სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ახალ სისტემაზე გადასვლა მოსახლეობის ნაწილს 50-60 ლარი დაუჯდება"
"ახალ სისტემაზე გადასვლა მოსახლეობის ნაწილს 50-60 ლარი დაუჯდება"

17 ივ­ნი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­და­დის - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ით რეკ­ლა­მე­ბიც გა­დის და თით­ქმის ყვე­ლას სმე­ნია, მაგ­რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით ცო­ტამ თუ იცის, რას ნიშ­ნავს ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბა.

ბევ­რმა არც ის იცის, რომ თუ ე.წ. სეთ-თოფ ბოქსს არ შე­ი­ძენს, 16 ივ­ნისს, 00 სა­ათ­ზე ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბა შე­უ­წყდე­ბა, თუმ­ცა, ეს ცვლი­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს შე­ე­ხე­ბა.

მაშ, რა შე­იც­ვლე­ბა 17 ივ­ნი­სი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­საც სურს, საყ­ვა­რელ სე­რი­ალს უყუ­როს ან უბ­რა­ლოდ, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ მშვი­დი სა­ღა­მო გა­ა­ტა­როს? - ამის გა­სარ­კვე­ვად სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის პრესმდი­ვანს - ხა­ტია ყუ­რაშ­ვილს მივ­მარ­თეთ და ის შე­კი­თხვე­ბი და­ვუს­ვით, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებს:

- რა­ტომ გა­და­დის სა­ქარ­თვე­ლო მა­უ­წყებ­ლო­ბის ახალ სის­ტე­მა­ზე?

- 2006 წელს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ მი­ი­ღო ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლის გეგ­მა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოც შე­უ­ერ­თდა. ჟე­ნე­ვის 2006 წლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ მა­შინ გა­ნი­სა­ზღვრა ბოლო ვადა ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­და­სას­ვლე­ლად - ეს თა­რი­ღი 2015 წლის 17 ივ­ნი­სია. ციფ­რულ მი­წის­ზე­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

- რას ნიშ­ნავს ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბა?

- ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბა, უბ­რა­ლოდ, მისი შე­მოს­ვლის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფოს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, უფრო ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ი­ყე­ნოს რა­დი­ო­სიხ­ში­რუ­ლი სპექტრი. ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ერთ რა­დი­ო­არხზე, ნაც­ვლად ერ­თი­სა, ერ­თდრო­უ­ლად გავ­რცელ­დეს 15 სა­მა­უ­წყებ­ლო არხი. ეს აძ­ლევს სა­ხელ­მწი­ფოს გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ რა­დი­ო­სიხ­ში­რულ სპექტრს, რო­მე­ლიც ამო­წურ­ვა­დი რე­სურ­სია და საკ­მა­ოდ ფა­სე­უ­ლია. თუ ადრე შე­ზღუ­დუ­ლი რა­დი­ო­სიხ­ში­რე­ე­ბის გამო არ არ­სე­ბობ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის სიხ­ში­რუ­ლი სპექტრი და­ეთ­მოთ, ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, ეს პრობ­ლე­მა მო­იხ­სნე­ბა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და 17 ივ­ნი­სი­დან ქსე­ლი ესპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შევა. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ ად­გი­ლობ­რივ, რე­გი­ო­ნულ მა­უ­წყებ­ლებ­საც მი­ა­ნი­ჭა სიხ­ში­რე­ე­ბი. დარ­ჩა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნი და იქაც სა­მუ­შა­ო­ე­ბი 17 ივ­ნი­სამ­დე დას­რულ­დე­ბა. ასე რომ, 17 ივ­ნისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ციფ­რულ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე გა­და­ვა.

- რა შე­იც­ვლე­ბა ამ დღის შემ­დეგ ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის­თვის?

- აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფორ­მა შე­ე­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც მა­უ­წყებ­ლო­ბას იღებს ღია ეთე­რით ანუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ე.წ. სახ­ლის ან­ტე­ნით. ეს ან­ტე­ნა რე­გი­ო­ნებ­ში ხში­რად სა­ხუ­რა­ვებ­ზე აქვთ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ხოლო იმათ­თვის, ვი­საც სა­კა­ბე­ლო ან ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზია აქვს ჩარ­თუ­ლი, მა­გა­ლი­თად, "სილ­ქნე­ტი", "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი", "მაგ­თი­სა­ტი", ან თა­ნამ­გზავ­რუ­ლი თეფ­შით სარ­გებ­ლო­ბენ, არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ისი­ნი რო­გორც იღე­ბენ ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბას, 17 ივ­ნი­სის შემ­დე­გაც ასე­ვე მი­ი­ღე­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილს კი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ან­ტე­ნით სარ­გებ­ლობს, ე.წ. სეთ-თოფ ბოქ­სე­ბის ყიდ­ვა დას­ჭირ­დე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ახალ სისტემაზე გადასვლა მოსახლეობის ნაწილს 50-60 ლარი დაუჯდება"

"ახალ სისტემაზე გადასვლა მოსახლეობის ნაწილს 50-60 ლარი დაუჯდება"

17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის - ამის შესახებ ტელევიზიით რეკლამებიც გადის და თითქმის ყველას სმენია, მაგრამ დანამდვილებით ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა.

ბევრმა არც ის იცის, რომ თუ ე.წ. სეთ-თოფ ბოქსს არ შეიძენს, 16 ივნისს, 00 საათზე ტელემაუწყებლობა შეუწყდება, თუმცა, ეს ცვლილება მოსახლეობის ნაწილს შეეხება.

მაშ, რა შეიცვლება 17 ივნისიდან ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანისთვის, რომელსაც სურს, საყვარელ სერიალს უყუროს ან უბრალოდ, ტელევიზორის წინ მშვიდი საღამო გაატაროს? - ამის გასარკვევად საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესმდივანს - ხატია ყურაშვილს მივმართეთ და ის შეკითხვები დავუსვით, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს:

- რატომ გადადის საქართველო მაუწყებლობის ახალ სისტემაზე?

- 2006 წელს, საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ მიიღო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ჟენევის 2006 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, სწორედ მაშინ განისაზღვრა ბოლო ვადა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად - ეს თარიღი 2015 წლის 17 ივნისია. ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს.

- რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა?

- ეს არის ჩვეულებრივი ტელემაუწყებლობა, უბრალოდ, მისი შემოსვლის შემდეგ სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს რადიოსიხშირული სპექტრი. ციფრული მაუწყებლობა საშუალებას იძლევა, ერთ რადიოარხზე, ნაცვლად ერთისა, ერთდროულად გავრცელდეს 15 სამაუწყებლო არხი. ეს აძლევს სახელმწიფოს გამოთავისუფლებულ რადიოსიხშირულ სპექტრს, რომელიც ამოწურვადი რესურსია და საკმაოდ ფასეულია. თუ ადრე შეზღუდული რადიოსიხშირეების გამო არ არსებობდა საშუალება, რომ ყველა მსურველისთვის სიხშირული სპექტრი დაეთმოთ, ციფრული მაუწყებლობის წყალობით, ეს პრობლემა მოიხსნება. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და 17 ივნისიდან ქსელი ესპლუატაციაში შევა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადგილობრივ, რეგიონულ მაუწყებლებსაც მიანიჭა სიხშირეები. დარჩა მხოლოდ რამდენიმე მაღალმთიანი რეგიონი და იქაც სამუშაოები 17 ივნისამდე დასრულდება. ასე რომ, 17 ივნისს მთელი საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა.

- რა შეიცვლება ამ დღის შემდეგ ტელემაყურებლისთვის?

- აღნიშნული რეფორმა შეეხება მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მაუწყებლობას იღებს ღია ეთერით ანუ ჩვეულებრივი, ე.წ. სახლის ანტენით. ეს ანტენა რეგიონებში ხშირად სახურავებზე აქვთ დამონტაჟებული, ხოლო იმათთვის, ვისაც საკაბელო ან ინტერნეტტელევიზია აქვს ჩართული, მაგალითად, "სილქნეტი", "კავკასუს ონლაინი", "მაგთისატი", ან თანამგზავრული თეფშით სარგებლობენ, არაფერი შეიცვლება. ისინი როგორც იღებენ ტელემაუწყებლობას, 17 ივნისის შემდეგაც ასევე მიიღებენ. მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომელიც ჩვეულებრივი ანტენით სარგებლობს, ე.წ. სეთ-თოფ ბოქსების ყიდვა დასჭირდება.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია