სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კოტეს უნდოდა, რომ თარაშს ამ ბაღში ესწავლა" - მორიგი საჩუქარი თოლორდავების ოჯახს
"კოტეს უნდოდა, რომ თარაშს ამ ბაღში ესწავლა" - მორიგი საჩუქარი თოლორდავების ოჯახს

სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მი­ამ - "წიგ­ნი­ე­რი" კოტე თო­ლორ­და­ვას ოჯახს სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა: პა­ტა­რა თა­რაშ თო­ლორ­და­ვა უფა­სოდ მი­ი­ღო და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­მი­სი - განო მე­ლი­თა­უ­რი იქ არა­ნა­ირ გა­და­სა­ხადს არ გა­და­იხ­დის... ჩვენ აღ­ნიშ­ნულ ბაღს და­ვუ­კავ­შირ­დით.

ნინო ბარ­ძი­მაშ­ვი­ლი, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მია - "წიგ­ნი­ე­რის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე:

- განო ჩვენ­თან ხში­რად რე­კავ­და, აინ­ტე­რე­სებ­და ბაღ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი. ჩვენც შე­სა­ბა­მი­სად ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდი­დით. მოკ­ლედ, ის დი­რექ­ტორ­საც ელა­პა­რა­კა, მეც და კო­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, შე­ვა­თან­ხმეთ კი­დეც ვი­ზი­ტი, რომ ორი­ვე­ნი (კოტე და განო) ერ­თად უნდა მო­სუ­ლიყ­ვნენ და ბავ­შვიც მო­ეყ­ვა­ნათ. მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ კო­ტემ უდ­რო­ო­ბის გამო მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა, ის მოს­კოვ­ში გა­და­ღე­ბა­ზე გაფ­რინ­და.

შემ­დეგ კი ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, რაც ცხა­დია, ჩვენ­თვი­საც შოკი იყო, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათ ოჯახს ბან­კის ვა­ლის გამო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს და თან, განო მე­სა­მე ბავ­შვზე ფეხ­მძი­მედ არის, მე და დი­რექ­ტორ­მა ვი­სა­უბ­რეთ და გა­დავ­წყვი­ტეთ (რად­გა­ნაც ეს კო­ტეს სურ­ვი­ლიც იყო, დიდი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და ჩვე­ნი ბა­ღის მი­მართ), გა­ნოს­თვის შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, თა­რა­ში ჩვენ­თან მო­ეყ­ვა­ნა და ამა­ში არა­ნა­ირ სა­ზღა­ურს არ გა­და­იხ­დი­და. თან, ბავ­შვის ბაღ­ში მოყ­ვა­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რათა პა­ტა­რა დრო­უ­ლად მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სა­დაც თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად, ჩვენს აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი­ყო და არა­ნა­ი­რი შფო­თი და წუ­ხი­ლი არ ეგ­რძნო იმ ამ­ბის გამო, რაც მათ­თან მოხ­და...

- თა­რა­ში დღეს უკვე თქვენ­თან და­დის?

- კი, უკვე 2 კვი­რაა, ჩვე­ნი აღ­საზ­რდე­ლია.

- გა­ნოს ამით უდი­დე­სი თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ხა­ტეთ.

- შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გვინ­დო­და, მარ­თლაც გვერ­დით დავ­დგო­მო­დით. ბავ­შვის­თვის შეგ­ვექ­მნა მაქ­სი­მა­ლუ­რად ის სი­ტუ­ა­ცია, რომ გარ­კვე­უ­ლი სტრე­სი, შფო­თი თუ ღელ­ვა ად­ვი­ლად გა­და­ე­ტა­ნა.

- მოკ­ლედ, განო თქვენ­თან არა­ნა­ირ სა­ფა­სურს არ გა­და­იხ­დის.

- არ გა­და­იხ­დის და ეს იქამ­დე იქ­ნე­ბა, ვიდ­რე თა­რაშს ბაღ­ში სი­ა­რუ­ლი დას­ჭირ­დე­ბა. მინ­და გი­თხრათ, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და ჭკვი­ა­ნი ბი­ჭია (გე­ნე­ტი­კა თა­ვი­სას შვრე­ბა). ამას­თან, კარ­გად აღზ­დი­ლი ბავ­შვია; ისე­თი, უპ­რობ­ლე­მოდ რომ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა წე­სებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბაღ­ში აქამ­დე არ უვ­ლია. ხომ გე­უბ­ნე­ბით, კარ­გად არის აღ­ზრდი­ლი-მეთ­ქი. მოკ­ლედ, მისი ადაპ­ტა­ცია ახალ გა­რე­მოს­თან ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მოხ­და. გარ­კვე­უ­ლი ტი­პის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რე­კორ­დულ დრო­ში გა­და­ლა­ხა.

- რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ მიდ­რე­კი­ლე­ბას ხომ არ ავ­ლენს: მა­გა­ლი­თად, კარ­გად მღე­რის, ცეკ­ვავს...

- სიმ­ღე­რა მოს­წონს ძა­ლი­ან და მუ­სი­კის აქ­ტი­ვო­ბებ­ში მონ­დო­მე­ბით ერ­თვე­ბა. ცეკ­ვა­ზე თავს იკა­ვებს, ჯერ­ჯე­რო­ბით, დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­შია...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"კოტეს უნდოდა, რომ თარაშს ამ ბაღში ესწავლა" - მორიგი საჩუქარი თოლორდავების ოჯახს

"კოტეს უნდოდა, რომ თარაშს ამ ბაღში ესწავლა" - მორიგი საჩუქარი თოლორდავების ოჯახს

სკოლამდელი განათლების აკადემიამ - "წიგნიერი" კოტე თოლორდავას ოჯახს საჩუქარი გაუკეთა: პატარა თარაშ თოლორდავა უფასოდ მიიღო და სამი წლის განმავლობაში დედამისი - განო მელითაური იქ არანაირ გადასახადს არ გადაიხდის... ჩვენ აღნიშნულ ბაღს დავუკავშირდით.

ნინო ბარძიმაშვილი, სკოლამდელი განათლების აკადემია - "წიგნიერის" დირექტორის მოადგილე:

- განო ჩვენთან ხშირად რეკავდა, აინტერესებდა ბაღში არსებული პირობები. ჩვენც შესაბამისად ინფორმაციას ვაწვდიდით. მოკლედ, ის დირექტორსაც ელაპარაკა, მეც და კოტეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შევათანხმეთ კიდეც ვიზიტი, რომ ორივენი (კოტე და განო) ერთად უნდა მოსულიყვნენ და ბავშვიც მოეყვანათ. მაგრამ ისე მოხდა, რომ კოტემ უდროობის გამო მოსვლა ვერ მოახერხა, ის მოსკოვში გადაღებაზე გაფრინდა.

შემდეგ კი ტრაგიკული ამბავი მოხდა, რაც ცხადია, ჩვენთვისაც შოკი იყო, ძალიან განვიცადეთ... მოგვიანებით, როდესაც ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ოჯახს ბანკის ვალის გამო სერიოზული პრობლემა აქვს და თან, განო მესამე ბავშვზე ფეხმძიმედ არის, მე და დირექტორმა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ (რადგანაც ეს კოტეს სურვილიც იყო, დიდი ინტერესი ჰქონდა ჩვენი ბაღის მიმართ), განოსთვის შეგვეთავაზებინა, თარაში ჩვენთან მოეყვანა და ამაში არანაირ საზღაურს არ გადაიხდიდა. თან, ბავშვის ბაღში მოყვანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომხდარიყო, რათა პატარა დროულად მოხვედრილიყო ისეთ სიტუაციაში, სადაც თანატოლებთან ერთად, ჩვენს აქტივობებში ჩართულიყო და არანაირი შფოთი და წუხილი არ ეგრძნო იმ ამბის გამო, რაც მათთან მოხდა...

- თარაში დღეს უკვე თქვენთან დადის?

- კი, უკვე 2 კვირაა, ჩვენი აღსაზრდელია.

- განოს ამით უდიდესი თანადგომა გამოუხატეთ.

- შესაძლებლობის ფარგლებში გვინდოდა, მართლაც გვერდით დავდგომოდით. ბავშვისთვის შეგვექმნა მაქსიმალურად ის სიტუაცია, რომ გარკვეული სტრესი, შფოთი თუ ღელვა ადვილად გადაეტანა.

- მოკლედ, განო თქვენთან არანაირ საფასურს არ გადაიხდის.

- არ გადაიხდის და ეს იქამდე იქნება, ვიდრე თარაშს ბაღში სიარული დასჭირდება. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი და ჭკვიანი ბიჭია (გენეტიკა თავისას შვრება). ამასთან, კარგად აღზდილი ბავშვია; ისეთი, უპრობლემოდ რომ ექვემდებარება წესებს, მიუხედავად იმისა, რომ ბაღში აქამდე არ უვლია. ხომ გეუბნებით, კარგად არის აღზრდილი-მეთქი. მოკლედ, მისი ადაპტაცია ახალ გარემოსთან ძალიან მარტივად მოხდა. გარკვეული ტიპის რეკომენდაციები რეკორდულ დროში გადალახა.

- რაიმე განსაკუთრებულ მიდრეკილებას ხომ არ ავლენს: მაგალითად, კარგად მღერის, ცეკვავს...

- სიმღერა მოსწონს ძალიან და მუსიკის აქტივობებში მონდომებით ერთვება. ცეკვაზე თავს იკავებს, ჯერჯერობით, დაკვირვების პროცესშია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია