სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქალი, რომელიც საქართველოსთვის MAP-ს ეძებს" - რას წერს The Wall Street Journal-ი თინა ხიდაშელზე
"ქალი, რომელიც საქართველოსთვის MAP-ს ეძებს" - რას წერს The Wall Street Journal-ი თინა ხიდაშელზე

"ქალი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ს ეძებს", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას The Wall Street Journal-ის ჟურ­ნა­ლის­ტი, ნაფ­ტა­ლი ბენ­დე­ვი­დი.

სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ თინა ხი­და­შე­ლის ბრი­უ­სელ­ში ნატო-ს შტა­ბ­ბი­ნა­ში ვი­ზიტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე.

"ნატო-ს ლი­დე­რე­ბი გა­სუ­ლი წლის უელ­სის სა­მიტ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს "არ­სე­ბით პა­კეტს" და "სა­ბო­ლოო წევ­რო­ბას" დაჰ­პირ­დნენ. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც ნატო-ს სამ­ხედ­რო მი­სი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი შე­აქვს, უფრო მეტს ითხოვს. კონ­კრე­ტუ­ლად კი სა­ქარ­თვე­ლოს 2016 წლის ნატო-ს ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე MAP-ი სურს, რო­მე­ლიც ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ბოლო ნა­ბი­ჯია. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი ნატო-ს წევ­რი სვამს კი­თხვას, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­რი­სად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც "უოლ სტრიტ ჯორ­ნალ­მა" გუ­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, თინა ხი­და­შე­ლის თქმით, ნატო-ს მომ­დევ­ნო სა­მი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნა­სარ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის აქ­ტი­ურ პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, ამი­ტო­მაც ნატო-ს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის MAP-ის მი­უ­ცემ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის დარ­ტყმა იქ­ნე­ბა.

"თუ პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა უარ­ყო­ფი­თი ვარ­შა­ვი­დან - შე­გიძ­ლი­ათ ჩემი სი­ტყვა და­ი­მახ­სოვ­როთ, მე არ მიყ­ვარს ამის თქმა, მაგ­რამ ამას ექ­ნე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გავ­ლე­ნა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა თინა ხი­და­შელ­მა.

ნაფ­ტა­ლი ბენ­დე­ვი­დი სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის პრობ­ლე­მა­ზეც.

"რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ახ­ლა­ხან ხელი მო­ა­წე­რა "შე­თან­ხმე­ბებს" აფხა­ზეთ­სა და ე.წ.სამ­ხრეთ ოსეთ­თან, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ნა­წი­ლი არ აღი­ა­რებს. ბრი­უ­სელ­ში სას­ტუმ­რო­ში ინ­ტერ­ვი­უს დროს, ქალ­ბა­ტონ ხი­და­შელს და­უ­რე­კა ტე­ლე­ფონ­მა, მას აც­ნო­ბეს, რომ პუ­ტი­ნი სამ­ხრეთ ოსე­თის "პრე­ზი­დენტ" ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვს ხვდე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რის თქმით, თუ მონ­ტე­ნეგ­რო წლის ბო­ლომ­დე ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მიწ­ვე­ვას მი­ი­ღებს, ბევ­რი ექ­სპერ­ტი და თინა ხი­და­შე­ლიც ფიქ­რო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო შემ­დე­გი უნდა იყოს.

დე­და­ნი| The Woman Seeking a MAP of Georgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქალი, რომელიც საქართველოსთვის MAP-ს ეძებს" - რას წერს The Wall Street Journal-ი თინა ხიდაშელზე

"ქალი, რომელიც საქართველოსთვის MAP-ს ეძებს" - რას წერს The Wall Street Journal-ი თინა ხიდაშელზე

"ქალი, რომელიც საქართველოსთვის MAP-ს ეძებს", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ნაფტალი ბენდევიდი.

სტატიაში საუბარია თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტსა და საქართველოს პერსპექტივებზე.

"ნატო-ს ლიდერები გასული წლის უელსის სამიტზე, საქართველოს "არსებით პაკეტს" და "საბოლოო წევრობას" დაჰპირდნენ. თუმცა, საქართველო, რომელსაც ნატო-ს სამხედრო მისიაში სერიოზული წვლილი შეაქვს, უფრო მეტს ითხოვს. კონკრეტულად კი საქართველოს 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტზე MAP-ი სურს, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯია. თუმცა, ზოგიერთი ნატო-ს წევრი სვამს კითხვას, არის თუ არა საქართველო საკმარისად დემოკრატიული", - აღნიშნულია სტატიაში, რომელიც "უოლ სტრიტ ჯორნალმა" გუშინ გამოაქვეყნა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თინა ხიდაშელის თქმით, ნატო-ს მომდევნო სამიტი საქართველოში წინასარჩევნო კამპანიის აქტიურ პერიოდში ჩატარდება, ამიტომაც ნატო-ს მიერ საქართველოსთვის MAP-ის მიუცემლობა, საქართველოს პროდასავლური პარტიებისთვის დარტყმა იქნება.

"თუ პასუხი იქნება უარყოფითი ვარშავიდან - შეგიძლიათ ჩემი სიტყვა დაიმახსოვროთ, მე არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ამას ექნება დაუყოვნებლივი გავლენა არჩევნების შედეგებზე", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ნაფტალი ბენდევიდი სტატიაში ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზეც.

"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახლახან ხელი მოაწერა "შეთანხმებებს" აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთთან, რომელსაც მსოფლიოს უდიდესი ნაწილი არ აღიარებს. ბრიუსელში სასტუმროში ინტერვიუს დროს, ქალბატონ ხიდაშელს დაურეკა ტელეფონმა, მას აცნობეს, რომ პუტინი სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტ" ლეონიდ თიბილოვს ხვდებოდა", - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, თუ მონტენეგრო წლის ბოლომდე ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას მიიღებს, ბევრი ექსპერტი და თინა ხიდაშელიც ფიქრობენ, რომ საქართველო შემდეგი უნდა იყოს.

დედანი| The Woman Seeking a MAP of Georgia

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."