სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სასამართლო პროცესებიდანვე ანიშნებდა, შუბლს ვის გაუხვრეტდა და ამას აუცილებლად აასრულებს" - რა საფრთხეზე საუბრობს ლაშა მახარაძის დედა
"სასამართლო პროცესებიდანვე ანიშნებდა, შუბლს ვის გაუხვრეტდა და ამას აუცილებლად აასრულებს" - რა საფრთხეზე საუბრობს ლაშა მახარაძის დედა

მოკ­ლუ­ლი ლაშა მა­ხა­რა­ძის დედა ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძე მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს ყვე­ლა ღონე იხ­მა­როს, რათა მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძემ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ და­ტო­ვოს.

რო­გორც დი­დე­ბუ­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" გა­ნუ­ცხა­და, ოქ­რო­პი­რი­ძე ბევრ ადა­მი­ანს ემუქ­რე­ბა სიკ­ვდი­ლით, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად აას­რუ­ლებს.

"თუ ცდი­ლო­ბენ რა­ი­მე ავ­ტო­რი­ტე­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ძალა უნდა იხ­მა­რონ, რომ ოქ­რო­პი­რი­ძე არ გა­მო­უშ­ვან სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. ის აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­დენს იგი­ვე და­ნა­შა­ულს, რად­გან გამ­წა­რე­ბუ­ლია ბევრ ხალ­ხზე, რომ­ლე­ბიც არ მა­ლა­ვენ მის და­ნა­შა­ულს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი­დან­ვე ანიშ­ნებ­და, შუბლს ვის გა­უხვრეტ­და და ამას ის აუ­ცი­ლებ­ლად აას­რუ­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძემ.

მა­ხა­რა­ძის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის, ზაალ ჟვა­ნი­ას თქმით კი, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ოქ­რო­პი­რი­ძის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გე­ბა, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა შური თა­ვად­ვე იძი­ოს.

"სა­ხელ­მწი­ფოს მთავ­რო­ბა არ ჰყავს, სა­ხელ­მწი­ფო სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. რა­ღა­ცა სახ­ლო­ბა­ნას თა­მა­შო­ბენ და წარ­მო­უდ­გე­ნელ სა­ში­ნე­ლე­ბებს ჩა­დი­ან. და­ვე­ლო­დე­ბი კი­დევ ერთხელ, რა მოხ­დე­ბა და და თუ არა­ფე­რი საშ­ვე­ლი არ დად­გა, მე თვი­თონ და­ვი­წყებ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, მე თვი­თონ ვი­ძი­ებ შურს. ასე "ჩმო­რი­კი­ვით" ვერ ვიჯ­დე­ბი და ვერ ვუ­ყუ­რებ ამ იდი­ო­ტე­ბის პარ­პაშს", - გა­ნა­ცხა­და ჟვა­ნი­ამ.

ოქ­რო­პი­რი­ძის ად­ვო­კა­ტი და­ვით მო­დე­ბა­ძე კი აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში არ არის.

"კონ­სტი­ტუ­ცია ად­გენს, რომ თუ ბრალ­დე­ბუ­ლი არ გა­სა­მარ­თლდე­ბა 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და თუ მის მი­მართ არ დად­გე­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, ის უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ვერ­დიქ­ტი ვერ გა­მო­ი­ტა­ნეს. მო­სა­მარ­თლემ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ასარ­ჩე­ვად სხდო­მა 10 ივ­ნისს 12:00 სა­ათ­ზე ჩა­ნიშ­ნა და აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გან­ხილ­ვა ხე­ლახ­ლა და­ი­წყე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა კვლავ ვერ მო­ა­ხერ­ხებს ვერ­დიქ­ტის მი­ღე­ბას, მა­შინ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე გა­მარ­თლე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა. თუმ­ცა, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძემ შე­საძ­ლოა, სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მა­ნამ­დე და­ტო­ვოს, რად­გან პა­ტიმ­რო­ბის 9-თვი­ა­ნი ვადა 12 ივ­ნისს ეწუ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სასამართლო პროცესებიდანვე ანიშნებდა, შუბლს ვის გაუხვრეტდა და ამას აუცილებლად აასრულებს" - რა საფრთხეზე საუბრობს ლაშა მახარაძის დედა

"სასამართლო პროცესებიდანვე ანიშნებდა, შუბლს ვის გაუხვრეტდა და ამას აუცილებლად აასრულებს" - რა საფრთხეზე საუბრობს ლაშა მახარაძის დედა

მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე მთავარ პროკურატურას მიმართავს ყველა ღონე იხმაროს, რათა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება არ დატოვოს.

როგორც დიდებულიძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, ოქროპირიძე ბევრ ადამიანს ემუქრება სიკვდილით, რასაც აუცილებლად აასრულებს.

"თუ ცდილობენ რაიმე ავტორიტეტი შეინარჩუნონ, ყველანაირი ძალა უნდა იხმარონ, რომ ოქროპირიძე არ გამოუშვან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ის აუცილებლად ჩაიდენს იგივე დანაშაულს, რადგან გამწარებულია ბევრ ხალხზე, რომლებიც არ მალავენ მის დანაშაულს. სასამართლო პროცესებიდანვე ანიშნებდა, შუბლს ვის გაუხვრეტდა და ამას ის აუცილებლად აასრულებს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

მახარაძის ოჯახის ახლობლის, ზაალ ჟვანიას თქმით კი, იმ შემთხვევაში თუ ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება, იძულებული გახდება შური თავადვე იძიოს.

"სახელმწიფოს მთავრობა არ ჰყავს, სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს. რაღაცა სახლობანას თამაშობენ და წარმოუდგენელ საშინელებებს ჩადიან. დაველოდები კიდევ ერთხელ, რა მოხდება და და თუ არაფერი საშველი არ დადგა, მე თვითონ დავიწყებ სამართლიანობის აღდგენას, მე თვითონ ვიძიებ შურს. ასე "ჩმორიკივით" ვერ ვიჯდები და ვერ ვუყურებ ამ იდიოტების პარპაშს", - განაცხადა ჟვანიამ.

ოქროპირიძის ადვოკატი დავით მოდებაძე კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საზოგადოებისთვის საშიში არ არის.

"კონსტიტუცია ადგენს, რომ თუ ბრალდებული არ გასამართლდება 9 თვის განმავლობაში და თუ მის მიმართ არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ის უნდა გათავისუფლდეს", - აღნიშნა ადვოკატმა.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