9 ყველაზე ძვირადღირებული უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში

9 ყველაზე ძვირადღირებული უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში

საქართველოში საკმაოდ ბევრი უმაღლესი სასწავლებელია და შესაბამისად, აბიტურიენტებს დიდი არჩევანი აქვთ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური წელიწადში 2250 ლარია. განსხვავებულია სწავლის საფასური კერძო უნივერსიტეტებში, სადაც სწავლის გადასახადი გარკვეულ ფაკულტეტებზე 7000 ლარსაც კი აჭარბებს.

სწავლის საფასურის სიდიდის მიხედვით, პირველ ადგილზეა "თავისუფალი უნივერსიტეტი". Bpn.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "თავისუფალ უნივერსიტეტში" სწავლის საფასური სტანდარტულად 6 950 ლარს შეადგენს, გარდა ბიზნეს სკოლისა, სადაც სწავლის გადასახადი წლიურად 7 850 ლარია. 2015 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ცოდნის ფონდი "თავისუფალი უნივერსიტეტის" ყველა სტუდენტისთვის აწესებს სასწავლო გრანტს 11 600 ლარის ოდენობით. ეს თანხა სტუდენტს 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად სწავლის საფასურს 2 900 ლარით შეუმცირებს. ამასთან, ცოდნის ფონდის გრანტს ემატება სახელმწიფო გრანტი, რომელიც სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგის მიხედვით ეძლევა.

სწავლის მაღალი საფასურის მიხედვით მეორე ადგილზეა "კავკასიის უნივერსიტეტი". უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "კავკასიის უნივერსიტეტის" თბილისის კამპუსში 17 საბაკალავრო პროგრამაა, ხოლო ბათუმის ფილიალში 5 საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს. სწავლის საფასური კი ასეთია: თბილისი - ინფორმატიკა; ტელეკომუნიკაცია; ევროპისმცოდნეობა; ინგლისური ფილოლოგია; სოციოლოგია, ფსიქოლოგია; ტურიზმი; ეკონომიკა - 2 250 ლარი წლიური გადასახადი, აბიტურიენტს შეუძლია ისარგებლოს მის მიერ მოპოვებული ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტით.

ბიზნესის ადმინისტრირება; საერთაშორისო ბიზნესი - წლიური გადასახადი 7 500 ლარი, ამ სპეციალობებზე აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო გრანტის გარდა შიდა საუნივერსიტეტო გრანტით ისარგებლოს, რომელიც წელიწადში 2 900 ლარია. შიდა გრანტს მოიპოვებს აბიტურიენტი, რომელიც "კავკასიის უნივერსიტეტის" ამ სპეციალობას მიუთითებს პირველ ან მეორე პრიორიტეტად და მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს.

სამართალი, ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაცია, პიარი, მედია და ხელოვნება, საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია, ჯანდაცვის მენეჯმენტი - წლიური გადასახადი ამ ფაკულტეტებზე 5 900 ლარია, ამ სპეციალობებზე აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო გრანტის გარდა შიდა საუნივერსიტეტო გრანტით ისარგებლოს, რომელიც წელიწადში 2 000 ლარია. შიდა გრანტს მოიპოვებს აბიტურიენტი, რომელიც "კავკასიის უნივერსიტეტის" ამ სპეციალობას მიუთითებს პირველ ან მეორე არჩევნად და მოიპოვებს სახელმწიფო გრანტს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) სწავლის საფასურის მიხედვით მესამე ადგილზეა. 2015 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად, ”ჯიპას” ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე მიღებული სტუდენტებისთვის სწავლის წლიური ღირებულება 7000 ლარია. გარდა ამისა GIPA სტუდენტებს კოინების პროგრამას სთავაზობს, რომელის დახმარებითაც, შესაძლებელია სწავლის საფასურის შემცირება. სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე 2014-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური 5 000 ლარს შეადგენს. აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა GIPA-ში სწავლის მსურველთათვის 5,400 ლარს შეადგენს. სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასური 5000 ლარია.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია