”ამისთვის იბრძოდა საქართველო "სისხლიანი ნაციონალების" წინააღმდეგ, რომ ვაკეს ამ პრივილეგიებში ეცხოვრა?”

”ამისთვის იბრძოდა საქართველო "სისხლიანი ნაციონალების" წინააღმდეგ, რომ ვაკეს ამ პრივილეგიებში ეცხოვრა?”

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ვაკელების პრივილეგიებზე" წერს.

"ვაკე განსაკუთრებული იურისდიქციის ტერიტორიაა? ნარკოტიკზე დაიჭერენ - ჩადებულიაო, აქციას გამართავენ "სვეტები" "სვეცკი" მრგვალ ბაღში - მეორე დღეს გამოუშვებენ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე - თუ გამოსაშვები იყო, ესე იგი ჩადებული ყოფილა და ვინ ჩაუდო მაშინ? თუ არავინ ჩაუდო, რატომ გამოუშვეს? სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ დაადგენს, ისევ შეიკრიბებიან სვეტები, ახლა უკვე ბრლადებულს ჩატოვებენ ციხეში მოგონილი ბრალდებით. იმ ბრალდებულს, რომელსაც მანამდე არ იჭერდნენ, ისევ იმიტომ, რომ სვეტი ვაკელობის მეორე ნაწილი მფარველობდა. ამის მინიმალური შესაძლებლობა არსებობს თუნდაც მეზობელ ვერაზე და საბურთალოზე? რომ არაფერი ვთქვათ, ტყიბულზე, მარტვილზე, კასპზე, ლაგოდეხზე, ადიგენზე, ამბროლაურზე, ხულოზე, მესტიაზე, ლანჩხუთზე? ცხადია - არა!

ამისთვის იბრძოდა საქართველო "სისხლიანი ნაციონალების" წინააღმდეგ, რომ ვაკეს ამ პრივილეგიებში ეცხოვრა? მე არ ვიცი, ჩარეცხილები ვინ როდის და რატომ გამოიყენა, მაგრამ ეს პრივილეგიები მათი მატარებლებიანად ქვეყნის ჭირია და დიახაც ჩასარეცხია", - წერს გვარამია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს