სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ანი გიუნტერი ქმართან გაშორებასა და შერიგებაზე: ''ძალიან ბედნიერი ვარ…''
ანი გიუნტერი ქმართან გაშორებასა და შერიგებაზე: ''ძალიან ბედნიერი ვარ…''

ანი გი­უნ­ტე­რი"რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის ეთერ­ში წლე­ბია, მუ­შა­ობს. ორი შვი­ლი ჰყავს, მაგ­რამ ახერ­ხებს, აქ­ტი­უ­რად იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი და შვი­ლებ­საც არ მო­აკ­ლოს ყუ­რა­დღე­ბა. ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­უღ­ლეს - კახა არა­ბი­ძეს და­შორ­და... ტე­ლე­წამ­ყვანს ბევრ თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ანი, იმი­ჯი რა­ტომ შე­იც­ვა­ლე?

- იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც თმა ხან ვარ­დის­ფრად მქონ­და, ხან - ცის­ფრად, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ და­ვუბ­რუნ­დი იმიჯს, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ოცი წლის წინ მქონ­და. ვარ ბუ­ნებ­რივ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ქერა და მა­კი­ა­ჟით არ ვარ დატ­ვირ­თუ­ლი. მირ­ჩევ­ნია, სა­დად ვიყო. იმიჯს გა­და­ცე­მის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიც­ვლი. დღეს, მა­გა­ლი­თად, მქონ­და გა­და­ცე­მა ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე და ჩემი ვარ­ცხნი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ან­ტე­ნის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევ­და, აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. ღა­მის თერ­თმეტ სა­ათ­ზე მო­ვინ­დო­მე, რომ დი­ლით ეთერ­ში მცმო­და მა­ი­სუ­რი ციფ­რუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ღა­მის ხუთ სა­ათ­ზე ადგა და მა­ი­სურ­ზე ფოტო და­მი­ბეჭ­და. ხან­და­ხან, რო­დე­საც გინ­და, თე­მის შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, არ ხარ ადეკ­ვა­ტუ­რი ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ღამე აღ­ვი­ძებ და ეუბ­ნე­ბი, რო­გო­რი კრე­ა­ტი­უ­ლი იდეა გაქვს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც დი­ლით ადრე უწევს.

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი გაქვს. ბავ­შვე­ბის­თვის რამ­დე­ნად გრჩე­ბა დრო?

- რო­დე­საც გა­დატ­ვირ­თუ­ლი ხარ, აფა­სებ ყო­ველ წამს და წუთს, რო­მელ­საც შვი­ლებ­თან ატა­რებ. ყო­ველ სა­ღა­მოს ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში გან­ტვირ­თვა ძა­ლი­ან მა­გა­რია.

- ბავ­შვე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, დე­დას­თან რომ ნაკ­ლებ დროს ატა­რე­ბენ?

- სა­ღა­მოს შვი­დი სა­ა­თი­დან უკვე მათ­თან ერ­თად ვარ. უბ­რა­ლოდ, დი­ლით ადრე მი­წევს გას­ვლა და და­მა­ტე­ბით ვმუ­შა­ობ, ამი­ტომ ჩემ­თან ყოფ­ნის დე­ფი­ცი­ტი არ აქვთ.

- მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რა­ღაც პე­რი­ო­დი პრობ­ლე­მე­ბი გქონ­და, და­შორ­დით ერ­თმა­ნეთს და ახლა, რო­გორც ვიცი, ეს პრობ­ლე­მა წარ­სულ­ში დარ­ჩა.

- ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მა მა­შინ ხდე­ბა პრობ­ლე­მა, რო­დე­საც მას­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ერ­თვე­ბა. ამი­ტომ პი­რო­ბა მაქვს და­დე­ბუ­ლი, რომ ოჯახ­ზე ხმა­მაღ­ლა არ ვი­სა­უბ­რო. თუმ­ცა მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ თავს.

- ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხებს რა რჩე­ვას მის­ცემ­დი?

- ვურ­ჩევ, ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი ჩა­რი­ონ, მათ შო­რის მე­გობ­რებ­საც ვგუ­ლის­ხმობ. არც ერთ ჩემს მე­გო­ბარს არ სწყინს, რომ ჩემს ამ­ბებს არ ვუ­ზი­ა­რებ. რა თქმა უნდა, მე­გობ­რე­ბის კე­თი­ლი რჩე­ვე­ბი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხომ მა­ინც ცოლ­ქმარ­მა უნდა მი­ი­ღოს. რო­დე­საც შენი ამ­ბა­ვი იცის თუნ­დაც სამ­მა ადა­მი­ან­მა, შენ უკვე იწყებ იმა­ზე ფიქ­რს, ხომ არ გე­ლა­ხე­ბა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შენს ახ­ლო­ბელ მე­გო­ბარ­თან, რო­მე­ლიც თუნ­დაც ხუმ­რო­ბით გე­ტყვის, არ გაქვს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რამ­დენ ხანს ელო­დე­ბი? პი­რა­დი იმი­ტო­მაა პი­რა­დი ამ­ბა­ვი, რომ შენ თა­ვად გა­და­წყვი­ტო, ვის რამ­დე­ნი წელი და­ე­ლო­დე­ბი ან არ და­ე­ლო­დე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ანი გიუნტერი ქმართან გაშორებასა და შერიგებაზე: ''ძალიან ბედნიერი ვარ…''

