"თავისუფალი დემოკრატები" მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას "არ დაიჭირო" შეუერთდა. მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი და ზურაბ აბაშიძე მივიდნენ.
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" მხარს უჭერენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას. "თავისუფალი დემოკრატების პოზიციაა, რომ კანონი უნდა შეიცვალოს მომხმარებელთან მიმართებაში. არ უნდა ხდებოდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები მომხმარებლები და არ უნდა ხვდებოდნენ ისინი ციხეში. სახელმწიფომ უნდა შეცვალოს პოლიტიკა, უნდა გააძლიეროს გამსაღებლების მიმართ მუშაობა და მათ წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა, თუმცა ეს ბრძოლა არ უნდა იყოს მომხმარებლების წინააღმდეგ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.