სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ღამით სასაფლაოზე ასვლა საშინელებათა ფილმის სცენას აღარ უნდა გავდეს" - მიმდინარეობს მუშაობა, რომ სასაფლაოები მოეწყოს ტყე-პარკების დონეზე
 "ღამით სასაფლაოზე ასვლა საშინელებათა ფილმის სცენას აღარ უნდა გავდეს" - მიმდინარეობს მუშაობა, რომ სასაფლაოები მოეწყოს ტყე-პარკების დონეზე

ღა­მით სა­საფ­ლა­ო­ზე ას­ვლა აღარ უნდა გავ­დეს სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მის სცე­ნას, - ამის შე­სა­ხებ საკ­რე­ბუ­ლოს იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, თედო კო­ბა­ხი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, რომ სა­საფ­ლა­ო­ე­ბი მო­ე­წყოს ტყე-პარ­კე­ბის დო­ნე­ზე, რო­გორც სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­შია, არ იყოს ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი და გა­კეთ­დეს გა­ნა­თე­ბე­ბი, არ იყოს ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის კერა, ქვე­წარ­მავ­ლე­ბით სავ­სე და ვინ­მეს თუ ღა­მის ორ სა­ათ­ზე მო­უნ­დე­ბა სა­საფ­ლა­ო­ზე ას­ვლა, არ უნდა შე­ე­შინ­დეს ამის. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არ არ­სე­ბობ­დეს არც ერთი მო­უვ­ლე­ლი სასფლაო.

"არ­სე­ბობს ძვე­ლი და­კე­ტი­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბი, სა­დაც არის ან­ტი­სა­ნი­ტა­რია. თუ რო­მე­ლი­მე საფ­ლავს პარ­ტო­ნი არ ჰყავს, ხდე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ამ სა­საფ­ლა­ო­ზე. მიმ­დი­ნა­რე­ობს გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ მოხ­დეს ამ სა­საფ­ლა­ო­ე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა და კე­თილ­მო­წყო­ბა. თუ ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ამ სა­მუ­შა­ობს ან რო­გორ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა, ამა­ზე ვმუ­შა­ობთ", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად თვით­მმარ­თვე­ლო­ბის დო­ნე­ზე რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­საფ­ლა­ო­ე­ბის გა­კე­თე­ბა, სა­საფ­ლა­ო­ებს შო­რის და­შო­რე­ბა და სხვა დე­ტა­ლე­ბი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე მო­ექ­ცეს. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში ასე­ვე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რომ კერ­ძო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­ნაგ­ვი­ა­ნე­ბენ სხვა სა­საფ­ლა­ოს, და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

"კერ­ძო პი­რე­ბი ნა­გავს ყრი­ან იქვე მდე­ბა­რე უპატ­რო­ნო საფ­ლავ­ზე და ეს ნა­გა­ვი გროვ­დე­ბა და ასე­ვე, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს მიც­ვა­ლე­ბულს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა და და­წეს­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ღამით სასაფლაოზე ასვლა საშინელებათა ფილმის სცენას აღარ უნდა გავდეს" - მიმდინარეობს მუშაობა, რომ სასაფლაოები მოეწყოს ტყე-პარკების დონეზე

 "ღამით სასაფლაოზე ასვლა საშინელებათა ფილმის სცენას აღარ უნდა გავდეს" - მიმდინარეობს მუშაობა, რომ სასაფლაოები მოეწყოს ტყე-პარკების დონეზე

ღამით სასაფლაოზე ასვლა აღარ უნდა გავდეს საშინელებათა ფილმის სცენას, - ამის შესახებ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ სასაფლაოები მოეწყოს ტყე-პარკების დონეზე, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებშია, არ იყოს ჩაბნელებული და გაკეთდეს განათებები, არ იყოს ანტისანიტარიის კერა, ქვეწარმავლებით სავსე და ვინმეს თუ ღამის ორ საათზე მოუნდება სასაფლაოზე ასვლა, არ უნდა შეეშინდეს ამის. როგორც კობახიძემ განაცხადა, ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდეს არც ერთი მოუვლელი სასფლაო.

"არსებობს ძველი დაკეტილი სასაფლაოები, სადაც არის ანტისანიტარია. თუ რომელიმე საფლავს პარტონი არ ჰყავს, ხდება წარმოუდგენელი რამ ამ სასაფლაოზე. მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ სასაფლაოების დასუფთავება და კეთილმოწყობა. თუ ვინ განახორციელებს ამ სამუშაობს ან როგორ დარეგულირდება, ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამჟამად თვითმმართველობის დონეზე რეგულირდება სასაფლაოების გაკეთება, სასაფლაოებს შორის დაშორება და სხვა დეტალები, თუმცა შესაძლოა ეს რეგულაციებიც საკანონმდებლო დონეზე მოექცეს. როგორც კობახიძემ განმარტა, ახალ რეგულაციებში ასევე განისაზღვრება, რომ კერძო პირები, რომლებიც დაანაგვიანებენ სხვა სასაფლაოს, დაჯარიმდებიან.

"კერძო პირები ნაგავს ყრიან იქვე მდებარე უპატრონო საფლავზე და ეს ნაგავი გროვდება და ასევე, შეურაცხყოფას აყენებს მიცვალებულს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და დაწესდება სანქციები", - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია