სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქსტატი ბოლო თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირებული პროდუქტების სიას აქვეყნებს
საქსტატი ბოლო თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირებული პროდუქტების სიას აქვეყნებს

საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, 2015 წლის აპ­რილ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და და­მა­მუ­შა­ვე­ბელ მრეწ­ვე­ლო­ბა­ზე, ქი­მი­ურ წარ­მო­ე­ბა­ზე , საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­სა (სას­მე­ლე­ბის ჩათ­ვლით) და თამ­ბა­ქოს წარ­მო­ე­ბა­ზე.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­რეწ­ვე­ლო პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ე­ბელ­თა ფა­სე­ბის ინ­დექ­სის შე­სა­ხებ 2015 წლის აპ­რი­ლის ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. საქსტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წლის აპ­რილ­ში, 2015 წლის მარტთან შე­და­რე­ბით, სამ­რეწ­ვე­ლო პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ე­ბელ­თა ფა­სე­ბის ინ­დექ­სი 2,3 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და, ხოლო 2014 წლის აპ­რილ­თან შე­და­რე­ბით კი, 8,7 პრო­ცენ­ტით. 2005 წლის სა­შუ­ა­ლოს­თან შე­და­რე­ბით ინ­დექ­სი გაზ­რდი­ლია 78,4 პრო­ცენ­ტით.

"2015 წლის აპ­რილ­ში წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით ინ­დექ­სის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია და­მა­მუ­შა­ვე­ბელ მრეწ­ვე­ლო­ბა­ზე ფა­სე­ბის 2,7 %-ით ზრდამ, რაც ინ­დექ­სის პრო­ცენ­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 2,21 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და ქი­მი­ურ წარ­მო­ე­ბა­ზე (22,8%) და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა (სას­მე­ლე­ბის ჩათ­ვლით) და თამ­ბა­ქოს წარ­მო­ე­ბა­ზე (1,9 %)", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12-თვი­ან პე­რი­ოდ­ში ინ­დექ­სის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ სექ­ცი­ებ­ზე - და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, აი­რი­სა და წყლის წარ­მო­ე­ბა და გა­ნა­წი­ლე­ბა.

"და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბა - ფა­სე­ბი 11,1 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და და სექ­ცი­ის წვლილ­მა ინ­დექ­სის პრო­ცენ­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში 9,04 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი შე­ად­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბის ზრდა და­ფიქ­სირ­და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა (სას­მე­ლე­ბის ჩათ­ვლით) და თამ­ბა­ქოს წარ­მო­ე­ბა­ზე (18,1 პრო­ცენ­ტი), მე­ტა­ლურ­გი­ულ მრეწ­ვე­ლო­ბა­სა და ლი­თო­ნის მზა ნა­წარ­მის წარ­მო­ე­ბა­ზე (6,9 პრო­ცენ­ტი) და ცე­ლუ­ლო­ზა-ქა­ღალ­დის მრეწ­ვე­ლო­ბა­სა და სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე (30,7 პრო­ცენ­ტი); ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, აი­რი­სა და წყლის წარ­მო­ე­ბა და გა­ნა­წი­ლე­ბა - ფა­სე­ბი შემ­ცირ­და 4,1 პრო­ცენ­ტით, რაც ინ­დექ­სის პრო­ცენ­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე -0,54 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქსტატი ბოლო თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირებული პროდუქტების სიას აქვეყნებს

საქსტატი ბოლო თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირებული პროდუქტების სიას აქვეყნებს

საქსტატის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის აპრილში ფასები გაიზარდა დამამუშავებელ მრეწველობაზე, ქიმიურ წარმოებაზე , საკვებ პროდუქტებსა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ 2015 წლის აპრილის ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში, 2015 წლის მარტთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის აპრილთან შედარებით კი, 8,7 პროცენტით. 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 78,4 პროცენტით.

"2015 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 2,7 %-ით ზრდამ, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქიმიურ წარმოებაზე (22,8%) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (1,9 %)", - ნათქვამია განცხადებაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე - დამამუშავებელი მრეწველობა და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება.

"დამამუშავებელი მრეწველობა - ფასები 11,1 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 9,04 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (18,1 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (6,9 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (30,7 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - ფასები შემცირდა 4,1 პროცენტით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,54 პროცენტული პუნქტით აისახა", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია