თბილისელი მოზარდების სისხლიანი გარჩევა ფალიაშვილის ქუჩაზე: 16 წლის ბიჭი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი

თბილისელი მოზარდების სისხლიანი გარჩევა ფალიაშვილის ქუჩაზე: 16 წლის ბიჭი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული მამუკა დ. დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული მამუკა დ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებული ბაჩანა ჭ. გულ-მკერდის არეში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია