სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საერთოდ ვეღარ ვიმოძრავებ... რომ მოვმკვდარიყავი, ხომ ატყდებოდა, ამბავი?!" - რამ გაანაწყენა მამუკა ჩარკვიანი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
"საერთოდ ვეღარ ვიმოძრავებ... რომ მოვმკვდარიყავი, ხომ ატყდებოდა, ამბავი?!" - რამ გაანაწყენა მამუკა ჩარკვიანი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის ემო­ცი­უ­რი მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, სა­დაც მუ­სი­კო­სი კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

რო­გორც ის წე­რილ­ში ამ­ბობს, ჩვენ­ში მკვდა­რი პო­ე­ტე­ბი და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი უყ­ვართ, სი­ცო­ცხლე­ში მათ არა­ვინ აფა­სებს. "ამ­ბე­ბი.გე" მა­მუ­კა ჩარ­კვი­ანს და­უ­კავ­შირ­და.

- იმ ცნო­ბილ მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნავ­დით, რომ დიდი ხა­ნია, რაც ავად ხართ და წევ­ხართ. კონ­კრე­ტუ­ლად, რა არის ამის მი­ზე­ზი და რამ გა­მო­იწ­ვია ეს?

- ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე ხერ­ხე­მალ­ზე და იმის მერე ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დი.

- ვერ გა­კეთ­და ოპე­რა­ცია კარ­გად?

- სა­ერ­თოდ, ნა­ა­ვა­რი­ე­ვი ვარ და ამის გამო, მა­ნამ­დე ფე­ხის ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­და, რაც ცუ­დად გა­მი­კეთ­და, რის გა­მოც ვკოჭ­ლობ­დი - ფე­ხის ტერ­ფიც მობ­რუ­ნე­ბუ­ლი მქონ­და. მოკ­ლედ, იმ ფე­ხი­დან შე­იჭ­რა რა­ღა­ცა ბა­ცი­ლა და "და­არ­ტყა" ხერ­ხე­მალს და ხერ­ხემ­ლის ოპე­რა­ცია გარ­და­უ­ვა­ლი ამი­ტომ გახ­და. იმის შემ­დეგ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვი­წე­ქი, რა­საც მცი­რე ხნით ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მაც მოჰ­ყვა, მაგ­რამ მი­თხრეს, რომ არ გა­ი­კე­თო ოპე­რა­ცია, კი­დევ შე­იჭ­რე­ბა რა­ღაც ბა­ცი­ლაო. ავ­დე­ქი და დავ­თან­ხმდი, რა­მაც უკვე ტერ­ფიც და­ა­ზი­ა­ნა. მოკ­ლედ, ვი­თომ ხომ საღი ფეხი იყო, მაგ­რამ იქ ნერვზე მოხ­და დარ­ტყმა, ტერ­ფი მო­წყდა და გა­ი­თი­შა...

მოკ­ლედ, წე­ლი­წად-ნახ­ვე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­დე­ნი ოპე­რა­ცია გა­და­ვი­ტა­ნე. მერე რომ გა­დავ­ხე­დე ამ ყვე­ლა­ფერს, ვთქვი: მარ­ტო რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ მოვ­კვდე­ბო­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხი, მშობ­ლე­ბი, ჩემი და - თაკო გვერ­დით მედ­გა. რომ არა ისი­ნი, მარ­თლა მოვ­კვდე­ბო­დი, მათი წყა­ლო­ბით გა­დავ­რჩი.

- იმ პე­რი­ოდ­ში ხე­ლი­სუ­ფე­ბი­დან ე.ი. არა­ვის მო­უ­კი­თხი­ხართ?

- არა, და ეს იყო, რა­მაც გა­მაბ­რა­ზა, რა­მაც ის მათ­ქმე­ვი­ნა, რაც ვთქვი... არა­და, რა იყო ერთი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, ვი­ღა­ცას რომ და­ე­რე­კა? არა­ვის ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ, მაგ­რამ ეს უყუ­რა­დღე­ბო­ბაა.

აბა, მოვმკვდა­რი­ყა­ვი, ხომ ატყდე­ბო­და, ამ­ბა­ვი. ეს მა­ღი­ზი­ა­ნებს სწო­რედ. გა­იხ­სე­ნეთ გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი და კი­დევ ბევ­რი სხვა... მოკ­ლედ, ვთქვი, თან, არა­ფე­რი ახა­ლი და მოხ­ვდათ გულ­ზე, ვი­საც მოხ­და. ვი­მე­ო­რებ, არა­ვის არა­ფერ­ში ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ. არა­და, რომ ჰკი­თხო, ვარ­სკვლა­ვი ვარ... ერი დეგ­რა­და­ცი­ის­კენ მი­დის.

ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის თან­ხა ხომ არ მო­მი­თხო­ვია?! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი და­ი­ხარ­ჯა...

- გა­სა­გე­ბია, გული გულ­გრი­ლო­ბა­სა და უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ზე დაგ­წყდათ... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე ია­ვად­მყო­ფეთ და ახლა ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლეც ხართ, თქვე­ნი ბოლო ნა­მუ­შევარი მო­ვის­მი­ნე და რო­გორც ყო­ველ­თვის, მო­მე­წო­ნა.

- "დაბ­რუნ­დი, ჩემო სიყ­მაწ­ვი­ლევ", ახლა ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში შევ­ქმე­ნი... დიდი მად­ლო­ბა, რომ მო­გე­წო­ნათ.

- ეს უკვე ის ში­ნა­გა­ნი მუხ­ტი, ენეგ­რი­აა, რაც აცო­ცხლებს ადა­მი­ანს... მთა­ვა­რია, რომ ეს არ და­ი­კარ­გოს...

- ახლა მე­გო­ბა­რი მად­გას თავ­ზე და მე­უბ­ნე­ბა, რომ რა­ღაც არ მომ­წონ­ხა­რო. ვერ ვარ-მეთ­ქი კარ­გად, - ვუ­თხა­რი, თან, ცოტა დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაც მაქვს. ში­ნა­გა­ნად კი ვცდი­ლობ, რომ არ გავ­ტყდე, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ბო­ლომ­დე მტკი­ცე ვერ ხარ ადა­მი­ა­ნი.

არ მინ­დო­და, ჩემს მი­მარ­თვა­ში ძა­ლი­ან რა­დი­კა­ლუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მსურ­და, მშვი­დად მეთ­ქვა სათ­ქმე­ლი... მი­ხე­დონ ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს. ოდ­ნავ მა­ინც მი­ხე­დონ.

- ექი­მე­ბი ახლა რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- რო­გორც გვინ­დო­და, ისე არ ხორ­ცდე­ბაო. 10 დღე­ში ფეხს თა­ბა­შირ­ში ჩა­მის­ვა­მენ, აქამ­დე რკი­ნე­ბი მქონ­და ძვალ­ში გაყ­რი­ლი. ამო­ი­ღეს, იმის მეტი გა­ჩე­რე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და და ნა­ხეს, რომ რა­ღაც ად­გი­ლი შე­უ­ხორ­ცე­ბე­ლია. რო­გორც ჩანს, ასა­კი თა­ვი­სას შვრე­ბა. მოკ­ლედ, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ და ის მო­მენ­ტიც მკლავს, რომ ფეხი 3 თვე კი­დევ თა­ბა­შირ­ში უნდა ჩა­მის­ვან. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ და სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვი­მოძ­რა­ვებ. ისე­დაც მო­დუ­ნე­ბუ­ლი კუნ­თე­ბი სულ მო­მი­დუნ­დე­ბა.

ამ დღე­ებ­ში გარ­დაბ­ნი­დან და­მი­რე­კეს და 26 მა­ი­სის კონ­ცერ­ტზე მი­მიწ­ვი­ეს. თუ ჩა­მოხ­ვალთ, გაგ­ვი­ხარ­დე­ბაო. ვუ­თხა­რი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ-მეთ­ქი. არა უშავს, ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, სკამ­ზე დაგ­სვამთ და ისე იმ­ღე­რე­თო. სხვა ვა­რი­ან­ტი არ მაქვს, უნდა წა­ვი­დე, რომ ჩემი ჰო­ნო­რა­რით, ოჯახს რა­ღა­ცა­ში მა­ინც და­ვეხ­მა­რო.

აი, ეს არის ის, რაც მა­წუ­ხებს.

ლალი ფა­ცია

ვი­დეო: მძი­მედ ავად­მყო­ფი მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის სევ­დი­ა­ნი სიმ­ღე­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საერთოდ ვეღარ ვიმოძრავებ... რომ მოვმკვდარიყავი, ხომ ატყდებოდა, ამბავი?!" - რამ გაანაწყენა მამუკა ჩარკვიანი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

"საერთოდ ვეღარ ვიმოძრავებ... რომ მოვმკვდარიყავი, ხომ ატყდებოდა, ამბავი?!" - რამ გაანაწყენა მამუკა ჩარკვიანი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

რამდენიმე დღის წინ მამუკა ჩარკვიანის ემოციური მიმართვა გავრცელდა, სადაც მუსიკოსი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

როგორც ის წერილში ამბობს, ჩვენში მკვდარი პოეტები და კომპოზიტორები უყვართ, სიცოცხლეში მათ არავინ აფასებს. "ამბები.გე" მამუკა ჩარკვიანს დაუკავშირდა.

- იმ ცნობილ მიმართვაში აღნიშნავდით, რომ დიდი ხანია, რაც ავად ხართ და წევხართ. კონკრეტულად, რა არის ამის მიზეზი და რამ გამოიწვია ეს?

- ამის მიზეზი ის არის, რომ ოპერაცია გავიკეთე ხერხემალზე და იმის მერე ლოგინად ჩავვარდი.

- ვერ გაკეთდა ოპერაცია კარგად?

- საერთოდ, ნაავარიევი ვარ და ამის გამო, მანამდე ფეხის ოპერაცია დამჭირდა, რაც ცუდად გამიკეთდა, რის გამოც ვკოჭლობდი - ფეხის ტერფიც მობრუნებული მქონდა. მოკლედ, იმ ფეხიდან შეიჭრა რაღაცა ბაცილა და "დაარტყა" ხერხემალს და ხერხემლის ოპერაცია გარდაუვალი ამიტომ გახდა. იმის შემდეგ წელიწად-ნახევარი ვიწექი, რასაც მცირე ხნით ფეხზე წამოდგომაც მოჰყვა, მაგრამ მითხრეს, რომ არ გაიკეთო ოპერაცია, კიდევ შეიჭრება რაღაც ბაცილაო. ავდექი და დავთანხმდი, რამაც უკვე ტერფიც დააზიანა. მოკლედ, ვითომ ხომ საღი ფეხი იყო, მაგრამ იქ ნერვზე მოხდა დარტყმა, ტერფი მოწყდა და გაითიშა...

მოკლედ, წელიწად-ნახვერის განმავლობაში ამდენი ოპერაცია გადავიტანე. მერე რომ გადავხედე ამ ყველაფერს, ვთქვი: მარტო რომ ვყოფილიყავი, ალბათ მოვკვდებოდი-მეთქი, მაგრამ ახლობლები, მეგობრები, ოჯახი, მშობლები, ჩემი და - თაკო გვერდით მედგა. რომ არა ისინი, მართლა მოვკვდებოდი, მათი წყალობით გადავრჩი.

- იმ პერიოდში ხელისუფებიდან ე.ი. არავის მოუკითხიხართ?

- არა, და ეს იყო, რამაც გამაბრაზა, რამაც ის მათქმევინა, რაც ვთქვი... არადა, რა იყო ერთი სატელეფონო ზარი, ვიღაცას რომ დაერეკა? არავის ვავალდებულებ, მაგრამ ეს უყურადღებობაა.

აბა, მოვმკვდარიყავი, ხომ ატყდებოდა, ამბავი. ეს მაღიზიანებს სწორედ. გაიხსენეთ გოდერძი ჩოხელი და კიდევ ბევრი სხვა... მოკლედ, ვთქვი, თან, არაფერი ახალი და მოხვდათ გულზე, ვისაც მოხდა. ვიმეორებ, არავის არაფერში ვავალდებულებ. არადა, რომ ჰკითხო, ვარსკვლავი ვარ... ერი დეგრადაციისკენ მიდის.

ოპერაციებისთვის თანხა ხომ არ მომითხოვია?! მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერში უზარმაზარი თანხები დაიხარჯა...

- გასაგებია, გული გულგრილობასა და უყურადღებობაზე დაგწყდათ... მიუხედავად იმისა, რომ ასე იავადმყოფეთ და ახლა ეტლით მოსარგებლეც ხართ, თქვენი ბოლო ნამუშევარი მოვისმინე და როგორც ყოველთვის, მომეწონა.

- "დაბრუნდი, ჩემო სიყმაწვილევ", ახლა ავადმყოფობის პერიოდში შევქმენი... დიდი მადლობა, რომ მოგეწონათ.

- ეს უკვე ის შინაგანი მუხტი, ენეგრიაა, რაც აცოცხლებს ადამიანს... მთავარია, რომ ეს არ დაიკარგოს...

- ახლა მეგობარი მადგას თავზე და მეუბნება, რომ რაღაც არ მომწონხარო. ვერ ვარ-მეთქი კარგად, - ვუთხარი, თან, ცოტა დეპრესიული მდგომარეობაც მაქვს. შინაგანად კი ვცდილობ, რომ არ გავტყდე, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე მტკიცე ვერ ხარ ადამიანი.

არ მინდოდა, ჩემს მიმართვაში ძალიან რადიკალური ვყოფილიყავი, მსურდა, მშვიდად მეთქვა სათქმელი... მიხედონ ქვეყანას და ხალხს. ოდნავ მაინც მიხედონ.

- ექიმები ახლა რას გეუბნებიან?

- როგორც გვინდოდა, ისე არ ხორცდებაო. 10 დღეში ფეხს თაბაშირში ჩამისვამენ, აქამდე რკინები მქონდა ძვალში გაყრილი. ამოიღეს, იმის მეტი გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ნახეს, რომ რაღაც ადგილი შეუხორცებელია. როგორც ჩანს, ასაკი თავისას შვრება. მოკლედ, ასეთ მდგომარეობაში ვარ და ის მომენტიც მკლავს, რომ ფეხი 3 თვე კიდევ თაბაშირში უნდა ჩამისვან. რაც იმას ნიშნავს, რომ და საერთოდ ვეღარ ვიმოძრავებ. ისედაც მოდუნებული კუნთები სულ მომიდუნდება.

ამ დღეებში გარდაბნიდან დამირეკეს და 26 მაისის კონცერტზე მიმიწვიეს. თუ ჩამოხვალთ, გაგვიხარდებაო. ვუთხარი, ასეთ მდგომარეობაში ვარ-მეთქი. არა უშავს, ბატონო მამუკა, სკამზე დაგსვამთ და ისე იმღერეთო. სხვა ვარიანტი არ მაქვს, უნდა წავიდე, რომ ჩემი ჰონორარით, ოჯახს რაღაცაში მაინც დავეხმარო.

აი, ეს არის ის, რაც მაწუხებს.

ლალი ფაცია

ვიდეო: მძიმედ ავადმყოფი მამუკა ჩარკვიანის სევდიანი სიმღერა

"დაკანონებულია" - ახალდაქორწინებული მარიკა თხელიძე გულშემატკივრებს ქორწინების ამსახველ ფოტოს უზიარებს

"მოუსმინეთ საკუთარ თავს, რა გაბედნიერებთ" - დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი კვლავ ერთად არიან: წყვილის ახალი ფოტო

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს