სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
არჩილ ხაბაძე - ჩემი დაჟინებული თხოვნაა, დემურ დიასამიძე მთავრობაში დარჩეს
არჩილ ხაბაძე - ჩემი დაჟინებული თხოვნაა, დემურ დიასამიძე მთავრობაში დარჩეს

არ დავ­მა­ლავ, დე­მუ­რი ფიქ­რობს, რომ კერ­ძო სექ­ტორ­ში წა­ვი­დეს, მაგ­რამ ჩემი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნაა და ვფიქ­რობ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ის უნდა დარ­ჩეს მთავ­რო­ბა­ში, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძე აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის დე­მურ დი­ა­სა­მი­ძის გან­ცხა­დე­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ.

რო­გორც არ­ჩილ ხა­ბა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დე­მურ დი­ა­სა­მი­ძე მისი გუნ­დის წევ­რია და მთავ­რო­ბა­ში სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბას შეს­თა­ვა­ზებს. არ­ჩილ ხა­ბა­ძემ არ და­ა­კონ­კრე­ტა, თუ რა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას სთა­ვა­ზობს დი­ა­სა­მი­ძეს, თუმ­ცა მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ გან­მარ­ტა, რომ დი­ა­სა­მი­ძის პო­ტენ­ცი­ალს "მტკივ­ნე­უ­ლი თე­მე­ბის" გა­და­საჭ­რე­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს.

"ის არის ჩემი გუნ­დის წევ­რი და ვფიქ­რობ, რომ ჩვენ ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ვა­კე­თეთ და მისი პო­ტენ­ცი­ა­ლის, შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაშ­ვე­ბა იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბის­თის ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გი. გა­დაყ­ვა­ნას ვა­პი­რებთ სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე. უფრო და­ვა­წი­ნა­უ­რებთ. იქ, სა­დაც უფრო მტკივ­ნე­უ­ლი თე­მე­ბია გა­სა­კე­თე­ბე­ლი და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, იქ უნდა მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი კად­რის გა­დაყ­ვა­ნა", - აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ ხა­ბა­ძემ.

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, დე­მურ დი­ა­სა­მი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დი­ა­სა­მი­ძემ თა­ნამ­შრომ­ლებს გუ­შინ აც­ნო­ბა. მა­ნამ­დე ის ერთი თვით შვე­უ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

დე­მურ დი­ა­სა­მი­ძე აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ ერთი წლის წინ და­ი­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე ის ერთ-ერთ ბან­კში მუ­შა­ობ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

არჩილ ხაბაძე - ჩემი დაჟინებული თხოვნაა, დემურ დიასამიძე მთავრობაში დარჩეს

არჩილ ხაბაძე - ჩემი დაჟინებული თხოვნაა, დემურ დიასამიძე მთავრობაში დარჩეს

არ დავმალავ, დემური ფიქრობს, რომ კერძო სექტორში წავიდეს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნაა და ვფიქრობ გაითვალისწინებს, რომ ის უნდა დარჩეს მთავრობაში, - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის დემურ დიასამიძის განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

როგორც არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დემურ დიასამიძე მისი გუნდის წევრია და მთავრობაში სხვა თანამდებობას შესთავაზებს. არჩილ ხაბაძემ არ დააკონკრეტა, თუ რა პოზიციაზე მუშაობას სთავაზობს დიასამიძეს, თუმცა მთავრობის თავმჯდომარემ განმარტა, რომ დიასამიძის პოტენციალს "მტკივნეული თემების" გადასაჭრელად გამოიყენებს.

"ის არის ჩემი გუნდის წევრი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბევრი გავაკეთეთ და მისი პოტენციალის, შესაძლებლობის გაშვება იქნება მთავრობისთის ძალიან დიდი დანაკარგი. გადაყვანას ვაპირებთ სხვა პოზიციაზე. უფრო დავაწინაურებთ. იქ, სადაც უფრო მტკივნეული თემებია გასაკეთებელი და განსახორციელებელი, იქ უნდა მოხდეს შესაბამისი კადრის გადაყვანა", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დემურ დიასამიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დიასამიძემ თანამშრომლებს გუშინ აცნობა. მანამდე ის ერთი თვით შვეულებაში იმყოფებოდა.

დემურ დიასამიძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ერთი წლის წინ დაინიშნა. მანამდე ის ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."