"დედა იმიტომ მოკვდა, რომ შვილს გადაეფარა" - ხაშურის დეტალები ხაშურში მომხდარი მკვლელობიდან

"დედა იმიტომ მოკვდა, რომ შვილს გადაეფარა" - ხაშურის დეტალები ხაშურში მომხდარი მკვლელობიდან

ხაშურის რაიონის, სოფელ ცხრამუხაში გუშინ, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 20 წლის ახალგაზრდამ, რეზიკო გელაშვილმა თანასოფლელი ხვიჩა გოგალაძე ცივი იარაღით, კერძოდ დანით, მუცლის არეში დაჭრა, ხოლო ხვიჩა გოგალაძის დედას, დარეჯან გოგალაძეს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. შუახნის ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ახლალგაზრდა მამაკაცი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თანასოფლელები მკვლელობაში ეჭვმიტანილზე ამბობენ, რომ ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, განსაკუთრებით კი სიმთვრალისას.

ტრაგედიის დეტალების გასარკვევად სოფელ ცხრამუხაში გამგებლის წარმომადგენელს მურად ცერცვაძეს დავუკავშირდით.

მურად ცერცვაძე:

- ეს უბედურება დაახლოებით ღამის 11-დან 12-საათამდე პერიოდში მოხდა. სოფელში ბიჭებს უქეუფიათ, რეზიკოც იქ იყო და ხვიჩაც, როგორც ჩანს, რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ, თუმცა იქ არაფერი მომხდარა. ხვიჩა სახლში წასულა და დასაძინებლად დაწოლილა. სწორედ ამ დროს შევრადნილა მათ სახლში რეზიკო და აყალ-მაყალი მოუწყვია. სავარაუდოდ, ჩხუბი იქაც გაგრძელდა. როგორც ჩანს, დანა რომ დაინახა, დედა შვილს გადაეფარა და ამიტომაც ჰქონდა ამდენი ჭრილობა. ქალი ადგილზევე გარადაიცვალა.

განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია