სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მსხვერპლშეწირვა ლომისობაზე - საეკლესიო, თუ საკულტო ტრადიცია? - "ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხვერპლოზე..."
მსხვერპლშეწირვა ლომისობაზე - საეკლესიო, თუ საკულტო ტრადიცია? - "ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხვერპლოზე..."

ლო­მი­სო­ბა მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია. აღ­დგო­მი­დან მე-7 კვი­რას არაგ­ვი­სა და ქსნის ხე­ო­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. მისი სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცა­ვე­ბი­დან ერთი ქსნი­სა და არაგ­ვის წყალ­გამ­ყოფ ქედ­ზეა, ხოლო მე­ო­რე – სო­ფელ მლე­თა­ში. ამ დღეს მლე­თა­ში მლოც­ვე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ლო­მი­სა გზო­ვა­ნის წმი­და გი­ორ­გია, რო­მელ­საც ხო­რას­ნი­დან 7 ათა­სი ტყვე და­უხ­სნია და ხა­რის რქებ­ზე დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლა მლე­თის მთა­ზე. მას ევედ­რე­ბოდ­ნენ შვი­ლი­ე­რე­ბას, თვა­ლის სი­ნათ­ლეს, მი­წი­სა და სა­ქონ­ლის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას...

ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა სა­ყე­ლუ­რი­ა­ნი დიდი რკი­ნის ჯაჭ­ვი. ვი­საც აღ­თქმა აქვს და­დე­ბუ­ლი, ან რა­ი­მეს თხოვ­ნა სურს წმინ­და­ნის­თვის, ამ ჯაჭვს კი­სერ­ზე და­ი­დებს და ტა­ძარს სამ­გზის შე­მო­უვ­ლის ლოც­ვით.

ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნულ პე­რი­ოდს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ამი­ტო­მაც მიმ­დი­ნა­რე­ობს წარ­მარ­თუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის ელე­მენ­ტე­ბით. დიახ, ამ დღეს ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე რი­ტუ­ა­ლი აღეს­რუ­ლე­ბა - სის­ხლი­ა­ნი მსხვერ­პლშე­წირ­ვა, როცა მთი­უ­ლე­ბი ლო­მი­სას ცხვარ-ძრო­ხას სწი­რა­ვენ. არა­და, იქ წას­ვლა მხო­ლოდ ამ რი­ტუ­ა­ლის­თვის, რომ ცხო­ველს სის­ხლი გა­მო­ა­დი­ნოს და აღას­რუ­ლოს ქრის­ტეს­თან და სარ­წმუ­ნო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ ეს ძვე­ლი და უმ­სგავ­სი ტრა­დი­ცია კვლა­ვაც მძლავ­რობს. თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ლო­მი­სა­ზე, რომ­ლის­კე­ნაც სა­ვა­ლი გზა არც ისე უხი­ფა­თოა, მხო­ლოდ სა­ლო­ცა­ვად ადის და რწმე­ნით ლო­ცუ­ლობს...

სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი, პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია ამ სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბა და მწვა­ვედ გა­ნი­ხი­ლავს. ამას­თან, ამ თე­მა­ზე ერთი წლის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მის მო­საზ­რე­ბას კვლა­ვაც გვთა­ვა­ზობს:

- წე­რი­ლი, რო­მე­ლიც შარ­შან დავ­წე­რე დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია და მას დღე­საც დავ­წერ­დი, დავ­წერ­დი მო­მა­ვალ­შიც, ვიდ­რე თავ­მოკ­ვე­თი­ლი ცხვრე­ბი ფარ­თხა­ლე­ბენ ტაძ­რის შე­სას­ვლელ­თან...

