"Elite Model Look Georgia 2015"-ის ნაციონალურ კასტინგთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება

"Elite Model Look Georgia 2015"-ის ნაციონალურ კასტინგთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება

"Elite Model Look Georgia 2015"-ის ნაციონალურ კასტინგთან დაკავშირებით ხვალ, 3 ივნისს, 15:00 საათზე, "თბილისი მოლში" პრესკონფერენცია გაიმართება.

როგორც Ambebi.ge-ს კასტინგის ორგანიზატორი სამოდელო სააგენტო IC Model Management-დან აცნობეს, მსურველთა უფასო ონლაინ რეგისტრაცია ღონისძიების ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე https://apps.facebook.com/elitecastingge მიმდინარეობს. ასევე დაინტერესებულ პირებს განაცხადების მიტანა IC Model Management-ის ოფისში შეუძლიათ.

მათივე განმარტებით, მსურველთა რეგისტრაცია 26 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.

"მსურველებს ვიწვევთ ნაციონალურ კასტინგზე 27 ივნისს, 12:00 საათზე, "თბილისი მოლში". გოგონები უნდა იყვნენ 14-დან 22 წლამდე, სიმაღლით მინიმუმ 170 სმ, ვაჟების შემთხვევაში კი ასაკი 16-დან 22 წლამდე განისაზღვრება. მათი სიმაღლე მინიმუმ 180 სმ უნდა იყოს", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

სამოდელო სააგენტოს ინფორმაციით, კასტინგის შედეგად შეირჩევიან კონკურსანტები, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას გამარჯვების მოსაპოვებლად.

"გამარჯვებულს ირჩევს თავად Elite Model Look-ის წარმომადგენელი პარიზიდან", - აღნიშნავენ სამოდელო სააგენტოში.

Elite Model Look-ი მსოფლიოში პირველი პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსია, "Elite Model Look Georgia" კი საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება კომპანია "ელიტის" ოფიციალური წარმომადგენელის, სამოდელო სააგენტო "IC Model Management"-ის მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

"Elite Model Look Georgia" არის უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავოთ საპატიო ადგილი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან: ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.

"Elite Model Look"-ის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონა იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო "Elite Model Management"-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი", - განმარტავენ სამოდელო სააგენტოში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია