ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა საქართველოს უმსხვილესი კომპანიების 2014 წლის რეიტინგს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი საქსტატის მიერ მიწოდებულ ბრუნვის მაჩვენებლებს ეყრდნობა და მასში საბანკო და სადაზღვევო სექტორი არ შედის.
ასეულში, რომელიც უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალს შეიცავს, ნავთობისა და გაზის რალიზაციის სექტორიდან ყველაზე მეტი კომპანიაა და მათი პროცენტული მაჩვენებელი 14 %-ს შეადგენს. შემდეგი მაჩვენებელია ენერგეტიკის - 9%, კვების ინდუსტრიის 9%, ვაჭრობის სექტორი - 9%. ტრანსპორტი - 8%, ავტოდილერები -7%, ფარმაცია - 6%, კომუნიკაცია - 5, მშენებლობა - 5 და რითეილი - 5%, თამბაქოს ინდუსტრია - 4%, საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაცია - 4%, აზარტული თამაშები - 3%, აგროსექტორი - 2 %, ტექნოლოგიები - 1%.