"შენ სის­ხლო ჩემო, სად არ დაღ­ვრი­ლო"... ეს ფრა­ზა ამო­ვი­კი­თხე თავ­მოკ­ვე­თი­ლი ცხვრის ღიად დარ­ჩე­ნი­ლი თვა­ლე­ბი­დან... ერ­დო­ზე, ხიდ­ზე, შუ­აგ­ზა­ზე, ტაძ­რის შე­სას­ვლელ­თან - ყველ­გან სის­ხლის გუ­ბე­ე­ბი იდგა. ვის სჭირ­დე­ბა ამ­ხე­ლა მსხვერ­პლი?! ღმერ­თს - რო­მელ­მაც ძვე­ლი აღ­თქმის მსხვერ­პლშე­წირ­ვა სი­ახ­ლით - გული წმინ­და და სული წრფე­ლით - შეც­ვა­ლა თუ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც წვი­მა­ში, სე­ტყვა­ში, თქეშ­ში, მხრებ­ზე წაგ­დე­ბუ­ლი "ტა­რი­გით" ფე­ხაკ­რე­ფით მი­უყ­ვე­ბა ლო­მი­სის­კენ არც თუ ისე უსაფრ­თხო აღ­მართს?!

რა არის ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი?! სა­ეკ­ლე­სიო თუ სა­კულ­ტო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის?! წმინ­და გი­ორ­გის თაყ­ვა­ნის­ცე­მის ტრა­დი­ცია ძვე­ლი დრო­ი­დან იღებს და­სა­ბამს. ხალ­ხმაც მისი უძ­ლე­ვე­ლო­ბა არ იკ­მა­რა და ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ხა­რისხში აიყ­ვა­ნა. არც ეს არის სა­ვა­ლა­ლო, მაგ­რამ რამ­დე­ნად მო­სა­წო­ნია კა­ბა­დო­კი­ე­ლი მხე­დარ­თმთავ­რის­თვის ის სარ­წმუ­ნო­ე­ბა, რაც ყო­ველ­წლი­უ­რად მისი სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­თან აღეს­რუ­ლე­ბა?!

უფალ­მა ყვე­ლას შე­უ­წი­როს დარ­ში თუ ავ­დარ­ში, დღი­სით თუ ღა­მით იმ პი­ტა­ლო კლდე­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი, სა­ი­და­ნაც არა­ერ­თი ფეხ­მო­ტე­ხი­ლი ჩა­მო­უყ­ვა­ნი­ათ. ეს უფრო ჩვე­უ­ლე­ბაა, ვიდ­რე რწმე­ნა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­სი­კე­თოდ მოგ­ვიბ­რუნ­დე­ბო­და ცხვრის ქურ­ქი­დან გა­მო­შიგ­ნუ­ლი რე­ლი­გია.

არაგ­ვის ტალ­ღებს შე­ერ­თე­ბუ­ლი "მო­წა­მე­თა" სის­ხლი... სა­საკ­ლა­ოდ ქცე­უ­ლი ეს ულა­მა­ზე­სი ხე­ო­ბა, კი­დევ კარ­გი, უტყვია, თო­რემ ბევ­რს ისა­უბ­რებ­და იმ გა­უ­კუღ­მარ­თე­ბულ რწმე­ნა­ზე, კო­ჭე­ბამ­დე სის­ხლით რომ შე­ღე­ბი­ლა.

ძაღ­ლის ყბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ცხრვრის ტყა­ვე­ბი რომ შევ­ნიშ­ნე, გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, სა­კუ­თა­რი სტო­მა­ქის ამო­სავ­სე­ბად ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­გო­ნად მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ იქ დაკ­ლუ­ლი პი­რუ­ტყვის სა­ნაც­ვლოდ უპატ­რო­ნო­თა თავ­შე­სა­ფა­რი რომ ავა­შე­ნოთ, ღმერ­თიც გემ­რი­ე­ლად "და­პურ­დე­ბა" და ადა­მი­ა­ნებ­საც იმე­დის სხი­ვი ჩა­უდ­გე­ბათ ჩა­ღა­მე­ბულ თვა­ლებ­ში...

