რომელი პროფესიები შეეფერებათ ასტროლოგიურად წლევანდელ აბიტურიენტებს

რომელი პროფესიები შეეფერებათ ასტროლოგიურად წლევანდელ აბიტურიენტებს

astrologi.ge -ს მკითხველებს შორის ძალიან ბევრი პოტენციური სტუდენტი და აბიტურიენტის მშობელია. ამიტომ ხშირად მოგვდის შეკითხვები თემაზე - რა პროფესია შეიძლება იყოს წლევანდელი აბიტურიენტებისთვის ყველაზე მისაღები და პერსპექტიული. ასტროლოგიურად კი, დიახაც, რომ სავსებით შესაძლებელია ამა თუ იმ წელს დაბადებულ ადამიანს კონკრეტული საქმიანობის სფერო შევურჩიოთ, ის საქმე სადაც იგი წარმატებული და პროდუქტიული იქნება.

გამომდინარე იქედან, რომ წლევანდელი აბიტურიენტების დიდი ნაწილი 1997-1998 წლებშია დაბადებული ასტროლოგიური პროგრამების მიხედვით არსებობს კონკრეტული, ძალზე პრიორიტეტული პროფესიების ჩამონათვალი, რომელშიც ამ ადამიანებს საკუთარი თავის პოვნა გაუადვილდებათ - მეტიც, შესაძლოა ჩამოთვლილი პროფესიები ზოგიერთი მათგანისთვის კარმულად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენების გამომწვევიც იყოს ცხოვრებაში.

ასე მაგალითად - 1997 წელს დაბადებულ მოზარდებს იდეალურად შეეფერებათ იურისტის, ბიზნეს-კონსულტანტის, მოდელიორ-დიზაინერის, აუდიტორის, მენეჯერის, ადვოკატის, უფლებადამცველის, მწერლის, ლიტერატორის, მომღერლის, მუსიკოსის, მხატვრის, ვებ-დიზაინერის, ფოტო-ხელოვანის პროფესია.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს