საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მთავრობას მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი სავალუტო ფონდთან განზრახვათა ხელშეკრულებაზე.
როგორც ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს ხელშეკრულება, ერთი მხრივ, დააფიქსირებს მთავრობის პოზიზიციას ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე და, მეორე მხრივ, განსაზღვრავს იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომელთა ირგვლივაც განისაზღვრება სამოქმედო გეგმა.
"მინდა, მივმართო მთავრობას და მოვუწოდო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაწეროთ ხელი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განზრახვათა ხელშეკრულებას, რომელიც დააფიქსირებს მთავრობის პოზიციას ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაზღვრავს იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის ირგვლივაც განისაზღვრება სამოქმედო გეგმა, რაც არის აუცილებელი წინაპირობა ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების შენარჩუნებისთვის", - აღნიშნა ქადაგიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბანკის მისამართით ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს "ცილისწამებად" აფასებს.
როგორც ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, განცხადებები, რომლებიც საზოგადოებას ეროვნული ბანკის საკითხზე ბოლო პერიოდში ესმის, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობა.
"საზოგადოებისთის ცნობილია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ საკითხების პოლიტიზირებას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში არაერთხელ მომიწია განცხადების გაკეთება, რომ უნდა შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე და ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.
ის განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდში, სხვა არაფერია თუ არა უპასუხისმგებლო მცდელობა, გადაიფაროის ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელვანი საკითხი - ეს არის ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანი და ეკონომიკის ირგვლივ არსებული დებატები", - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე აზრით, დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების თემაზე, ასევე ინვესტიციების, ტურიზმის, ექსპორტის წახალისების და კონკრეტული პრობლეების მოგვარების საკითხზე.