რატომ ამოთხარეს 14 წლის მარიამის ცხედარი სასაფლაოდან - "სოფელი ამბობდა, ფეხმძიმედ იყოო"

რატომ ამოთხარეს 14 წლის მარიამის ცხედარი სასაფლაოდან - "სოფელი ამბობდა, ფეხმძიმედ იყოო"

მას შემდეგ, რაც 14 წლის მარიამ კელენჯერიძის ტრაგიკული ისტორია ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა, ამ მძიმე ისტორიაზე სიუჟეტი "იმედის კვირამაც" მოამზადა.

14 წლის მარიამ კელენჯერიძის ცხედარი საფლავიდან გასულ კვირას ამოასვენეს და ქუთაისის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არასრულწლოვანმა ორი წლის წინ თავი მოიკლა. ორი წელია, შვილმკვდარი დედა უშედეგოდ ეძებს პასუხს, თუ რატომ გადაგდა მისმა შვილმა ეს ნაბიჯი. იმედია, ექსპერტიზა მთავარ კითხვებს პასუხს გასცემს.

შვილის საფლავიდან ამოთხრის უმძიმესი გადაწყვეტილება დედამ გავრცელებული უამრავი მითქმა-მოთქმის შემდეგ მიიღო. ამბობენ, რომ 14 წლის არასრულწლოვანი ფეხმძიმედ იყო და ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. დედას ამ ინფორმაციამ მოსვენება დააკარგვინა. ორი წელი შვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას უშედეგოდ ითხოვდა.

ფრაგმენტი ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან, რომელშიც გამოცემას მარიამის დედა, მარინა ფხაკაძე ესაუბრება:

მარიამ ფხაკაძე: სიკვდილამდე ჩემი შვილი შეყვარებულსა და დაქალს რომ ესაუბრა, დაქალისთვის უთქვამს, - აწი ვერასოდეს მნახავო. თურმე, ოთახშიც არ იყო შესვენებული ჩემი შვილი, დაქალმა და მისმა ძმებმა რომ მოირბინეს ჩვენთან. ახლა ამბობს, - პოლიციიდან გავიგე მარიამის სიკვდილიო, არადა, მეზობლები ადასტურებენ, რომ მაშინვე იქ გაჩნდნენ. მაშინ უთქვამს, - მარი ასე კი მელაპარაკა, მაგრამ ტელეფონში ფული არ მქონდა, ოჯახისთვის რომ მეცნობებინაო. ხომ შეეძლო, მაშინვე მოერბინა და ეთქვა? ხომ გადარჩებოდა ჩემი შვილი?

"გზა": შეყვარებულთან ხომ არ ჰქონდა უთანხმოება?

მარიამ ფხაკაძე: არა მგონია. აგვისტოში თურქეთიდან რომ ჩამოვედი, ის ბიჭი ტელეფონით მალაპარაკა. მითხრა, - ქალბატონო მარინა, მე და მარის გვიყვარს ერთმანეთი, ნუ დაგვიშლით სიყვარულს, ჯერ ვისწავლით და დრო რომ მოვა, დავქორწინდებითო. პასუხი ვერ გავეცი. მერე თურმე ჩემი შვილისთვის უკითხავს, - ქალწული ხარო? ვფიქრობ, დაქალმა შუღლი ჩამოაგდო მათ შორის.

"გზა": თქვენი აზრით, შეყვარებულისგან იყო ფეხმძიმედ?

მარიამ ფხაკაძე: არაფერი ვიცი, არც ის, ეს ჭორია თუ სიმართლე. ამდენი ხანია, ვითხოვ მისი დაქალის, შეყვარებულისა და იმ დაქალის ახლობელი ბიჭის დაპირისპირებას. ჩემი შვილის დაქალი მარის ორმოცამდე იმ ნაციხარ ბიჭს ცოლად გაჰყვა. არ ვიცი, რა იმალება ამ ყველაფრის უკან, ამაზე ვითხოვ გამოძიებას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ნაციხარმა ჩემს შვილზე იძალავა, გააუპატიურა და ბავშვი ამას განიცდიდა. ჩემს შვილს გარეგანი დათვალიერების დროს აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. ჩაქცევები ჰქონდა. როგორც ჩანს, ნერვიულობდა და ბოლოს ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა...

სრული ინტერვიუ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია