უკრაინელი ოლიგარქი და დნეპროპეტროვსკის ოლქის ექსგუბერნატორი, იგორ კოლომოისკი მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნას სკეპტიკურად უყურებს და მეტად ნეგატიურ პროგნოზს აკეთებს.
"სააკაშვილის დანიშვნით გაკვირვებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს დროებითი ფიგურაა. სააკაშვილი ახლა ოდესას გადასცემს რუსებს, შემედეგ კი მოგვიწევს მისი ბრძოლით დაბრუნება. იქნება გარკვეულ დროს განმავლობაში გუბერნატორი, შემდეგ კი შეცვლიან." მისივე თქმით, ოდესის უკვე ყოფილ გუბერნატორს, იგორ პალიცას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არანაირი განცხადება არ დაუწერია. მის თქმით: "ოდესის ყოფილი გუბერნატორსა და პოროშენკოს შორის შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა, მას მადლობა გადაუხადეს და უთხრეს, რომ აღარ სჭირდებათ მისი სამსახურს." ოლიგარქის თქმით, პალიცა სწორედ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მის მოკავშირედ მიაჩნდათ. უკრაინელ პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კოლომოისკის გაღიზიანება იმ ფნანსურ ინტერესებს უკავშირდება, რაც მას ოდესის ოლქში აქვს, შესაბამისად, მასა და სააკაშვილს შორი მწვევე დაპირისპირებას არ გამორიცხავენ.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე