სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მოწოდებით გამოდის
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მოწოდებით გამოდის

ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბებს და პარ­ლა­მენ­ტებს, სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯის - გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მი­ნი­ჭე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რი­გით მე-60 სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც ბუ­და­პეშ­ტში 15-18 მა­ისს გა­ი­მარ­თა. სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დეკ­ლა­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­აც­ნო.

ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის შე­ფა­სე­ბით, ერ­თა­დერ­თი დეკ­ლა­რა­ცია, რო­მე­ლიც ასამ­ბლე­ის მუ­შა­ო­ბის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღეს, ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბას შე­ე­ხე­ბო­და და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა და წინსვლაა სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

"ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუნ­ქტი ჩა­ი­წე­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც: სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის მთავ­რო­ბებ­სა და პარ­ლა­მენ­ტებს, გა­ნაგ­რძონ "ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის" იმპლე­მენ­ტა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა და ბუ­ქა­რეს­ტის 2008 წლის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი, მი­ა­ნი­ჭონ ქვე­ყა­ნას გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა (MAP). აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რათა გაგ­რძელ­დეს ალი­ან­სში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი, რაც ქვე­ყა­ნას ნა­ტოს სრულ­ფა­სო­ვან წევ­რო­ბამ­დე მი­იყ­ვანს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა. კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ვი­და ახა­ლი, მე-8 პუნ­ქტი, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მით არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცე­სი მე­სა­მე ქვეყ­ნის გავ­ლე­ნის ქვეშ ვერ მო­ექ­ცე­ვა.

"ნატო-ს რი­გით მე-60 სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ის­თვის და მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ მათ­განს მხარ­და­ჭე­რის­თვის. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოს­ვლა ასამ­ბლე­ის წი­ნა­შე, რო­მელ­საც და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დეკ­ლა­რა­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რეს ისეთ­მა ქვეყ­ნებ­მაც რო­გო­რი­ცაა გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი და იგი თით­ქმის ერ­თხმად იქნა მი­ღე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას, ხელ­მძღვა­ნელ­თან ერ­თად, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი თედო ჯა­ფა­რი­ძე, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე და ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მოწოდებით გამოდის

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მოწოდებით გამოდის

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოების მთავრობებს და პარლამენტებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯის - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60 სხდომაზე მიიღეს, რომელიც ბუდაპეშტში 15-18 მაისს გაიმართა. საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე გააცნო.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ერთადერთი დეკლარაცია, რომელიც ასამბლეის მუშაობის ფარგლებში მიიღეს, ნატო-ს გაფართოებას შეეხებოდა და მნიშვნელოვანი წარმატება და წინსვლაა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით.

"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა, რომლის თანახმადაც: საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს, განაგრძონ "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" იმპლემენტაციის მხარდაჭერა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯი, მიანიჭონ ქვეყანას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოსთვის, რათა გაგრძელდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი, რაც ქვეყანას ნატოს სრულფასოვან წევრობამდე მიიყვანს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის წარმატებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრების ძალისხმევით დეკლარაციაში შევიდა ახალი, მე-8 პუნქტი, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნატო-ს გაფართოების პროცესი მესამე ქვეყნის გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა.

"ნატო-ს რიგით მე-60 საპარლამენტო ასამბლეა წარმატებული იყო ჩვენი დელეგაციისთვის და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მნიშვნელოვანი გამოსვლა ასამბლეის წინაშე, რომელსაც დადებითი გამოხმაურება და შედეგები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციას მხარი დაუჭირეს ისეთმა ქვეყნებმაც როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი და იგი თითქმის ერთხმად იქნა მიღებული", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას, ხელმძღვანელთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და ირაკლი ჩიქოვანი წარმოადგენდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."