სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჭიკაიძე ზონდერობას მთხოვდა - ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის სკანდალური განცხადება
ჭიკაიძე ზონდერობას მთხოვდა - ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის სკანდალური განცხადება

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე აღ­ნიშ­ნუ­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის ფაქ­ტორ­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც ოქ­რო­პი­რი­ძემ დღეს სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას გა­ნა­ცხა­და, მკვლე­ლო­ბა მას არ ჩა­უ­დე­ნია და ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რომ ლაშა მა­ხა­რა­ძის მი­მართ გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვლა­დი­მერ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ჭი­კა­ი­ძის ნა­თე­სა­ვია. ოქ­რო­პი­რი­ძის და­კი­თხვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ცე­სი, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გუ­შინ და­ი­ხუ­რა იმ მო­ტი­ვით, რომ დარ­ბა­ზის მხრი­დან პრო­ცე­სის­თვის ხე­ლის­შეშ­ლა ხდე­ბო­და. ჩვე­ნე­ბის დე­ტა­ლებ­ზე კი ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ფორ­მა­ცია ად­ვო­კატ­მა და პრო­კუ­რორ­მა გა­აც­ნეს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა მათე ხარ­ჭა­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მის დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა დღეს მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის დროს ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ვლა­დი­მერ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მი­ვი­და ოქ­რო­პი­რი­ძეს­თან და სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, იმ დრო­ის­თვის მის ავ­ტო­მო­ბილ­ზე არ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ნომ­რე­ბის შეც­ვლა­ში და იმ ია­რა­ღის გა­და­მალ­ვა­ში, რომ­ლი­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა.

"ის ამ­ბობს, რომ იმ­ყო­ფე­ბო­და აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე ერთ-ერთი სახ­ლის ეზო­ში, რა დრო­საც მას­თან მი­ვი­და ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი და უთხრა, რომ ლაშა მა­ხა­რა­ძე ვნა­ხეთ "მი­ვუს­ვი­თო". ამა­ში იგუ­ლის­ხმობ­და ის, რომ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მა­ხა­რა­ძის მი­მართ გას­რო­ლა, შემ­დეგ ოქ­რო­პი­რი­ძეს სთხო­ვა დახ­მა­რე­ბო­და ია­რა­ღი­სა და რუ­სუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის შეც­ვლა­ში, ასე­ვე ოქ­რო­პი­რი­ძემ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ფლობ­და და რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას არის და­ფი­ქის­რე­ბუ­ლი, ბა­გებ­ში წყნე­თის გზა­ზე ჭი­კა­ი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ფა­რეხ­ში იპო­ვეს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა ისა­უბ­რა მის მი­მართ ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბამ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლა­ზე. კერ­ძოდ, ოქ­რო­პი­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე იგი სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს "თაღ­ლა­უ­რას­თან", სა­დაც ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და შს მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრი ალექ­სან­დე ჭი­კა­ი­ძე, ჩა­ის­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში და მას შეს­თა­ვა­ზეს, რომ ყო­ფი­ლი­ყო ზონ­დე­რი. უა­რის შემ­დეგ კი, რო­გორც ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ოქ­რო­პი­რი­ძის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მუ­ქა­რა და ზე­წო­ლა. "სწო­რედ ამ ფაქტს უკავ­ში­რებს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი იმას, რომ შე­უ­თი­თხნეს ბრალ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მათე ხარ­ჭა­მა­ძემ.

პრო­ცეს­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შეს­ვე­ნე­ბის დროს კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ნი­კო­ლოზ ნი­ნი­ძე­მაც, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ დღეს ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რო­რი და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მი­იჩ­ნევს ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"ოქ­რო­პი­რი­ძემ თქვა, რომ ის პი­რა­დად ჭი­კა­ი­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გა­ე­სა­უბ­რა და შეს­თა­ვა­ზეს, რომ ზონ­დე­რი ყო­ფი­ლი­ყო, რაც ალ­ბათ, ყო­ველ­გვარ აზრს არის მოკ­ლე­ბუ­ლი. ეს არის ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ გა­მო­გო­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი და არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. მან თქვა რომ 2014 წლის 2 სე­ქე­ტემ­ბერს იმ­ყო­ფე­ბო­და მის სახ­ლთან ახ­ლოს ერთ-ერთ ეზო­ში, რო­დე­საც ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მი­ვი­და მას­თან და უთხრა, რომ ლაშა მა­ხა­რა­ძეს ეს­რო­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით. მან ასე­ვე თქვა, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი მას ნა­ნა­ხი არ აქვს და მო­ის­მი­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის­გან თით­ქოს ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა მო­ახ­დი­ნა მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით გას­რო­ლა. ასე­ვე ოქ­რო­პი­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა ის, რომ ამის შემ­სწრე იყო არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა სად არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­ვინ არ იცის. დაც­ვის მხა­რეს მათი და­კი­თხვა და შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნა არც კი უც­დია", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ნი­კო­ლოზ ნი­ნი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ არ­სე­ბობს მკვლე­ლო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი საქ­მე­ში, პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კი­თხუ­ლია მოწ­მე, რო­მე­ლიც არის იმ ლომ­ბარ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, იქ სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და. პრო­კუ­რო­რის თქმით, აღ­ნიშ­ნულ­მა მოწ­მემ აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის დღემ­დე ანუ 2 სექ­ტე­მებ­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კა­მე­რე­ბი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და ამოქ­მედ­და მას შემ­დეგ რაც გა­მოც­ვა­ლეს პრო­ცე­სო­რი, ანუ მკვლე­ლო­ბის დღის შემ­დეგ. პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ ამო­ი­ღო შე­და­რე­ბით მო­შო­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი სთვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი, თუმ­ცა რო­გორც ნი­კო­ლოზ ნი­ნი­ძე აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნულ ჩა­ნა­წერს ცუდი ხილ­ვა­დო­ბა აქვს.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის და­კი­თხვა ნა­ფიც მსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნახ­ლდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჭიკაიძე ზონდერობას მთხოვდა - ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის სკანდალური განცხადება

ჭიკაიძე ზონდერობას მთხოვდა - ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის სკანდალური განცხადება

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე აღნიშნული მკვლელობის საქმეში შს ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ფაქტორზე საუბრობს.

როგორც ოქროპირიძემ დღეს სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების წინაშე ჩვენების მიცემისას განაცხადა, მკვლელობა მას არ ჩაუდენია და ინფორმაცია აქვს, რომ ლაშა მახარაძის მიმართ გასროლა განახორციელა ვლადიმერ ბერძენიშვილმა, რომელიც ჭიკაიძის ნათესავია. ოქროპირიძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესი, მოსამართლის გადაწყვეტილებით გუშინ დაიხურა იმ მოტივით, რომ დარბაზის მხრიდან პროცესისთვის ხელისშეშლა ხდებოდა. ჩვენების დეტალებზე კი ჟურნალისტებს ინფორმაცია ადვოკატმა და პროკურორმა გააცნეს.

როგორც ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ განაცხადა, მის დაცვის ქვეშ მყოფმა დღეს მიცემული ჩვენების დროს ისიც აღნიშნა, რომ ვლადიმერ ბერძენიშვილი მკვლელობის შემდეგ მივიდა ოქროპირიძესთან და სთხოვა დახმარება, იმ დროისთვის მის ავტომობილზე არსებული რუსული ნომრების შეცვლაში და იმ იარაღის გადამალვაში, რომლითაც განახორციელა გასროლა.

"ის ამბობს, რომ იმყოფებოდა აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ეზოში, რა დროსაც მასთან მივიდა ბერძენიშვილი და უთხრა, რომ ლაშა მახარაძე ვნახეთ "მივუსვითო". ამაში იგულისხმობდა ის, რომ ბერძენიშვილმა განახორციელა მახარაძის მიმართ გასროლა, შემდეგ ოქროპირიძეს სთხოვა დახმარებოდა იარაღისა და რუსული სანომრე ნიშნების შეცვლაში, ასევე ოქროპირიძემ ისიც აღნიშნა, რომ ავტომობილი, რომელსაც ბერძენიშვილი ფლობდა და რომელიც მკვლელობის ადგილას არის დაფიქისრებული, ბაგებში წყნეთის გზაზე ჭიკაიძის საცხოვრებელი სახლის ფარეხში იპოვეს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბრალდებულმა ისაუბრა მის მიმართ ლაშა მახარაძის მკვლელობამდე განხორციელებულ ზეწოლაზე. კერძოდ, ოქროპირიძემ აღნიშნა, რომ მკვლელობამდე იგი საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს "თაღლაურასთან", სადაც ავტომობილში იმყოფებოდა შს მაშინდელი მინისტრი ალექსანდე ჭიკაიძე, ჩაისვეს ავტომობილში და მას შესთავაზეს, რომ ყოფილიყო ზონდერი. უარის შემდეგ კი, როგორც ადვოკატი ამბობს, ოქროპირიძის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და ზეწოლა. "სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმას, რომ შეუთითხნეს ბრალდება", - განაცხადა მათე ხარჭამაძემ.

პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემაც, რომელიც ამბობს, რომ დღეს ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებაში არ არსებობს მტკიცებულებები, შესაბამისად, პროკურორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას.

"ოქროპირიძემ თქვა, რომ ის პირადად ჭიკაიძის ავტომანქანაში გაესაუბრა და შესთავაზეს, რომ ზონდერი ყოფილიყო, რაც ალბათ, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. ეს არის ბრალდებულის მიერ გამოგონილი ფაქტები და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. მან თქვა რომ 2014 წლის 2 სექეტემბერს იმყოფებოდა მის სახლთან ახლოს ერთ-ერთ ეზოში, როდესაც ბერძენიშვილი მივიდა მასთან და უთხრა, რომ ლაშა მახარაძეს ესროლა ცეცხლსასროლი იარაღით. მან ასევე თქვა, რომ მკვლელობის ფაქტი მას ნანახი არ აქვს და მოისმინა ბერძენიშვილისგან თითქოს ბერძენიშვილმა მოახდინა მისი მიმართულებით გასროლა. ასევე ოქროპირიძემ აღნიშნა ის, რომ ამის შემსწრე იყო არაერთი ადამიანი, თუმცა სად არიან ეს ადამიანები, არავინ არ იცის. დაცვის მხარეს მათი დაკითხვა და შემდეგ სასამართლოში წარმოდგენა არც კი უცდია", - განაცხადა პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არ არსებობს მკვლელობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საქმეში, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში დაკითხულია მოწმე, რომელიც არის იმ ლომბარდის თანამშრომელი, რომელიც მდებარეობს აბაშიძის ქუჩაზე, იქ სადაც მკვლელობა მოხდა. პროკურორის თქმით, აღნიშნულმა მოწმემ აღნიშნა, რომ მახარაძის მკვლელობის დღემდე ანუ 2 სექტემებრამდე რამდენიმე დღით ადრე კამერები არ ფუნქციონირებდა და ამოქმედდა მას შემდეგ რაც გამოცვალეს პროცესორი, ანუ მკვლელობის დღის შემდეგ. პროკურორის ინფორმაციით, გამოძიებამ ამოიღო შედარებით მოშორებით არსებული სთვალთვალო კამერის ჩანაწერი, თუმცა როგორც ნიკოლოზ ნინიძე აცხადებს, აღნიშნულ ჩანაწერს ცუდი ხილვადობა აქვს.

საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის დაკითხვა ნაფიც მსაჯულების პირობებში შესვენების შემდეგ განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