ანი გიუნტერი ქმართან გაშორებასა და შერიგებაზე: ''ძალიან ბედნიერი ვარ…''

ანი გიუნტერი''რუსთავი 2''-ის დილის ეთერში წლებია, მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუღლეს - კახა არაბიძეს დაშორდა... ტელეწამყვანს ბევრ თემაზე ვესაუბრეთ.

- ანი, იმიჯი რატომ შეიცვალე?

- იყო პერიოდი, როდესაც თმა ხან ვარდისფრად მქონდა, ხან - ცისფრად, მაგრამ ახლა ძალიან მიხარია, რომ დავუბრუნდი იმიჯს, რომელიც დაახლოებით ოცი წლის წინ მქონდა. ვარ ბუნებრივთან მიახლოებული ქერა და მაკიაჟით არ ვარ დატვირთული. მირჩევნია, სადად ვიყო. იმიჯს გადაცემის შინაარსიდან გამომდინარე ვიცვლი. დღეს, მაგალითად, მქონდა გადაცემა ციფრულ მაუწყებლობაზე და ჩემი ვარცხნილობა, რომელიც ანტენის ასოციაციას იწვევდა, აქტუალური იყო. ღამის თერთმეტ საათზე მოვინდომე, რომ დილით ეთერში მცმოდა მაისური ციფრული ტელევიზიის გამოსახულებით და ძალიან დიდი მადლობა ადამიანს, რომელიც ღამის ხუთ საათზე ადგა და მაისურზე ფოტო დამიბეჭდა. ხანდახან, როდესაც გინდა, თემის შესაბამისად გამოიყურებოდე, არ ხარ ადეკვატური ადამიანებთან ურთიერთობაში. ღამე აღვიძებ და ეუბნები, როგორი კრეატიული იდეა გაქვს, რომლის განხორციელებაც დილით ადრე უწევს.

- ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვს. ბავშვებისთვის რამდენად გრჩება დრო?

- როდესაც გადატვირთული ხარ, აფასებ ყოველ წამს და წუთს, რომელსაც შვილებთან ატარებ. ყოველ საღამოს ოჯახურ გარემოში განტვირთვა ძალიან მაგარია.

- ბავშვები აპროტესტებენ, დედასთან რომ ნაკლებ დროს ატარებენ?

- საღამოს შვიდი საათიდან უკვე მათთან ერთად ვარ. უბრალოდ, დილით ადრე მიწევს გასვლა და დამატებით ვმუშაობ, ამიტომ ჩემთან ყოფნის დეფიციტი არ აქვთ.

- მეუღლესთან ურთიერთობაში რაღაც პერიოდი პრობლემები გქონდა, დაშორდით ერთმანეთს და ახლა, როგორც ვიცი, ეს პრობლემა წარსულში დარჩა.

- ოჯახური პრობლემა მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც მასში მთელი საქართველო ერთვება. ამიტომ პირობა მაქვს დადებული, რომ ოჯახზე ხმამაღლა არ ვისაუბრო. თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.

- ახალგაზრდა ოჯახებს რა რჩევას მისცემდი?

- ვურჩევ, ერთმანეთთან ურთიერთობაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩარიონ, მათ შორის მეგობრებსაც ვგულისხმობ. არც ერთ ჩემს მეგობარს არ სწყინს, რომ ჩემს ამბებს არ ვუზიარებ. რა თქმა უნდა, მეგობრების კეთილი რჩევები ძალიან კარგია, მაგრამ გადაწყვეტილება ხომ მაინც ცოლქმარმა უნდა მიიღოს. როდესაც შენი ამბავი იცის თუნდაც სამმა ადამიანმა, შენ უკვე იწყებ იმაზე ფიქრს, ხომ არ გელახება თავმოყვარეობა შენს ახლობელ მეგობართან, რომელიც თუნდაც ხუმრობით გეტყვის, არ გაქვს თავმოყვარეობა, რამდენ ხანს ელოდები? პირადი იმიტომაა პირადი ამბავი, რომ შენ თავად გადაწყვიტო, ვის რამდენი წელი დაელოდები ან არ დაელოდები.

იხილეთ გაგრძელება

"ჩამოსული არიან ფერწერის და სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა" - გელათში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!

"არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?