ლუ­დით და ჟი­პი­ტა­უ­რით გამ­ტყვრა­ლი ხალ­ხის ყუ­რე­ბა, არც ნა­ზა­რე­ვე­ლის­თვის არის ად­ვი­ლი... ტაძ­რის კე­დელ­ზე სის­ხლი, ია­ტაკ­ზე სის­ხლი, ტერ­ფებ­ქვეშ სის­ხლი, მრევ­ლის გა­ქო­ნი­ლი ხე­ლე­ბი, ერთ ღა­მე­ში და­დე­ბუ­ლი ღიპი, "რა ვქნა, რომ ბედი არ მწყა­ლობს" მე­ა­თასედ მოს­მე­ნა, გი­ტა­რა და ჩქა­რი ტაში, ყვე­ლა­ფე­რია, გარ­და რწმე­ნი­სა... ასე­თი ქრის­ტი­ა­ნო­ბით ღმერ­თს ვკლავთ სამ­სხერ­პლო­ზე...

იქ­ნებ ამის გამო ვის­ჯე­ბით და მთი­დან ჩა­მო­სუ­ლი მე­წყე­რი პა­სუ­ხია ცხვა­რი­ვით თვი­ნი­ე­რი ღმერ­თი­სა... "წი­ნან­დელ­მა რე­ლი­გი­ურ­მა დღე­სას­წა­უ­ლებ­მა და­კარ­გეს თა­ვი­ან­თი პირ­ვან­დე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ახლა იქ­ცნენ ლო­თე­ბის, უსაქ­მუ­რე­ბის ხან­მოკ­ლე შფო­თი­სა და დროს­ტა­რე­ბის ად­გი­ლე­ბად". ცხვრის ხორ­ცი უამ­რა­ვი სა­უ­კუ­ნეა დუღს ქვაბ­ში, ღმერ­თს კი მის­თვის პირი ჯერ კი­დევ არ მი­უ­კა­რე­ბია...

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ასე­ვე|"დღეს ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პირ­სის­ხლი­ა­ნი და წარ­მარ­თუ­ლი "დღე­სას­წა­უ­ლია" - თა­მარ ივე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მსხვერპლშეწირვა ლომისობაზე - საეკლესიო, თუ საკულტო ტრადიცია? - "ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხვერპლოზე..."

მსხვერპლშეწირვა ლომისობაზე - საეკლესიო, თუ საკულტო ტრადიცია? - "ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხვერპლოზე..."

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან.

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას...

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმინდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

ლომისობის დღესასწაული წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება და ამიტომაც მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით. დიახ, ამ დღეს ერთი ყველაზე მძიმე რიტუალი აღესრულება - სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, როცა მთიულები ლომისას ცხვარ-ძროხას სწირავენ. არადა, იქ წასვლა მხოლოდ ამ რიტუალისთვის, რომ ცხოველს სისხლი გამოადინოს და აღასრულოს ქრისტესთან და სარწმუნოებასთან ურთიერთობა, დანაშაულია, მაგრამ ეს ძველი და უმსგავსი ტრადიცია კვლავაც მძლავრობს. თუმცა ამის პარალელურად, ადამიანების ნაწილი ლომისაზე, რომლისკენაც სავალი გზა არც ისე უხიფათოა, მხოლოდ სალოცავად ადის და რწმენით ლოცულობს...

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია ამ საკითხს ეხმაურება და მწვავედ განიხილავს. ამასთან, ამ თემაზე ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ მის მოსაზრებას კვლავაც გვთავაზობს:

- წერილი, რომელიც შარშან დავწერე დღესაც აქტუალურია და მას დღესაც დავწერდი, დავწერდი მომავალშიც, ვიდრე თავმოკვეთილი ცხვრები ფართხალებენ ტაძრის შესასვლელთან...

"შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო"... ეს ფრაზა ამოვიკითხე თავმოკვეთილი ცხვრის ღიად დარჩენილი თვალებიდან... ერდოზე, ხიდზე, შუაგზაზე, ტაძრის შესასვლელთან - ყველგან სისხლის გუბეები იდგა. ვის სჭირდება ამხელა მსხვერპლი?! ღმერთს - რომელმაც ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა სიახლით - გული წმინდა და სული წრფელით - შეცვალა თუ ადამიანს, რომელიც წვიმაში, სეტყვაში, თქეშში, მხრებზე წაგდებული "ტარიგით" ფეხაკრეფით მიუყვება ლომისისკენ არც თუ ისე უსაფრთხო აღმართს?!

რა არის ლომისობის დღესასწაული?! საეკლესიო თუ საკულტო დანიშნულების?! წმინდა გიორგის თაყვანისცემის ტრადიცია ძველი დროიდან იღებს დასაბამს. ხალხმაც მისი უძლეველობა არ იკმარა და ეროვნული გმირის ხარისხში აიყვანა. არც ეს არის სავალალო, მაგრამ რამდენად მოსაწონია კაბადოკიელი მხედართმთავრისთვის ის სარწმუნოება, რაც ყოველწლიურად მისი სახელობის ტაძართან აღესრულება?!

უფალმა ყველას შეუწიროს დარში თუ ავდარში, დღისით თუ ღამით იმ პიტალო კლდეებზე სიარული, საიდანაც არაერთი ფეხმოტეხილი ჩამოუყვანიათ. ეს უფრო ჩვეულებაა, ვიდრე რწმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასიკეთოდ მოგვიბრუნდებოდა ცხვრის ქურქიდან გამოშიგნული რელიგია.

არაგვის ტალღებს შეერთებული "მოწამეთა" სისხლი... სასაკლაოდ ქცეული ეს ულამაზესი ხეობა, კიდევ კარგი, უტყვია, თორემ ბევრს ისაუბრებდა იმ გაუკუღმართებულ რწმენაზე, კოჭებამდე სისხლით რომ შეღებილა.

ძაღლის ყბაში ჩავარდნილი ცხრვრის ტყავები რომ შევნიშნე, გიორგობის დღესასწაულზე, საკუთარი სტომაქის ამოსავსებად ჩასული ადამიანების გასაგონად მინდოდა მეთქვა, რომ იქ დაკლული პირუტყვის სანაცვლოდ უპატრონოთა თავშესაფარი რომ ავაშენოთ, ღმერთიც გემრიელად "დაპურდება" და ადამიანებსაც იმედის სხივი ჩაუდგებათ ჩაღამებულ თვალებში...

ლუდით და ჟიპიტაურით გამტყვრალი ხალხის ყურება, არც ნაზარეველისთვის არის ადვილი... ტაძრის კედელზე სისხლი, იატაკზე სისხლი, ტერფებქვეშ სისხლი, მრევლის გაქონილი ხელები, ერთ ღამეში დადებული ღიპი, "რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს" მეათასედ მოსმენა, გიტარა და ჩქარი ტაში, ყველაფერია, გარდა რწმენისა... ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხერპლოზე...

იქნებ ამის გამო ვისჯებით და მთიდან ჩამოსული მეწყერი პასუხია ცხვარივით თვინიერი ღმერთისა... "წინანდელმა რელიგიურმა დღესასწაულებმა დაკარგეს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა და ახლა იქცნენ ლოთების, უსაქმურების ხანმოკლე შფოთისა და დროსტარების ადგილებად". ცხვრის ხორცი უამრავი საუკუნეა დუღს ქვაბში, ღმერთს კი მისთვის პირი ჯერ კიდევ არ მიუკარებია...

მოამზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე|"დღეს ჩემთვის საქართველოში ყველაზე პირსისხლიანი და წარმართული "დღესასწაულია" - თამარ ივერი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია