ხელოვანი "ბურნუთა" ხელოსნობით ირჩენს თავს

ხელოვანი "ბურნუთა" ხელოსნობით ირჩენს თავს

დიდი ხნის ძებნის შემდეგ შევიტყვე, რომ ვახტანგ ფანჩულიძეს ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამწკრივებულ სანტექნიკის მაღაზიებში­ ვიპოვიდი. სასწრაფოდ იქით გავეშურე.­ ვიკითხე თუ არა, "ბურნუთ", შენთან არიანო, გასძახეს და შენობის სიღრმიდან ცნობილი ფილმის ("სიყვარული ყველას უნდა") "რადიოზე თმებდაყენებული" პერსონაჟის ნაცვლად საღებავით ხელებ­მოთხვრილი შუახნის მამაკაცი გამოვიდა.

რომ შევხედე, გავიფიქრე, მისამართი შემეშალა-მეთქი.

- მე მეძებდით? - მეკითხება და თან მიღიმის, თითქოს მელოდება, როდის­ ამოვიცნობ... თვალები, გამოხედვა არ შესცვლია, თუმცა, წლებს მაინც დაუტოვებია მის გარეგნობაზე კვალი.

- სად ხართ დაკარგ­ული, ვერც კინოსტუდიის თანამშრომლებისგან და ვერც თქვენი კოლეგებისგან ვერაფერი შევიტყვე თქვენ შესახებ.

- როგორც ჩანს, ყველას დავავიწყდი. ბოლოს, 1989 წელს, თემურ ფალავანდიშვილ­ის ფილმში "ოჰ, ეს საშინელი ტელევიზორი"­, ვითამაშე, შემდეგ ეპიზოდურ როლში - 1991 წელს, მერე აღარავის გადავუღივარ. ძალიან რომ გაჭირდა ცხოვრება, საბერძნ­ეთში წავედი სამუშაოდ. ხუთი წლის შემდეგ, 2004 წელს დავბრუნდი.

- საბერძნეთში რას საქმიანობდით?

- ჯერ მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა­, მღებავობაც მოვსინჯე, მძღოლადაც ვიმუშავე. ათასნაირ საქმეს მოვერგე, ოჯახი რომ შემენახა. როცა დავბრუნდი, თბილისი უკეთესობისკენ დამხვდა შეცვლილი. ნაძალადევში, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. 2008 წელს კერძო სამშენებლო კომპანიამ დაანგ­რია ჩვენი სახლი. ხელშეკრულებები დავდეთ­ და მოვრიგდით, რომ სანაცვლოდ ფართს მოგვცემდნენ. ქირით დაგვაბინავეს მეზობლები, წელიწად-ნახევარში ველოდით ახალ ბინაში გადასვლას. შემდეგ ყველაფერი­ აირია. კომპანიას გეგმები ჩაეშალა და დღემდე­ ველით ბინას...

ერთი ბიჭი მყავს. მუდმივი სამსახური­ ვერსად ვიშოვე. ჩემი ხნის კაცს არსად იღებენ. მამიდაშვილს აქვს ვარკეთილში სავ­აჭრო ობიექტები და ასე გამაქვს თავი...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია