სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისში ცნობილი გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დანით დაჭრეს
თბილისში ცნობილი გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დანით დაჭრეს

უც­ნობ­მა პი­რებ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში გი­ნე­კო­ლო­გი ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი დაჭ­რეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა დიდ დი­ღომ­ში, გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლის ქუ­ჩა­ზე გუ­შინ შუა დღეს მოხ­და. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მა­ყაშ­ვილს უც­ნო­ბი პი­რე­ბი ფოს­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბად გა­ეც­ნენ, კა­რის გა­ღე­ბის შემ­დეგ კი და­ნით დაჭ­რეს. ლე­ვან მა­ყაშ­ვილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გულ-მკერ­დი­სა და სა­ხის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მე­ზობ­ლე­ბის თქმით, დაჭ­რილ­მა სა­დარ­ბა­ზო­დან გას­ვლა თა­ვად შეძ­ლო, რის შემ­დე­გაც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს. მა­ყაშ­ვილს უკვე ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია. დაჭ­რის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. მომ­ხდარ­ზე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. მა­ყაშ­ვი­ლის მა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის შვილს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ნე­ი­რო-ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვით მკურ­ნა­ლობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თბილისში ცნობილი გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დანით დაჭრეს

თბილისში ცნობილი გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დანით დაჭრეს

უცნობმა პირებმა საკუთარ სახლში გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე გუშინ შუა დღეს მოხდა. ახლობლების თქმით, მაყაშვილს უცნობი პირები ფოსტის თანამშრომლებად გაეცნენ, კარის გაღების შემდეგ კი დანით დაჭრეს. ლევან მაყაშვილს დაზიანებები გულ-მკერდისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

მეზობლების თქმით, დაჭრილმა სადარბაზოდან გასვლა თავად შეძლო, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მაყაშვილს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. დაჭრის მიზეზი უცნობია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მაყაშვილის მამის ინფორმაციით, მის შვილს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. ექიმის ინფორმაციით კი, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ნეირო-ქირურგიულ განყოფილებაში თავის ტვინის შერყევით მკურნალობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