წყალი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შეუცვლელი კომპონენტია. ყოველ დღე ჩვენ ვსვამთ წყალს, ვაკეთებს საჭმელს, ვბანაობთ... და მაინც ბევრმა ჩვენგანმა წყლის თვისებების შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის.
საინტერესო ფაქტები წყალზე:
• ჯანმრთელი ადამიანი დღეში 2 ლიტრ წყალს მოიხმარს
• 400 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ისეთ რეგიონებში, სადაც წყლის მწვავე დეფიციტია
• ადამიანი წყურვილს მაშინ გრძნობს, თუ ორგანიზმში არსებული წყლის მარაგის 1% დაკარგა
• 2 მილიარდი ადამიანი სუფთა სასმელი წყალის დეფიციტს განიცდის
• ყოველ დღე მზე ტრალიონობით წყალს აორთქლებს
• დედამიწაზე არსებული წყლის საერთო რაოდენობა 326 მილიონი კუბური მილია
• ადამიანს, დედამიწაზე არსებული წყლის მოცულობის მხოლოდ 0,3%-ის გამოყენება შეუძლია
წყლის არასაკმარისი გამოყენება მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლების და შარდმდენი ორგანოების დაავადების რისკფაქტორს წარმოადგენს. შედეგად შეიძლება განვითარდეს თირკმლის, შარდის ბუშტის ან სარძევე ჯირკვლების კიბო. ასევე, ჰიდრატაცია ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სისხლის მიმოქცევის საქმეში.
სწორად შერჩეულ დროს წყლის დალევა მის ეფექტურობას ზრდის
ადამიანის სხეულის 70% წყლისგან შედგება, მისი შემცვლობა კი შემდეგნაირია:
წყლის სმის რეკომენდირებული დღიური დოზა 8 ჭიქაა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თითქმის ყველა საკვები პროდუქტი ან სასმელი უზრუნველყოფს ორგანიზმს წყლით.