერავეთ, როგორ გაიპარა ოთხი საათი - ვერც მივხვდი... ჰოდა, დღეს პირველად გავიგე, რომ სახლი, რომელსაც 20 წელზე მეტია, ყოველ დღე, დღეში ცხრაჯერ მაინც ვუვლი წინ, იტალიელ ქვისმთლელს - ანჯელო ანდრეოლეტის თავისთვის საცხოვრებლად აუგია და იქ უცხოვრია კიდეც... ანდრეოლეტის მიერ ქვაში გამოკვეთილი სასწაულები, ნახევარი თბილისის შენობებს მისტიკურ და ჯადოსნურ იერს აძლევს, თავისთვის კი, ისეთი სადა სახლი აუშენებია, გამიკვირდა კიდეც... ეს სწორედ ის ანდრიოლეტია, რომლის მიერ მარმარილოში გამოთლილმა ჰარმონიამ ქაშვეთის ტაძარი შემოსა... ვიფიქრე, იქნებ მისი ნასახლარისთვის პატარა აბრა მიგვემაგრებინა... ეს ხომ დიდ თანხასთან არ არის დაკავშირებული?.. დიახ, ყველა სახლს, რომელთა ისტორიაც ვიცით, რომელთა ისტორიის გაგებაც შეიძლება, აბრები რომ მივამაგროთ, ხომ დაემსგავსება თბილისი ზღაპრების ქალაქს?! სხვათა შორის, ახლანდელი "თი-ბი-სი ბანკის" სათავო ოფისის შესასვლელში, როცა ხაზარაძის უწყება არემონტებდა, არ ვიცი, უცოდინრობით თუ გამიზნულად, იატაკიდან ამოტეხეს დიდი ოქროსფერი წარწერა "ანჯელო ანდრეოლეტი", იგი, ხომ თავის ძმასთან, ედუარდოსთან ერთად ამ დიდებული შენობის აგებაში მონაწილეობდა... მერე რა, რომ წარწერა რუსულად იყო შესრულებული?!"

* * *

"გერმანელთ, ტფილისში, ახალი დიდი ეკლესია ააგეს მიხეილის ქუჩაზე... აკურთხეს 1897 წელს," - ასე წერია, 1897 წლის გაზეთ "ივერიაში". ეს ლუთერანული ეკლესია გახლდათ... ულამაზესი არქიტექტურის შენობა, რომელიც კომუნისტებმა 1946 წელს გერმანელ ტყვეებს დაანგრევინეს და მის ადგილზე საცხოვრებელი სახლი ააგეს, რომლის ასაშენებლადაც დანგრეული ეკლესიის ქვები გამოუყენებიათ... ამ ეკლესიის უკანასკნელი პასტორი, რიჰარდ მაიერი, ალბათ ღმერთმა დაიფარა, რომ ტაძრის მიწასთან გასწორებას არ მოესწრო. იგი 1931 წელს დაუპატიმრებიათ და 35-ში დაუხვრეტიათ... ფორუმებში წერენ, რომ ეს ეკლესია, სამწუხაროდ მხოლოდ ძველ ფოტოებზეა შემორჩენილი... თუმცა, მთლად ასე არ არის. ეკლესიის ნაწილი, დღემდე დგას, მარჯანიშვილის ქუჩაზე... იმ ნაწილში პასტორებს უცხოვრიათ... და გიმნაზიის მაგვარი დაწესებულებაც ჰქონიათ... ხოლო იქვე ეზოში, გერმანელების და მათ შორის, ამ ეკლესიის მსახურთა საფლავები ყოფილა... ამ საფლავების ქვების ნატეხები, ათიოდე წლის წინ, თურმე კიდევ იყო გაფანტული ეზოში... ახლა იქ, აღარაფერია... მაცხოვრებლებს, საკუჭნაოები აქვთ აშენებული... კაცმა რომ გვკითხოს, ტოლერანტული ერი ვართ... თუმცა, რა... მარო მაყაშვილისა და იუნკერების ძვლებზე პარლამენტის შენობა გვიდგას... რაც შეეხება გერმანული ეკლესიის შემორჩენილ ნაწილს, მერის ადგილზე რომ ვიყო, დავფიქრდებოდი და ვიტყოდი: მე ამისგან გავაკეთებ. ეს ხუმრობით! სერიოზულად კი, შესანარჩუნებელი და არ დასავიწყებელია...

კიდევ ერთი... რამდენიმე ფოტოზე, რომელიც შენობის შიგნით გადავიღე... უცნაური მრგვალი ნათება გამოჩნდა... არაფერს ვამტკიცებ, რა მგონია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადგილებში, სადაც ფოტოზე ნათებაა, ნაბიჯების ხმა იყო... თუმცა შენობაში, ჩემ გარდა არავინ მოძრაობდა"...

* * *

"დღეს, მშრალ ხიდზე, მირზოევების ნასახლარში შევბორიალდი. სწორედ იმ მირზოევების, რომელთა მეეზოვეც, იეზიდი რაშიდ ადამოვი ნიკალამ საუკუნეებს დაუტოვა... მაგრამ, ახლა ეს არაფერ შუაშია... მოკლედ, ამ მირზოევების სახლში, ვინმე ჰექტორ დელალანდს, 1881 წელს სასტუმრო "გრანდ ოტელი" გაუხსნია. 1901 წელს ზაფხულის პირას, ამ სასტუმროში სროლის ხმა გაისმა. მეორე დღეს მთელი თბილისი ლაპარაკობდა, რომ "გრანდ ოტელში", ახალგაზრდა ვაჟმა მძინარე ქალს რევოლვერი ესროლა და მერე ვიდრე თავს მოიკლავდა, სამი წერილი დაწერა, ერთში მოკლულის ქმარს მიმართავდა, მეორეში – ვაჟიშვილს, მესამე კი მასპინძლისადმი მობოდიშებას წარმოადგენდა. ამ ყველაფერს მოკლულის 5 წლის ვაჟი უყურებდაო, - წერდა, მაშინდელი პრესა.…

ეს ქალი, გენიალური ედვარდ მუნკის მუზა, დაგნი იუელი გახლდათ, მკვლელი კი, მასზე უგონოდ შეყვარებული... ჭიათურის მარგანეცის საბადოების მფლობელის ვაჟი, 25 წლის ვლადისლავ ემერიკი.

დღეს, "გრანდ ოტელის" უძველესი შენობის სადარბაზოში შარდის და სიძველის სუნი ერთმანეთშია არეული... მხოლოდ ფიქრში თუ წარმოიდგენ, რომ აქ, ერთ-ერთ ნომერში, რომელიც მდინარეს გადაჰყურებდა, ცხოვრობდა ქალი, რომლის სახელი ევროპაში ხელოვნებასთან და ბოჰემურ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა და დღემდე, იქ მასზე ლეგენდები დადის. დაგნი კი, სამუდამოდ საქართველოში დარჩა... იგი კუკიის სასაფლაოზე განისვენებს.

იქნებ, გამოჩნდეს ადამიანი, ვინც გრანდ-ოტელს, თავის პირვანდელ სახეს აღუდგენს, ხოლო აქ დატრიალებულ ამბავს, რაღაც ფორმით, დავიწყების მტვერს გადააცლის და ყველასთვის გასაგებს გახდის".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია