როლები, რომელთა გამოც ჰოლივუდის ვარსკვლავებს რცხვენიათ

როლები, რომელთა გამოც ჰოლივუდის ვარსკვლავებს რცხვენიათ

ნებისმიერი მსახიობის კარიერაში არის ისეთი როლები, რომელთა გახსენებაც მათ არ სურთ. წარმოგიდგენთ ჰოლივუდის ვარსკვლავების საძულველ როლებს.

ჯორჯ ქლუნი - ”ბეტმენი და რობინი”

”მითამაშია თუ არა ოდესმე გეის როლი? კი. რეზინის კოსტუმში დავდიოდი ერთხელ და რეზინის კერტები მქონდა. მე შემეძლო ბეტმენი ჰეტეროსექსუალად განმესახიერებინა, მაგრამ ამის მაგივრად გეი გავხადე. ჩვენ თითქმის მოვკალით ფრენჩაიზი. ერთადერთი, რაც ამ ფილმმა მასწავლა, არის შემდეგი: არასოდეს ჩაიცვათ რეზინის კოსტუმი, რომელსაც კერტები აქვს!”, - განაცხადა ინტერვიუში ქლუნიმ.

სილვესტერ სტალონე - ”გაჩერდი, თორემ დედაჩემი გესვრის”

”მე რამდენიმე საშინელ ფილმში მაქვს ნათამაშები. თუმცა ”გაჩერდი, თორემ დედაჩემი გესვრის”, ყველაზე ცუდია მათ შორის. თუ ვინმესგან დანაშულის აღიარების მოპოვება მოგინდებათ, დასვით და ამ ფილმს აყურებინეთ. 15 წუთში ნებისმიერ დანაშულს აღიარებს, ოღონდ ამ ნაგავს აღარ უყუროს”, - ყვება სილვესტერ სტალონე.

ბრედ პიტი - ”ეშმაკის საკუთრება”

”ეს ფილმი კი არა, სრული კატასტროფაა! ყველაზე უპასუხისმგებლო ნამუშევარი კინოში, რომელიც ოდესმე მინახავს. საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი!” - ამ სიტყვებით პიტი არა საკუთარ თავს ან ეკრანულ კოლეგას, ჰარისონ ფორდს, არამედ ფილმის რეჟისორს, ალან პაკულას ადანაშაულებს.

შონ კონერი - ”გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა”

როდესაც წვეულებაზე შონ კონერის კითხეს, თუ სად იყო რეჟისორი ნორინგტონი, მსახიობმა უპასუხა: ”საგიჟეთში მოიკითხეთ”. ფილმზე მუშაობამ იმდენად ცუდი გამოცდილება დაუტოვა კონერის, რომ მას შემდეგ უარი განაცხადა კინოში დაბრუნებაზე და დღემდე ასრულებს დადებულ პირობას.

ჰოლი ბერი - ”ქალი კატა”

”მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სტუდია ”უორნერ ბრაზერსს”, რომ ამ განავალ ფილმში როლი მომცეს” - ამ სიტყვით გამოვიდა ჰოლი ბერი ”ოქროს ჟოლოს” დაჯილდოებაზე, სადაც წლის ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის ტიტული მიიღო.

სევილიის ცნობილი ფლამენკოს ფესტივალი Covid-სტილში - ემოციური ფოტოები ესპანეთიდან

"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..." - ეკა მჟავანაძე ოჯახზე, შვილებთან ურთიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაზე

ლეგენდარული მსახიობი, პირველი "ჯეიმს ბონდი", შონ კონერი გარდაიცვალა