ბურგერების მომზადების ხელოვნება

ბურგერების მომზადების ხელოვნება

ბურგერების მომზადების ხელოვნება

"ფუნიკულიორის" ლაუნჯ-ბარი

ბურგერების კულტი კულინარიის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული მიმდევრობაა. კერძის ფორმულა თითქოს ძალიან მარტივია - ფუნთუშა, სოუსი, ხორცის კოტლეტი, ბოსტნეული და ისევ ფუნთუშა. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული ჩონჩხია და დღეს ორ ფუნთუშას შორის შეფ მზარეულების უსაზღვრო ფანტაზია და თამამი ექსპერიმენტების წარმატებული შედეგებია მომწყვდეული. მაცდური გემოების ორთაბრძოლა და თითოეული ინგრედიენტის მიმართ კრეატიული მიდგომა "ფუნიკულიორის" ლაუნჯ-ბარის მენიუზე ახალი გვერდით აისახა - "უმამი ბურგერები".

"უმამი" იაპონური სიტყვაა და გემრიელს, ...არა, სუპერ-გემრიელს ნიშნავს. ეს გემოს ახალი, მე-5 სახეობაა, რომელიც უკვე ნაცნობ ოთხეულს (მჟავე, ტკბილი, მარილიანი და მწარე) აერთიანებს და სრულიად ახალი ფორმით გვევლინება. სხვანაირად ვერ აღწერთ იმ შეგრძნებების სპექტრს, რომლის ანალოგი აღმოაჩინეს იაპონურ ენაში. "უმამი" გემოს სრულიად ახალი განზომილებაა, რომელზეც ფრენკ ზაპა ალბათ იტყოდა: "ისაუბრო კულინარიაზე იგივეა, რაც იცეკვო არქიტექტურაზე", მაგრამ ჩვენ მაინც ვიღებთ ამ გამოწვევას და შევეცდებით გადმოგცეთ ის შთაბეჭდილებები, რომლებსაც ტოვებენ ჩვენი რჩეული ბურგერები.

ისინი კი სულ ოთხია:

"ნიუ იორკი"

კლასიკური ბურგერი ყველით და ხრაშუნა ბეკონით. ეს სწორედ ის ბურგერია, რომელსაც მოგართმევენ ხმაურიანი მანჰეტენის ხალხით სავსე ბრასერიში. გრილზე "მედიუმ" შემწვარი წვნიანი ხორცით და ბოსტნეიულის ტრადიციული ნაკრებით (პომიდორი, კიტრი, ხახვი და სალათის ფოთოლი) ეს ბურგერი, არის მათთვის, ვისაც უყვარს კლასიკა და ტრადიციებს არ ღალატობს.

"ოქსფორდ ბლუ"

ეს არის ბურგერი კარამელიზებული ხახვით და ლურჯი ფრანგული ყველით. სწორედ აქ იწყება ჩვენი ექსპერიმენტები. გრილზე შებოლილი ხორცის და ლურჯი ყველის მადისაღმძვრელი არომატი გულგრილს არ დატოვებს არც ერთ გურმანს. კარამელიზებული ხახვი "ოქსფორდ ბლუს" კიდევ ერთი პიკანტური დანამატია. ეს ბურგერი, არის მათთვის, ვისაც უყვარს თამამი ექსპერიმენტები.

"ბარბექიუ"

ბურგერი "ფუნიკულიორის" საფირმო ბარბექიუ სოუსით და შესუნელებულ "თობაცცო" ხახვით. ეს ალბათ ყველაზე მამაკაცური ბურგერის სახეობაა ჩვენს მენიუში. მწარე და ტკბილი პაპრიკით და სხვადასხვა სურნელოვანი სპეციებით შესუნელებული ხახვი ბარბექიუ სოუსთან და 300 გრამიან, გრილზე "მედიუმ" შემწვარ საქონლის ხორცთან ერთად დაანაყრებს ნებისმიერ მშიერ ძლიერი სქესის წარმომადგენელს.

ქათამი "ნავაჰო"

ეს კი ყველაზე ქალური ბურგერია გრილზე შემწვარი არომატული და ნაზი ქათმის ფილეთი და ცოცხალი პომიდვრის სალსას მიქსით, რომელიც შორეულ მზიან ესპანეთს მოგაგონებთ. სხვა ბურგერებისგან განსხვავებით, იგი არაჟანთან ერთად მოდის. "ნავაჰო" ასევე ყველაზე ნაკლებად კალორიული და მსუბუქი ბურგერია.

ოთხივე ბურგერი დიდი ზომისაა და თქვენს მაგიდაზე განსხვავებული პრეზენტაციით მოდის. ბურგერებს ასევე მოჰყვება "სტეიკჰაუსის" სტილის, დიდი ზომის კარტოფილი ფრი. ჩვენი პორტუგალიელი შეფ-მზარეული, ჯორჯ და სილვა, ბოლო შტრიხს თავად სტუმარს ანდობს - დაადეთ ბურგერს გამზადებული ზედა ფუნთუშა და მიირთვით გემრიელად!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი