სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დონალდ ტუსკი - ძალიან კარგად ვიცი, რომ ცვლილებებს მოუთმენლად ველოდებით, თუმცა სტრატეგიული მოთმინება გვჭირდება
დონალდ ტუსკი - ძალიან კარგად ვიცი, რომ ცვლილებებს მოუთმენლად ველოდებით, თუმცა სტრატეგიული მოთმინება გვჭირდება

რი­გის სა­მიტ­ზე რა­ი­მე უზარ­მა­ზა­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა არ იგეგ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ რი­გა­ში აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტის და­წყე­ბამ­დე ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტუსკმა გა­ნა­ცხა­და.

"მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რომ ჩვენ ცვლი­ლე­ბებს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით, თუმ­ცა, გვჭირ­დე­ბა გა­მო­ვი­მუ­შა­ვოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი მოთ­მი­ნე­ბა. რი­გის სა­მიტ­ზე რა­ი­მე უზარ­მა­ზა­რი ნა­ბი­ჯე­ბის წინ გა­დად­გმის გა­მო­ცხა­დე­ბა არ იგეგ­მე­ბა. არა, ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნდა წა­ვი­დეს წინ, ისე რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი შე­იქ­მნა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ნიშ­ნავს რე­ა­ლურ პროგ­რესს ვაჭ­რო­ბის, ენერ­გე­ტი­კის, მო­ბი­ლო­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით, რაც ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის და ასე­ვე მთე­ლი ევ­რო­პის ინ­ტე­რე­სებ­შია",- წე­რია დო­ნალდ ტუს­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მი­სი­ვე თქმით, ის რი­გა­ში იმი­სათ­ვის ჩა­ვი­და, რომ კი­დევ ერთხელ გა­უს­ვას ხაზი, რომ ევ­რო­კავ­ში­რი თა­ვის კურსს ინარ­ჩუ­ნებს, "მი­უ­ხე­და­ვად და­ში­ნე­ბი­სა, აგ­რე­სი­ი­სა და ბოლო წელს მიმ­დი­ნა­რე ომი­სა, ევ­რო­კავ­ში­რი ჩვე­ნი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა, ისე რო­გორც ადრე. ამას ადას­ტუ­რებს ევ­რო­კავ­ში­რის 28 წევ­რი­დან 25 წევ­რი ქვეყ­ნის ლი­დე­რის აქ ჩა­მოს­ვლაც. დღეს მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბა ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი პრი­ო­რი­ტე­ტია ევ­რო­პის გას­წვრივ, არამ­ხო­ლოდ ჩვე­ნი კონ­ტი­ნენ­ტის აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში, რო­გორც ეს ხუთი წლის წინ იყო", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტუსკმა.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­შირს სურს, გა­ნა­ვი­თა­როს კავ­ში­რე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რებ­თან. ტუს­კის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პას სურს, და­ეხ­მა­როს აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ტრანსფორ­მი­რე­ბა­ში, რაც თა­ვი­ანთ მო­ქა­ლა­ქე­ებს სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს და ამ ქვეყ­ნებს უფრო მოქ­ნილს გახ­დის გარე ზე­წო­ლის მი­მართ.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის თქმით, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბა არ არის მი­მარ­თუ­ლი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბა არ არის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი რუ­სეთ­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის. რუ­სე­თი რომ უფრო რბი­ლი, მომ­ხიბ­ვლე­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო აღარ გამ­ხდა­რი­ყო მისი მე­ზობ­ლე­ბის მი­მართ და­მან­გრე­ვე­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი ტაქ­ტი­კის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბა",- წე­რია ტუს­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დონალდ ტუსკი - ძალიან კარგად ვიცი, რომ ცვლილებებს მოუთმენლად ველოდებით, თუმცა სტრატეგიული მოთმინება გვჭირდება

დონალდ ტუსკი - ძალიან კარგად ვიცი, რომ ცვლილებებს მოუთმენლად ველოდებით, თუმცა სტრატეგიული მოთმინება გვჭირდება

რიგის სამიტზე რაიმე უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმა არ იგეგმება, - ამის შესახებ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

"მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენ ცვლილებებს მოუთმენლად ველოდებით, თუმცა, გვჭირდება გამოვიმუშავოთ სტრატეგიული მოთმინება. რიგის სამიტზე რაიმე უზარმაზარი ნაბიჯების წინ გადადგმის გამოცხადება არ იგეგმება. არა, ჩვენი პარტნიორობა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეს წინ, ისე როგორც ევროკავშირი შეიქმნა, ამ შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯ ნიშნავს რეალურ პროგრესს ვაჭრობის, ენერგეტიკის, მობილობისა და რეფორმების კუთხით, რაც ჩვენი პარტნიორების და ასევე მთელი ევროპის ინტერესებშია",- წერია დონალდ ტუსკის განცხადებაში.

მისივე თქმით, ის რიგაში იმისათვის ჩავიდა, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ ევროკავშირი თავის კურსს ინარჩუნებს, "მიუხედავად დაშინებისა, აგრესიისა და ბოლო წელს მიმდინარე ომისა, ევროკავშირი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული რჩება, ისე როგორც ადრე. ამას ადასტურებს ევროკავშირის 28 წევრიდან 25 წევრი ქვეყნის ლიდერის აქ ჩამოსვლაც. დღეს მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენი ერთობლივი პრიორიტეტია ევროპის გასწვრივ, არამხოლოდ ჩვენი კონტინენტის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, როგორც ეს ხუთი წლის წინ იყო", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს სურს, განავითაროს კავშირები აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ტუსკის განცხადებით, ევროპას სურს, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორებს საზოგადოების ტრანსფორმირებაში, რაც თავიანთ მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს და ამ ქვეყნებს უფრო მოქნილს გახდის გარე ზეწოლის მიმართ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. "აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის. რუსეთი რომ უფრო რბილი, მომხიბვლელი და მიმზიდველი ყოფილიყო, შესაძლოა, საჭირო აღარ გამხდარიყო მისი მეზობლების მიმართ დამანგრეველი და აგრესიული ტაქტიკის ნაკლოვანებების კომპენსირება",- წერია ტუსკის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა