რუსეთის მცდელობაა, საბჭოთა იმპერია აღადგინოს და ცხადია, ამ გეგმებში შედის არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნები და ტერიტორიები , - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ტომას ჰენდრიკ ილვესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. უსუფაშვილის ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ის გამოწვევები იყო, რომელიც ქართველ და ესტონელ ხალხს ერთად აქვს.
"ეს არის რუსული აგრესია - რუსეთის მცდელობა, საბჭოთა იმპერია აღადგინოს და ცხადია, ამ გეგმებში შედის არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნები და ტერიტორიები. ჩვენ გვინდა, ეს ყველაფერი მშიდობიანი გზით მოგვარდეს. გვსურს, ხელი შევუწყოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას და ომის სწრაფად დამთავრებას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ესტონეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ და აქტიურ ლობისტად ევროინტეგრაციის პროცესში.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.